სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა

საკასაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის ოთხი ნოემბრის განჩინება, რომლითაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოქმედ ხელმძღვანელობას დაეკისრა აღასრულოს საკრებულოს ექს-თავმჯდომარის, ამირან გიგინეიშვილის ბრძანება.
საქმე გიგინეიშვილის მიერ 2014 წლის 20 მაისით დათარიღებულ ბრძანებულებას ეხება, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თანამშრომლებისთვის ერთი თვის ხელფასის ოდენობის დანამატის გაცემას ითვალისწინებდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის არ გააჩნია, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება

მოიწონეთ სტატია