როგორ იკარგება სინდისი და ნამუსი

უკაცრავად კი ვარ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი ცხოველია და იგი სხვა ცხოველებისგან ისეთი ღვთაებრივი რამით განსხვავდება, როგორიცაა გონება, სინდისი და ნამუსი. ასეთად შექმნა ღმერთმა იგი. აღამაღლასხვა ცხოველებთან შედარებით, მაგრამ სამაგიეროდ უზარმაზარი პასუხისმგებლობაც აჰკიდა, პასუხისმგებლობა, რასაც ამ ცოდვილ დედამიწაზე ადამიანად დარჩენა ჰქვია.



ღმერთმა, ცოდვების არსებობაც დაუშვა დედამიწაზე, მაგრამ მან ადამიანს მისცა უნარი თეთრი განასხვავოს შავისგან და მისცა არჩევანის უფლება, ანუ მიანიჭა არსებობის თავისუფლება. ასე რომ, ყველა თავისით ირჩევს ამ ცხოვრებაში გზას და ცხოვრების წესს. ,,წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე, თურმე ესეც გმირობაა დიდი~ _ თქვა პოეტმა.
დღევანდელი გადასახედიდან ეს გმირობა კი არა, ორგზის გმირობა მგონია, რადგან იმდენ სიბილწელს ვხედავთ ირგვლივ, რასაც ვერ ვხედავთ, ვგრძნობთ და აღვიქვათ, ჩვენი გაკვირვების უნარი ზენიტამდეა გახსნილი... როგორ ცხოვრობს ამ დროს პატიოსანი კაცი?!
ვაი-ვაგლახით, შიშით ხვალინდელი დღის - არ გაფუჭდეს საქმე, სხვათა ომს სკამებისთვის არ შეეწიროს მათი ყოველდღიურობა.
ყველაფერზე საშიში კი, მაინც ისაა, რომ პატიოსანი ადამიანი ხედავს, როგორ კარგავს ადამიანი ცხოველისგან განმასხვავებელ თვისებებს _ სინდისსა და ნამუსს.
ყველა ეპოქას ჰქონდა თავისი უკიდურესობები. ასეა დღესაც. საკითხავია, სანამდე მივა უკიდურესობა?!
ნონა გიგინეიშვილი

 

ამინდი

გამოკითხვა

რა არის ლანჩხუთის მთავარი პრობლემა?

გზების მოუწესრიგებლობა - 11.1%
წყალგაყვანილობის არქონა სოფლებში - 3.2%
ფაროსანას შემოტევა - 47.6%
გარე განათების არქონა - 3.2%
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა - 1.6%
უმუშევრობა - 28.6%
მცირე პენსია - 3.2%
სხვა - 1.6%

Total votes: 63
The voting for this poll has ended

ვალუტის კურსი

ჰო და არა TV

მოიწონეთ სტატია