წყალში გვიპირებენ დახრჩობას

,,ჰო და არას“ დაუკავშირდა სუფსის თემის მაცხოვრებელი, ტაბანათის მკვიდრი აივაზ ზოიძე, რომლის თქმით, სოფლის საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისი გახადა ჩინური კომპანიის მიერ მიმდინარე საქმიანობებმა. ის ჩივის, რომ აწუხებთ აუტანელი ხმაური, რომელიც ღამითაც გრძელდება. როგორც ბატონი აივაზი ამბობს, მისი სახლის უკან ჩაუშვეს მილით წყალი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ოჯახს, არ აძლევენ გაზის შეყვანის საშუალებას. ჩვენ დავინტერესდით, მიმართა თუ არა მან დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას. ,,მივმართე ხელისუფლებას, ადგილზე მოვიდა ბატონი გოჩა ჩხარტიშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მითხრეს, რომ სამუშაოების დასრულებამდე ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებენ. გაუძელი ორი წელიც და რაღაც იქნებაო. ვერ გავიგე ციხეში ვარ თუ თავისუფალ ადამიანად ვითვლები. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ, გაზის შეყვანას ვინ ჩივის, ძილი არ გვაქვს ერთი წუთით და ახლა უკვე წყალშიც გვიპირებენ დახრჩობას, მე გაჩუმებას არ ვაპირებ და ბოლომდე ვიბრძოლებ“-აცხადებს აივაზ ზოიძე.

გიორგი კილაძე


 

მოიწონეთ სტატია