ტრენინგი „საჯარო სამსახურის კანონის“ შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ტრენინგი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგიჩაიშვილი.
როგორც ტრენერმა განმარტა, 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი რომელიც ძალაში შევა პირველი ივლისიდან.
ტრენინგის მონაწილეებმა (ძირითადად ქალთა კლუბის წევრები იყვნენ) მოისმინეს ინფორმაცია საჯარო სამსახურის არსის, ცნებებისა და პრინციპების შესახებ, გაეცნენ იმ ძირიტად ცვლილებებს, რომელიც კანონის ამოქმედებიდან შევა ძალაში.
ტრენინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ პროექტის „საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ ფარგლებში.
როგორც ტრენინგზე ითქვა, პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით.
დავით გოგიჩაიშვილის თქმით, _ პროექტი საკმაოდ მნიშნველოვანია და ის ყევლა მუნიციპალიტეტს მოიცავს. გურიაში ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ჩატარდება ტრენინგები. პირველ შეხვედრა გამგეობის დარბაზში შედგა, რომელსაც საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. ეს არის მეორე შეხვედრა. კიდევ ერთი არის დაგეგმილი ახალგაზრდებს შორის.

 

მოიწონეთ სტატია