მეგობერბო ვაქვეყნებ ჩემი პროგრამის მესიჯებს გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები!


DSC 0103ძირითადი მესიჯები ჩემი პროგრამიდან ბიუჯეტი:
• ხარჯვითი ბიუჯეტიდან პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა და ფულის ხარჯვის ნაცვლად შედეგებზე ორიენტირება
კორუფციული საფრთხეების აღმოფხვრა:
• ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო კომისიებში საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, მასმედიის წარმომადგენლების ჩართვა. კომისიების ღიად და საჯაროდ ჩატარება.
ინფრასტრუქტურა:
• ბუნებრივი აირი ყველა სოფელს
• წყალგაყვანილობა ყველგან, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია
• სანაგვე ურნები ყველა სოფელში და ქალაქის ქუჩებში
• უსახური ნაგებობების დემონტაჟი
• ღამის განათებები უბნებში
• ქალაქის ქუჩების საფარისა და სანიაღვრე არხების სრული მოწესრიგება
• შიდა გზების მოწესრიგება სოფლებში
სოფლის მეურნეობა:
• აზიურ ფაროსანასთან და სხვა მავნებლებთან ბრძოლა მათ სრულ ლიკვიდაციამდე
• თხილისა და ჩაის მეურნეობის, სხვა კულტურების განვითარების ხელშეწყობა
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა
სპორტი და ახალგაზრდობა:
• მარტივი ტიპის სპორტული მოედნები ყველა თემში
• ლანჩხუთიდან დაცილებულ სოფლებში სპორტული სექციები
• სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან გამოსული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება
• ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამული დაფინანსება
• გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა
მოსახლეობის მონაწილეობა:
• თემის მოსახლეობის მიერ მერის წარმომადგენლის კანდიდატურების წამოყენება და არჩევა და არა პირდაპირ და უკითხავად დანიშვნა მერის მიერ
• ყველა სოფელში და ქალაქის უბნებში, სადაც ეს მოსახლეობის სურვილი იქნება, საერთო კრებების ფორმირება მერის ინიციატივით და მოსახლეობისთვის ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის მინდობა
• მერის საკონსულტაციო საბჭოს ფორმირება
• მასმედიის საშუალებებთან ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენა
• განხორციელებული საქმიანობის ყოფელკვარტალური ანგარიშების წარდგენა საზოგადოებისთვის
დასაქმება:
• არსებული კონტაქტების გამოყენებით მსხვილი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოძიება და ადგილობრივი მუშახელის დასაქმების ხელშეწყობა
• სანაპირო, აგრო, ეკო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
• შავი ზღვის სანაპიროზე მუნიციპალური პლაჟის ორგანიზება, მაგნიტური ქვიშის კვლევა და სანაპიროს ტურისტული პოტენციალის გაძლიერება
სკოლამდელი აღზრდა
• საბავშვო ბაღების სისტემის სრული შესაბამისობის მიღწევა სტანდარტებან
• ალტერნატიული საბავშვო ბაღების ფორმირება იმ სოფლებში, სადაც არ არის სააღმზრდელო ჯგუფები
კულტურა, ისტორიული
მემკვიდრეობა
• სხვადასხვა წრეების ფორმირება სოფლებში, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია
• ლელოს საერთაშორისო ტურიზმის ობიექტად გადაქცევა
• ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დონემდე ცნობადობის ამაღლება.


 

ამინდი

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV

მოიწონეთ სტატია