რომელ ადგილებში იქნება პარკირება შესაძლებელი ლანჩხუთში

ბოლო ხანებში ქაოსურად გაჩერებულ ავტომობილებს ჩვენს ქალაქში აქტიურად დაინახავთ. თითქმის ყველა დაწესებულების წინ მდებარე ადგილები, რომლითაც ფეხით მოსიარულეები უნდა სარგებობდნენ ათვისებულია და მანქანების ე.წ. სტაიანკად არის ქცეული. უფრო მეტიც, მათი მფლობელები აცხადებენ, ჩემს ტერიტორიაზე რასაც მინდა იმას დავაყენებო. შესაბამისად, ქალაქის ცენტრში ფეხით გადაადგილება ხშირ შემთხვევაში გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ზაფხულში, როდესაც ცენტრალური მაგისტრალი გადატვირთულია.
უკვე ცნობილი ხდება ის ადგილები, რომელიც ჩვენს ქალაქში პარკირებისთვის გამოიყოფა: რესტორანი „ბაბუნა“ და „ტექნოლოგ–სერვისის“ მიმდებარე ტეროტირია; ქალაქ ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია („ჯეოსელის“ ოფისის წინ); ცენტრალური სკვერის მიმდებარე ტერიტორია; უნივერმაღის წინ მიმდებარე ტერიტორია; ე.წ. „თაზოს ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორია; აფთიაქ „პსპ“–ს მიმდებარე ტერიტორია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდებარე ტერიტორია; ყოფილი ჩაის ფაბრიკის წინ მიმდებარე ტერიტორია; ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია; კლინიკა „ავერსის“ გვერდით მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება შშმ პირთა ავტომობილების პარკირებისათვის გათვალისწინებული საცნობარი ნიშანი.
ლანჩხუთი მომრავლებული ტაქსების პარკირებისთვის ქალაქში 3 ადგილია განსაზღვურული: „ტექნობუმის“ წინ; კლინიკა „ჯანმრთელობის“ მიმდებარე ტერიტორია; სუპერმარკეტი „ნიკა“ და „მარგის“ წინ მიმდებარე ტერიტორია.
ავტომანქანების გაჩერების წესი იმოქმედებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. წესის მიხედვით: აკრძალულია ადმინისტრაცული შენობის წინ მდებარე პირველ და მეორე ზოლში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა/გაჩერება ხუთ წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომას; ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე პირველ ზოლში ნებადართულ იქნეს მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის/მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის საკუტრებაში/სარგებლოაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა/გაჩერება; ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მეორე ზოლში ნებადართულია მხოლოდ გამგეობის/საკრებულოს თანამშრომელთა და საკრებულოს წევრთა საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათ დგომა/გაჩერება.

 

მოიწონეთ სტატია