ქართული ოცნების"”’ მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი ოფიციალურად დასახელდა

21617505 701353193368192 5671360377288264575 n10 სექტემბერს ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მერობის კანდიდატები წარადგინა.
წარდგენილთა შორის, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატად ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი დაასახელა.
სანამ წარდგენის ცერემონიალი ოფიციალურად დაიწყებოდა, ქალაქ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შენობის მიმდებარე რუსთაველის ქუჩაზე, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე, შეკრებილებისთვის მხიარული გარემოს შესაქმნელად, ცნობილმა მომღერლებმა ერთსაათიანი კონცერტი გამართეს. კონცერტის დასრულების შემდეგ, კი პრემიერმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც გურიაში წარმატებით განხორციელდა, ეს იყო სოციალური, კულტურული, ინფრასტრუქტურის მოწერიგებისა და ბიზნესის განვითარება- ხელშეწყობის კუთხით გაწეულ სამუშაოთა ვრცელი ჩამონათვალი, მან ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე გურიაში განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის ადგილობრივი კურორტების მოწერსრიგებასა და ტურიზმის ხელშეწყობაზე.
,,დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხალხს აქვს ჩვენი რწმენა. ხედავს ძალას, რომელიც გააჩნია ,,ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს" და თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ აუცილებლად ერთად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას, თითოეული თქვენგანის გამარჯვებას და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობას’’_'თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.
მერობის კანდიდატების წარდგენა საქართველოს ჰიმნის ფონზე მიმდინარეობდა. ამჯერად კანდიტატებს მოსახლეობისათვის არ მიუმართავთ.
რაც შეეხება, ლანჩხუთის მერობის კანდიდატს ალექსანდრე სარიშვილს, იგი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს.
,,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მმართველ გუნდს, რომ ნდობა გამომიცხადა და ლანჩხუთის მერობის კანდიდატად წარმადგინა. არჩევნებიდან, რა თქმა უნდა, პირველივე ტურში გამარჯვებას ველოდები. წინ ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი და საინტერესო ოთხწლიანი პერიოდი გვაქვს. ვფიქრობ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ძალიან ნორმალურად გავართმევ თავს, რომლითაც მოსახლეობა და მთელი რაიონი კმაყოფილი იქნება"- განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა
წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატები ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე.
,,და რწმუნებული ვარ, ხალხი ხედავს რაც გაკეთდა და ამასთანავე მოელის უფრო მეტს.
ჩემი რაიონების რჩეული მერობის კანდიდატები - ალეკო სარიშვილი და ირაკლი კუჭავა დარწმუნებული ვარ საუკეთესოდ აუღებენ ალღოს ამ ახალ გამოწვევებს და ჩვენს მშობლიურ ლანჩხუთსა და ჩოხატაურს კიდევ უფრო მეტი კარგი საქმით დაანახებენ თავს’’_ განაცხადა ნინო წილოსანმა.
ვინ არის ალექსანდრე სარიშვილი? იგი 2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო ლანჩხუთის საკრებულოში სოფელ ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
ალექსანდრე სარიშვილი არის ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის დამფუძვნებელი, 2017 წლის მარტიდან კი მისი აღმასრულებელი მდივანი;
ალექსანდრე სარიშვილი დაიბადა 1984 წლის 21 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ კოკათში (ჩოჩხათში); 2001 წელს დაამთავრა სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლა; 2007 წელს დაამთავრა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი ეკონომისტ-მენეჯერის სპეციალობით;
2003-2007 წლებში იყო ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი;
2008-2009 წლებში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აჭარის ფილიალში გაიარა, საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სწავლების სრული კურსი ბუღალტრის სპეციალობით;
2007-2008 წლებში მუშაობდა ბერძნულ კომპანიაში შ.პ.ს ,,პონტოსტარ კომპანიში’’''სავაჭრო აგენტად;
2009-20011 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით;
2013-2014 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩოჩხათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად;
და ბოლოს, ,,ქართული ოცნების" ლანჩხუთის მერობის კანდიდატი, დასაოჯახებელია.
მაია კუკულაძე

ამინდი

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV