ინტერვიუ ქუჩიდან

ამ ბოლო დროს მსოფლიოში ძალიან გახშირდა ტერაქტები, რომლებსაც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამას ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვაგვარად აფასებენ. მიზეზებად ზოგი სოციალურ ფონს ასახელებს,ზოგი დაპირისპირებებს პოლიტიკაში, ზოგიც სხვადასხვა სარწმუნოებებს შორის ურთიერთობას,ზოგიც დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებებს და ბრძოლას პირველობისათვის.



ნონა წულაძე, ხაჯალია:
რთული საკითხია,მაგრამ პასუხი შეიძლება არაერთგვაროვანი იყოს.ზოგი შეიძლება იყოს სწორი, ზოგიც არასწორი, მაგრამ ეს სხვადასხვა ადამიანების შეხედულებებია. მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ხალხის მძიმე, გაჭირვებული მდგომარეობის ბრალი, ანუ სოციალური ფონი. ხალხი ძალიან გაღიზიანებულია და ზოგიერთი თავზე ხელაღებულიც. ისინი კადრულობენ ყველაფერს, რომ ამ ცხოვრებაში მატერიალური მდგომარეობა მოიპოვონ და მაღლა დადგნენ.
ჯემალ დიასამიძე, ლანჩხუთი:
ტერაქტებს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, პოლიტიკური ვითარება, სხვადასხვა საკითხების მოუგვარებლობა, დაპირისპირებები პოლიტიკაში, მაფიას და ხალხს შორის. ასევე, შეიძლება იყოს სოციალური ფონიც: გაჭირვება, უმუშევრობა, აგრესიულობა თავიანთი მძიმე მდგომარეობის გამო და სარწმუნოებებს შორის ურთიეთობის გაუარესება. ამირან არსაველიძე, ქ. ბათუმი:
პირველ რიგში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა,დაპირისპირებები და შურისძიება ერთმანეთს შორის, ყველაზე უფრო მაინც, ჩემი აზრით, ხალხის მძიმე ეკონომიკური მდგომარებაა, იმის გამო, რომ მატერიალური დონე აიმაღლონ,ზოგიერთი ადამიანი ამისათვის ყველაფერს აკეთებს და კადრულობს, ასევე, სხვადასხვა სარწმუნოებებს შორის ურთიერთობა, ევროპასა და ამერიკის ქვეყნებს შორის დამოკიდებულება.
ნუგზარ გვარჯალაძე, ლანჩხუთი:
ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ სირიაში ომი მიმდინარებს. ასევე, სარწმუნოებებს შორის დაპირისპირებები, ერთმანეთს შორის ურთიერთობის გაუარესება. ასევე, ჰეგემონიის დაუფლება ქვეყნებს შორის. შეიძლება იყოს სოციალური ფონიც და პოლიტიკური ვითარებაც.
გურამ ოდიშელაშვილი, ქუთაისი:
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს სოციალური მდგომარეობიდან, ყველაფერი აკლიათ ცხოვრებაში და სურთ რაღაცით ფული იშოვონ,ისინი ყველაფერზე მიდიან, საკუთარ თავსაც კი არ ინდობენ, თავსაც კი სწირავენ, იმისათვის, რომ ბევრი თანხა იშოვონ და ოჯახებს დაუტოვონ. ასევე, ვფიქრობ, რომ ამას იწვევს სარწმუნოებებს შორის დაპირისპირება და ურთიერთობის გაუარესება. მუსულმანურ სამყაროს არ მოსწონს ეს ევროპული შეხედულებები თავს რომ ახვევენ სხვა ქვეყნებს, მისი ჰეგემონობა ქვეყნებს შორის,საკუთარი აზრის თავს მოხვევა სხვა ქვეყნების ტრადიციებსა და კულტურაზე ზემოქმედება. ჩვენს ტრადიციებს ვგულისხმობ. ჩვენ გვაქვს უძველესი ქართული კულტურა და ტრადიციები, რომლებიც ოდითგან მოგვდევს, ჩვენმა კულტურამ, სიწმინდემ, რწმენამ მოგვიყვანა აქამდე და არ გვსურს ამ ყველაფერზე უარის თქმა. მუსულმანურ სამყაროს სხვადასხვა კანონები აქვს,მას არ სურს ძველი, მამაპაპური წესჩვეულებების დავიწყება. ისინი ამ ყველაფერს თავისუფლებას აბრალებენ და ყველაფერზე მიდიან, რომ თავისი რწმენა შეინარჩუნონ.
რუსუდან მანაგაძე

მოიწონეთ სტატია