ილია კილაძის ინიციატივით მამათის სკოლას წიგნები გადაეცა

ამ დღეებში მამათის საჯარო სკოლის ბიბილიოთეკის წიგნადი ფონდი 700-მდე წიგნით შეივსო. ბიბლიოთეკა რომ მოსწავლეების გამორჩეულად საყვარელი ადგილია, ბიბლიოთეკარმა მარინა ღლონტმაც დაგვიდასტურა.
სკოლას 2 პერსონალური კომპიუტერი საავტორო უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გოგა კობალაძემ გადასცა საჩუქრად.
სკოლის დირექტორმა, გოჩა ებრალიძემ მადლობა გადაუხადა ეროვნული ბიბილიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს, ილია კილაძეს, და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ სასიკეთო საქმეში.
მოსწავლეებმა საგანგებოდ სტუმრებისთვის ღონისძიება გამართეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და მამათის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ურუშაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიებამ თბილ გარემოში ჩაიარა, დასასრულს ანსამბლ ,,ხელხვავის“ წევრებმა ილია კილაძესთან ერთად სიმღერა შეასრულეს.
ცნობისთვის, ილია კილაძე მამათში დაბადებული და გაზრდილია, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს და პირველი არხის ჟურნალისტია.

 

მოიწონეთ სტატია