მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ზაზა ურუშაძეს!


ქ. ლანჩხუთის კუპრეიშვილის ქუჩის #2 ჩიხის მცხოვრებათა კოლექტიური განცხადება!
ჩვენ, კუპრეიშვილის ქუჩის #2 ჩიხის მცხოვრებნი გთხოვთ დახმარებას. ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში, ყოველი წვიმის დროს ქუჩის ქვედა მხარეს გასვლა შეუძლებელია. ასევე იტბორება ოჯახების საკარმიდამო ნაკვეთები, სახლების ქვედა სართულები. ზედა მხარეს გზა წვიმის ღვარმა შუაზე გახსნა.
ამ პატარა ჩიხს აქვს დიდი დატვირთვა, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის,ასევე ტრანსპორტისათვის. ჩვენს სტადიონზე ვარჯიშობენ აგარაკის უბნის ახალგაზრდები, ბავშვთა ფეხბურთის სკოლისა და სხვადასხვა სპორტული კლუბების აღსაზრდელები, იმართება რაიონული და რეგიონული სპორტული შეჯიბრებები. ამ გზით მოსახლეობა უკავშირდება სოფლებს. მაჩხვარეთისა და ორაგვის მრევლი დადის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში, სარგებლობენ მაჩხვარეთისა და აგარაკის სასაფლაოებით.
გთხოვთ, დაგვიგოთ შავი საფარი და მოგვიწყოთ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ეს დიდ თანხებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული (ჩიხის სიგრძე არის 150 მეტრი).
თქვენი დახმარების იმედი გვაქვს.
წერილს ხელს აწერს 21 კაცი

მოიწონეთ სტატია