რა შემოწირულობები მიიღეს პარტიებმა


2017 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოწირულობა ”ქართულმა ოცნებამ” მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოწირულბის მიხედვით, მეორე ადგილზეა ”ევროპული საქართველო”, მესამე ადგილზე კი ,,გირჩი”.
აღნიშნულ პერიოდში პარტიებმა შემდეგი ოდენობის შემოწირულობა მიიღეს: ”ქართული ოცნება” – 1 278 770 ლარი, ”ევროპული საქართველო” – 167 414 ლარი, ”გირჩი” – 56 116, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 30 000, ”ნაციონალური მოძრაობა” – 24 153, ედპ - 11 699, ”ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – 6000, ”საარჩევნო ფონდი - ალექსანდრე ელისაშვილი” – 3 120.

 

მოიწონეთ სტატია