რატომ კითხულობთ ,,ჰო და არას?”

555fridoni77    მელიტონ ჩხაიძე ლანჩხუთი:ძალიან მომწონს გაზეთი ,,ჰო და არა.” ის ჩემი ბაბუას, ჭოლა ჩხაიძის საყვარელი გაზეთია, ამიტომ განსაკუთრებით ვაფასებ. აქედან ვიგებთ რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციებს. გაზეთი გვაცნობს რაიონის გამოჩენილ და დამსახურებულ პიროვნებებს.

 ჯუმბერ მენაღარიშვილი ლანხუთი: გაზეთი მომწონს და ვკითხულობ იმიტომ, რომ ყოველთვის საინტერესო თემებს აშუქებს. არ მომწონს არჩევნების თემა, რადგან ამ მომავალმა კანდიდატებმა მოგვაბეზრეს თავი თავიანთი ამბიციებით. ასავე არ მომწონს მათი დაპირისპირება ერთმანეთის მიმართ. ეს გაზეთი ყველამ უნდა გამოიწეროს იმიტომ, რომ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია რაიონის შესახებ.

მურმან ჩხაიძე ლანჩხუთი: ვკითხულობ ამ გაზეთს, იმიტომ, რომ გავიგო რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციები.

სვეტლანა კილაძე შუხუთი: იმიტომ ვკითხულობ, რომ მაინტერესებს რაიონის შესახებ ახალი ამბები. ასევე მაინტერესებს ვინ გარდაიცვალა, რომ არ გამომრჩეს და სათანადო და უკანასკნელი პატივი მივაგო იმ ადამიანს.

იათამზე შარაბიძე,ლანჩხუთ: ვკითხულობ ამ გაზეთს და ძალიან მომწონს, გაზეთის მეშვეობით ვიგებთ რაიონში მიმდინარე მოვლენებს. სხვადასხვა ინფორმაციებს, ვეცნობით საინტერესო და დამსახურებულ პიროვნებებს.

თამარ ჩხაიძე ლანჩხუთი: ვკითხულობ იმიტომ, რომ მომწონს ეს გაზეთი. მათში მომუშავე ადამიანები, რომლებიც სათანადოდ და ღირსეულად ემსახურებიან რაიონს. გვაცნობს ახალ-ახალ ინფორმაციებს, გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს.

ნინო კვესტაძე ახალსოფელი: ძალიან მომწონს ეს გაზეთი და ყოველთვის ვკითხულობ, რადგან გვამცნობს ჩვენს რაიონში მიმდინარე ახალ ამბებს. ,,ჰო და არას” იუბილეზე ლექსიც კი მივუძღვენი ამ გაზეთს.

მარინა კვირკველია ლანჩხუთი: მართალია, ეს გაზეთი არ მაქვს გამოწერილი, რადგან აქ არ ვცხოვრობ, მაგრამ ყოველთვის ვკითხულობ, როგორც კი ჩამოვალ ლანჩხუთში.Mმომწონს იმიტომ, რომ ყოველთვის ხალხისთვის საინტერესოდ წერს. როცა რაიმე საქმე მაქვს, ყოველთვის ამ გაზეთს მივმართავ. მომწონს ასევე, აქ მომუშავე ადამიანები, რომლებიც გულთბილად ემსახურებიან მშრომელებს.
მარინა ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
მარინა ზენაიშვილი ლანჩხუთი: ძალიან მომწონს ეს გაზეთი და ვკითხულობ იმიტომ, რომ გავეცნო რაიონში მიმდინარე მოვლენებს. გავიგო ახალ-ახალი ინფორმაციები. ეს გაზეთი რაიონში მცხოვრებმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, რადგან ის სამართლიანი და საინტერესო გაზეთია.

თამთა გურგენაძე,ლანჩხუთი: ვკითხულობ ამ გაზეთს და ძალიან მომწონს, რადგან აქედან ვიგებთ ჩვენთვის საინტერესო ამბებს. თითქმის ყველა რუბრიკა მომწონს, განსაკუთრებით ხალხის მიერ გამოთქმული აზრები, რადგან მეც ამ ხალხს მივეკუთვნები. ამ გაზეთის საშუალებით ვეცნობით რაიონში მიმდინარე ახალ-ახალ ამბებს. ეს გაზეთი ყოველთვის სამართლიანად და მიუკერძოებლად გვაცნობს პოლიტიკურ პროცესებს. ვეცნობით გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამაინებს.
რუსუდან მანაგაძე

ამინდი

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV