როგორ იფურცლება, ჩვენი ცხოვრების, რეალური ეპიზოდები, რომელიც ჩვენივე თავზე გამოვცადეთ

marina hxaidze45მას, ჩვენი გაზეთის მკითხველი კარგად იცნობს, წერს უბრალოდ და საინტერესოდ, არაერთი პუპლიკაციიის ავტორია, მათ შორის მოთხრობებისა და რომანებისაც კი.
ქალბატონ მარინა ჩხაიძეს, ამჯერად უჩვეულო ამპლუაში იხილავთ, იგი ჩვენი რესპოდენტია, ინტერვიუზე ძლივს დავითანხმეთ, ამიტომ შევეცდებით ამ ნიჭიერი ქალბატონის შესახებ ცოტა რამ, მის გარეშე გიამბოთ.
მარინა ჩხაიძის მოთხრობებმა, რომანებმა და პუბლიკაციებმა უძრაობის პერიოდში მიიპყრო მკითხველის ყურადღება, ოთხმოცდათიანი წლების უშუქობა, მისი გმირების ისტორიებმა გადაატანინა კითხვის მოყვარულებს.
დაიბადა სოფელ აცანაში, პედაგოგის ოჯახში, დაამთავრა სოფელ მამათის საშუალო სკოლა, შემდეგ იყო უმაღლესი სასწავლებელი, ქუთაისიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის დასრულებისთანავე, განაწილებით, მუშაობა დაიწყო ქალაქ მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთი) აბრეშუმის ფაბრიკაში, ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მთავარ ტექნოლოგად, მთავარ ინჟინრად, იყო დირექტორის მოადგილე, ხარისხის კონტროლის დარგში და ასევე გახლდათ პროფესიული კავშირების თავმჯდომარე.
ჩვენს ქვეყანაში, უმძიმესი ოთახმოცდაათიანი წლების მოვლენებს, ოზურგეთის აბრეშუმის ფაბრიკაც შეეწირა და იმ მრავალთა შორის, ვინც წარმოება-დაწესებულებები დატოვა, მარინა ჩხაიძეც იყო. გადაწყვიტა სწავლა ჟურნალისტიკის მიმართულებით გაეგრძელებინა, ბათუმის ერთ -ერთ უმაღლეს სასწავლებელში.
სტუდენტობის პერიოდში, თანამშრომლობდა, გაზეთ ,,ქუთაისთან", აგრეთვე პუბლიკაციებს აქვეყნებდა გაზეთ ,,კომუნისტურ შრომაში', შემდეგ ,,ლანჩხუთის მოამბეში" და გურიის რეგიონალურ გაზეთ ,,გურიის დროში"
2010 წლიდან კი მუშაობს, დამოუკიდებელ გაზეთ ,,ჰო და არა"-ში, სადაც დღესაც ინტერესით ელოდება მკითხველი. ინტერესმოკლებული არ იქნება გავიგოთ თუ საიდან და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
_ როდის დაიწყეთ მოთხრობებისა და რომანების წერა და რა იყო ამის მიზეზი?
_სტუდენტობის დროს ვთანამშრომლობდი გაზეთ ,,ქუთაისთან."ერთხელ, რაღაც პატარა ჩანახატი მივიტანე რედაქციაში, იქ დამხვდნენ მწერლები, მათ შორის იყვნენ: მწერალი დავით კვიცარიძე, ნანული კაკაურიძე და სხვები, რედაქტორმა სათითაოდ გამაცნო ისინი.
მწერალმა დავით კვიცარიძემ გამომართვა ჩანახატი, წაიკითხა და შემდეგ შემეკითხა: თუ სად ვსწავლობდი და როცა გაიგო მითხრა: არ ვიცი როგორი ქიმიკოსი იქნები, მაგრამ შენ უნდა წერო და ამ გზას უნდა გაჰყვეო. შემდეგ დავიწყე გაზეთ ,,ლანჩხუთის მოამბესთან”'თანამშრომლობა, მაშინ მოთხრობების და რომანების გამოქვეყნების საშუალებას გაზეთის ფორმატი არ იძლეოდა. ამ კუთხით მუშაობა გაზეთ ,,ჰო და არაში" გადმოსვლის შემდეგ გავაგრძელე.
_რას გრძნობთ, როცა მკითხველები ითხოვენ თქვენი მოთხრობების კვლავ გამოქვეყნებას და რამდენად მოქმედებს ეს თქვენზე?
_ ძალიან მიხარია და ვცდილობ მკითხველს იმედი არ გავუცრუო, უფრო მეტი შემართებით ვაგრძელებ წერას.
_თქვენი ნაწარმოების გმირები რეალური ადამიანები არიან, თუ გამოგონილი პერსონაჟები?
_უფრო მეეტად რეალურ და ნამდვილ ამბავზე დაყრდნობით ვიწყებ თხრობას.
_მომავალში ალბათ გააგრძელებთ წერას და თუ გაქვთ რაიმე ახალი შეთავაზება მკითხველთან?
_ვისურვებდი, კრიტიკული წერილების წერა ნაკლებად დამჭირვებოდეს. მოსახლეობას ცოტათი მაინც ეგრძნოს შვება და იმის საშუალება ჰქონოდეს, მძიმე სოციალურ პრობლემებზე გარჯისა და ზრუნვის გარდა, სულიერ ცხოვრებაზე, გონების გახალისებაზე და გართობაზე ფიქრის დროც გამოენახოს.
პ.ს. ერთი შეხედვით უბრალო სანდომიანი და მორიდებული ქალბატონი, რომელიც არა ერთი პუბლიკაციის, მოთხრობისა და რომანის ავტორია, საკუთარ თავზე ხშირ შემთხვევაში არ საუბრობს, აქედან ჩანს, რომ არაორდინალური, მდიდარი ფანტაზიის, ემოციურად დატვირთული პიროვნებაა და მისი სამყაროს ნაწილი ის შემოქმედებაა, რომელსაც როგორც თავად გვითხრა, გარკვეულ კონკრეტულ ამბავზე აგებს, თავისებური ფერებითა და შტრიხებით, ქმნის, მკითხველისათვის საინტერესო სახასიათო სახეებს. ამბავი რომელსაც იგი გვიყვება, ზოგჯერ ხასიათთა ჭიდილიც არის, გმირების ისტორიების გაგრძელებას მკითხველი ნომრიდან ნომრამდე მოუთმენლად ელოდება, ეს ავტორის გამარჯვებაცაა და ამასთან ერთად კიდევ ერთხელ იფურცლება, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების, რეალური ეპიზოდები, რომლებიც ბევრმა ჩვენგანმა ჩვენივე თავზე გამოვცადეთ.
რუსუდან მანაგაძე


ამინდი

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV