რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თურქეთის საზღვარი რომ ჩაკეტილი იყოს!?''

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიულად მკვეთრად მცირდება, დღეისთვის უკვე 3 700 000-ის ფარგლებში მერყეობს. საინტერესოა ის, რომ შობადობის რაოდენობას ბოლო წლებში არ მოუკლია, სამაგიეროდ მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებმაც გადაწყვიტეს გაურკვეველი ვადით, ან სამუდამოდ დატოვონ ქვეყანა. ამის მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობაა. ადამიანები იღებენ უმაღლეს განათლებას, რაშიც ეხარჯებათ არცთუ მცირე თანხა, თუმცა განათლების მიღების შემდეგ უმრავლესი მათგანი უმუშევარი რჩება. უსაქმოდაა დარჩენილი ხელოსანთა უმრავლესობაც, ისინი იძულებულნი არიან საზღვარგარეთ წავიდნენ და თავიანთი შრომით არჩინონ ოჯახები. მართლაც, რომ არა მეზობელი თურქეთი და იქ არსებული სამუშაო ადგილები, დიდი ალბათობით საქართველოში შიმშილობა გამოცხადდებოდა (რა თქმა უნდა ყველასთვის არა). გასაკვირი ისაა, რომ თურქეთში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა 80 მილიონს აჭარბებს, ამას ემატება ლეგალურად თუ არალეგალურად მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ლოგიკური კითხვაა, თუ კი ეს ქვეყანა არა მარტო თავის მოსახლეობას, არამედ სხვა პატარა ქვეყნებსაც ,,არჩენს", ჩვენთან რატომ ვერ მოხერხდა სამი მილიონი ადამიანის უზრუნველყოფა ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით, რატომ არ იქმნება სამუშაო ადგილები, ან რა ემართება სოფლის მეურნეობის დარგს? პასუხი მარტივია _ უპასუხისმგებლობა და ხელისუფლებების მხრიდან გამოვლენილი საოცარი სიხარბე ფულთან დაკავშირებით. როდესაც ლარი გაუფასურდა, მთავრობას მაგალითად მოჰყავდა მეზობელი ქვეყნები, სადაც ასევე ეროვნულმა ვალუტამ ინფლაცია განიცადა. მართლაც თურქეთში სამი წლის წინ ერთი ამერიკული დოლარი თუ 2.3 ან 2.4 ლირას ფასობდა, ახლა მის შესაძენად 3.55 ლირაა საჭირო. მაგრამ, თურქეთის მთავრობას გულზე ხელი არ დაუკრეფია, ფასების ზრდასთან ერთად მოიმატა ხელფასებმა, პენსიებმა. სოფლის მეურნეობაში გადაისროლეს დიდი თანხა, რათა არ მომხდარიყო ამ დარგის შესუსტება, გაუუფასურდა გლეხს ფული, თუმცა მოემატა მისი რაოდენობა, წაგებაში წასვლის ნაცვლად უფრო გაიმაგრა წელი. რაც შეეხება პენსიას, იწყება 1200 ლირიდან და ადის 3800-მდე, ანუ ლარებში 850-დან 2600 მდე გამოდის. პენსია ენიშნებათ სამუშაობის სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე სამუშაოს ეფექტურობიდანაც. პენსია შესაძლოა 40 წლის ადამიანსაც კი დაენიშნოს, თუ საკმარისი სტაჟი აქვს. სწორედ ასეთი დიდი პენსიების და ხელფასების წყალობით ახერხებენ იმას, რომ დაიყენონ ქართველები მომვლელებად, ძიძებად, მოაკრეფინონ ჩაი, თხილი, რაშიც საკმაოდ კარგ თანხას იხდიან, თუმცა რასაკვირველია მათ ბევრად მეტი რჩებათ.


განსაკუთრებით უყვართ ერდოღანი ისტორიულ ლაზეთში, რიზეს პროვინციაში.


ის ბავშობაში თვითონაც კრეფდა თხილს, ჩაის. მან დაუფასა ხალხს შრომა და თავგანწირვა, თავის დროზე დაურიგა მათ გრძელვადიანი (უპროცენტო!) სესხები, მისცა საკმარისი მიწები. ყოველწლიურად იზრდება ჩაის ფასი, ხოლო ერთი კგ თხილი უკვე 16 ლირა ღირს, ანუ 11 ლარი. მაშინ როდესაც, საქართველოში მისი ფასი ლარნახევრამდე თამაშობს და უბედურება ისაა, რომ ისიც არ ბარდება. დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ვიზით გათვალისწინებული 90 დღე არ ჰყოფნის თურქეთში სამუშაოდ და ამის გამო სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. თურქების უმრავლესობას არ სჯერა, როდესაც ქართველები აქაურ პენსიაზე, ხელფასებზე, დაუსაქმებლობაზე უყვებიან. მათი თქმით, როგორ შეიძლება ასე სულერთი იყოს მთავრობისთვის ხალხი... თუმცა ვინც ამ სტატიას კითხულობს, ვიცი მათ ნამდვილად სჯერათ ამ ქართული რეალობის ერთი ამბავია შექმნილი სარფის საბაჟოზე, ზოგი სავაჭროდ, გადადის, ზოგი სამუშაოდ, ზოგიც ბედს მიენდობა ხოლმე., საქართველოში არაფრის იმედად მყოფი თვალდახუჭული მიუყვება გაურკვეველ გზას. შესაძლოა გადამეტებულად გეჩვენოთ აქ მოყვანილი ფაქტები, ამისთვის სულ ხუთი წუთია საჭირო, რათა გადახედოთ საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ხაზს... რა აზრი აქვს სოფლის მეურნეობის დარგად მიჩნევას, თუკი ჩაი გაქვს და ხედ აქცევ, თხილი გაქვს და ყრი, ციტრუსსაც იგივე ბედი ელის. ან თუ დაინტერესდა მთავრობა წელს მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა დაამუშავა საყანე ფართობები? სამაგიეროდ დიდი ხეები და ბამბუკები ხომ გაყიდა ხალხმა...

თორნიკე ჯიჯიეშვილი

მოიწონეთ სტატია