ყოჩაღ თორნიკე!

სანამ თორნიკე ჯიჯიეშვილის ბიოგრაფიას გავიცნობდი, მანამდე ვკითხულობდი მის წერლებს ,,ჰო და არაში~ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მქონდა ამ ახალგაზრდის პიროვნულ თვისებებზე, დავინახე მისი მებრძოლი სული, ახლა როცა, წინა ნომერში მის ბიოგრაფიას გავეცანი, ჩემი შთაბეჭდილება გაორმაგდა და გამყარდა. გავიგე მამის გარდაცვალებით გამოწვეული ტრაგედიის შესახებ და გული მეტკინა, გამახსენდა ჩემი დაობლება, ზუსტად თერთმეტი წლის ვიყავი დედა, რომ გარდამეცვლა და ვიცი რას ნიშნავს მშობლის დაკარგვა, მაგრამ მიხარია, ის რომ სულით არ დაეცა, ახალგაზრდა ბიჭმა დედის დახმარებით შეძლო, რომ სანიმუშო ახაგაზრდა გამხდარიყო. თორნიკე, მახარებს თქვენი ბრძოლისუნარიანობა, სიმტკიცე და შემართება, სწორედ თქვენნაირეგი გამოსჭედენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. თქვენ უკან არ იხევთ, სიძნელეებს არ უშინდებით. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თქვენ ისეთ მებრძოლი გაზეთში მოხვედით სამუშაოდ, რომ წინ დიდი ბრძოლა გელით, ამ გაზეთმა მისი დაარსებიდან დღემდე იმდენი, ბრძოლა და ზოგჯერ დაუმსახურებელი შეურაცხყოფაც გადაიტანა, რომ არა მებრძოლი სული, ამ წნეხს ვერ აიტანდა, ყველა მთავრობა, რომელიც სათავეში მოდის და თავის შავ-ბნელ საქმეებს სჩადის, ყოველთვის ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა, რადგან სიმართლე არ გაიგოს ხალხმა.



სიმართლისათვის ბრძოლის გზაზე კი მრავალი სიძნელე გელის. ყველა ცდილობს შავზე თეთრი გათქმევინოს, თეთრზე კიდევ შავი. ასე რომ ასე არ მოხდეს, ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა გონებით, ენით, კალმით და არაა გამორიცხული მუშტით, თუ გაბედული პიროვნება ხართ, არაფრის შეგეშინდებათ და არც უნდა დაიხიოთ უკან, რადგან შენს მხარეზე სიმართლეა და ამ სიმართლეზე უძრავი ქვაც რომ იდოს, მაინც გამოძვრება და მზის სინათლეს ნახავს.
საქართველოს ისტორიაზე, ქართველ მწერლების ნაწარმოებებზე გაზრდილი ახალგაზრდა ვერასდროს შეეგუება გარედან თავს მოხვეულ სიბინძურეებს, ვერასდროს შეეგუება უწიგნური, გაუნათლებელი ადამიანების შეგონებებს.
ასეთი პიროვნება თქვენ მეგულებით, ჩემო თორნიკე. ვხედავ, როგორ გიყვართ თქვენი ახალგაზრდა მეუღლე, პატარა, რომელიც ხელში გყავთ და შვილი, რომელსაც ელოდებით. მე მწამს და მჯერა, ვისაც უყვარს ოჯახი, ცოლ-შვილი, ის ყველაფერს გააკეთებს თავისი ხალხისათვის, მისი და სხვისი შვილების ბედნიერებისათვის, რათა ბოლოს და ბოლოს სიმართლემ სიყვარულმა და ბედნიერებამ დაისადგუროს ჩვენს ოჯახებში. ამისათვის კი ისევ და ისევ ბრძოლაა საჭირო და მე დიდ წარმატებებს გისურვებთ, ჩემი შვილიშვილის სეხნია კაცო, ჩემო თორნიკე!
პატივისცემით
დიმიტრი ბერიძე

მოიწონეთ სტატია