ეს იყო ჩვენი სისუსტე, ვგულისხმობ გამგეობის მიმართ გამოჩენილ რბილ პოზიციას

20643282 783460755149337 5661976864814431217 o,,ჰო და არას“ სტუმარია ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ,,ოცნებიდან“, შუხუთის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი იმნაიშვილი.
აკაკი იმნაიშვილი ლანჩხუთში საკმაოდ ცნობილი მეწარმეა, აქვს თავისი საქმე და გასაკვირია, რატომ აიღო დეპუტატის ვალდებულებები. თუმცა, როგორც ამბობენ მასზედ დაკისრებულ მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევს. ,,ქართულმა ოცნებამ“ წელსაც მისი კანდიდატურის წარდგენა გადაწყვიტა სოფელ შუხუთში.
- ბატონო აკაკი, საინტერესოა რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა, 2014 წლამდე თქვენი სახელი მხოლოდ ბიზნესს უკავშირდებოდა.
- პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩემი სიმპატიები მიმართული იყო ,,ქართული ოცნების“ მიმართ, დღიდან ამ პარტიის დაარსებისა. წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე ჩემთნ იყო მოსული გურიის მაშინდელი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, რაიონის დეპუტატი თემურ ჩხაიძე, რომლებთანაც მეგობრობა მაკავშირებს. მათ მთხოვეს მონაწილეობა მიმეღო კენჭისყრაში და შუხუთის ინტერესები საკრებულოს დეპუტატის მანდატით დამეცვა. სიმართლე გითხრათ, რომ არა ხალხის მიმართ ჩემი დიდი სიყვარული, პოლიტიკაში მოსვლას არ ვგეგმავდი. ჩემდა გასაკვირად, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა არჩევნების დროს როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე ,,მეგობარი“ პოლიტიკოსების მხრიდან. საბოლოოდ, ხალხის დიდი მხარდაჭერის შედეგად მაინც გავიმარჯვე შუხუთში და მოვხვდი საკრებულოში. ვინც მიცნობს, დამემოწმება იმაში, რომ კაკო იმნაიშვილი ფულის გამო არ მისულა პოლიტიკაში. ღვთის წყალობით, მაქვს ჩემი საქმე, რომელიც საკმარისია ოჯახის შესანახად. დეპუტატის ხელფასს მთლიანად სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას ვახმარ. ვფიქრობ, თუ კი შუხუთის მოსახლეობა ისევ დამდებს პატივს და ამირჩევს, ამით მხოლოდ მოიგებს სოფელი, ვინაიდან თითოეული შუხუთელის პრობლემას ჩემად მივიჩნევ.
_ საკრებულოს მუშაობით თუ ხართ კმაყოფილი, შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეთ დეპუტატებმა?
_ რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ამას ვაღიარებ. თუმცა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ნამდვილად ყველა პრობლემის აღმოფხვრას ვცდილობდით. იყო იქ მომენტები, როდესაც გამგეობისა და საკრებულოს ინტერესები თანხვედრაში ვერ მოდიოდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, რადგან ახალი გუნდი მოდის და დაშვებული შეცდომები აწი უნდა გამოვასწოროთ, ის ცუდი რაც პრაქტიკაში ვიხილეთ, აღარ უნდა გავიმეოროთ. აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს იყო ჩვენი სისუსტე, ვგულისხმობ გამგეობის მიმართ გამოჩენილ რბილ პოზიციას. ვერ მოვატყუებ მოსახლეობას, რომ არ ყოფილიყო ეს გუნდი მომავალი არჩევნებისთვის, ალბათ არ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ბევრ რამეზე მწყდება გული. ახლა კი ბრწყინვალე მერობის კანდიდატი გვყავს, ალეკო სარიშვილის სახით. მინდა ასეთ კარგ კოლექტივთან ერთად ვიმუშავო და კარგი, კეთილი კვალი დავამჩნიოთ რაიონს.
_ ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ კოჰაბიტაციაზე რა აზრის ბრძანდებით?
_ მე არ ვარ ის კაცი, რომ ვიძახო ყველანი ციხეში და ა.შ. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იმ უსამართლობაში იყო შემთხვევით გარეული და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ რეპრესიების მომხრე არ ვარ. თუმცა, ზოგიერთმა ცუდად ისარგებლა ამ კოჰაბიტაციით და თავისი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დააყენა.
- როგორც იცით, აზიურ ფაროსანას ,,დასავლეთ საქართველოს ტრაგედიად მიიჩნევენ“. მოსახლეობის აზრით, მთავრობამ მოქმედებები დააგვიანა, თქვენ რა აზრის ბრძანდებით?
_ მეც მაქვს საკმაოდ დიდი ფართობები, როგორც თხილის, ასევე იაპონური ხურმის, მაქვს საყანე ფართობიც. გეტყვით, რომ სრულიად განადგურებულია თილის მოსავალი, 110 ძირ ხურმაზე კი ერთი ცალიც არ შერჩა. გაგრძელება მეექვსე გვერდზე


ვერაფერს მივიღებ, მხოლოდ გვიან დათესილი სიმინდი გადამირჩა, რადგან წამალმა იმოქმედა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველანი სავალალო მდგომარეობაში ვართ, აღარაა ნიშნის მოგების დრო. იქ ამერიკელმა ინსტრუქტორმაც დაგვზაფრა, შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმაც. ვეღარ გავერკვიეთ რა გვექნა და როგორ.

ვიცი, რომ მთავრობამ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც დაიწყება მასიური ბრძოლა ამ მავნებლის წინააღმდეგ. ყველაფერი პრაქტიკაა, გაისად ადრე უნდა დაიწყოს შეწამვლითი სამუშაოები და რაც მთავარია, სრულყოფილად უნდა ჩატარდეს. მთავრობამაც იცის, რომ მოსახლეობა შესაძლოა შიმშილობის ზღვარზე მივიდეს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანისთვის.

- - როგორ შეაფასებთ ,, ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდს?
- - იდეალური არავინ არაა, მაგრამ მე მგონი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობამ შვება იგრძნოს. იქნება ეს სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობის აღდგენა, ბიზნესის განთავისუფლება მარწუხებისგან, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვა. მეტყვით ალბათ ლარის გაუფასურებაზე, ეკონომიკის სისუსტეზე, მაგრამ ამას ხომ მსოფლიო ეკონომიკაში და პოლიტიკაში მომხდარი კატაკლიზმები იწვევს. არავის არ ვამართლებ, უკეთესი შედეგი უნდა გვქონდეს, მაგრამ იმის დაუნახაობა არ შეიძლება, როგორ იბრძვის მთავრობა ხალხის უკეთესი მომავლისათვის. ამ წლებში მიღებული პრქტიკა მნიშვნელოვნად დაეხმარება ,, ქართულ ოცნებას“, რომ მომდევნო წლებში იყოს გაცილებით ეფექტური და პროდუქტიული.
- - კონკრეტულად შუხუთში რა გაკეთდა ამ დროის მანძილზე?
- - მთავარი მიღწევა ეს გაზიფიცირებაა, ამაში ჩართული ვიყავით ყველანი- მოსახლეობა, დეპუტატი, ენერგეტიკის სამინისტრო... მინდა მადლიერება გამოვხატო მაშინდელი მინისტრის კახა კალაძის მიმართ და წარმატება ვუსურვო მომავალ არჩვნებში. გაკეთდა ბაღი, განხორციელდა უამრავი კარგი პროექტი. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ კერძო ბიზნესმაც ივარგა, გზის პირას გაკეთდა უმაღლესი ხარისხის სარიტუალო დარბაზი, მანამდე იქვე ახლოს კარგი კაფეტერია გაიხსნა. მინდა უფრო მეტად შეუწყოს ერთმანეთს ხელი ბიზნესმა და სახელმწიფომ. სამწუხაროდ, მისახედია კულტურის სახლი. ცუდ მდგომარეობაშია სოფლის ცენტრი, ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ, იმდენი ტურისტი ჩამოდის მარტო ერთ დღეს შუხუთში, ლელობურთზე, რომ, სირცხვილია ცენტრი მეტად კეთილმოწყობილი რომ არაა. პირობას ვდებ, მოუგვარებელ პრობლემებს გაათკეცებული ძალით შევუტევთ, ჩვენ მივიღეთ ამ წლებში მთავარი _ პრაქტიკა. ასე რომ, ერთმანეთს ვენდოთ.
- თორნიკე ჯიჯიეშვილი

ამინდი

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV