\7 თვის ბავშვი გარეთ ვერ გამომიყვანია, ისეთი მტვერი დგას ირგვლივ!~

რა აქცია გაიმართა დღეს ლანჩხუთში და რაზე შეთანხმდნენ ჩინურ კომპანიასთან
ლანჩხუთში, სარკინიგზო გადასავლელთან ხუთშაბათს საღამოს საათებში რამდენიმე ათეული მოქალაქე შეიკრიბა და იმ მანქანების მოძრაობა გააპროტესტა, რომელიც მშენებარე ავტობანს ემსახურებიან. 
\ამ ჩინელებმა ისედაც მონებად გაგვხადეს და ახლა, საერთოდ აგვიგდეს~ _ აცხადებდნენ შეკრებილები და სპეციალური ზომების მიღებას ითხოვდნენ. 
შეკრებილებმა მიიღეს დაპირება, რომ ყველაფერი მოწესრიდგებოდა და პრობლემები მოგვარდებოდა. ამ დაპირების შესრულების იმედით მოსახლეობა დაიშალა და არც გზის პიკეტირება მომხდარა, მაგრამ პარასკევს დილიდან ისვე ისეთ ტემპში გაგრძელდა ავტომანქანების მოძრაობა, როგორც ეს წინა დღეებში იყო.
მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეიკრიბა და გზა გადაკეტა. 
\გუშინ გვითხრეს, რომ მოგვარებულია თქვენი საკითხიო, ამ დილით ისევ ასე გააგრძელეს. ჩვენ ვიცით, რომ გზაზე მანქანებმა უნდა იაროს, მაგრამ ჩვენი უფლებები არ უნდა შეილახოს. მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი~ _ აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. 
ისინი მძიმე წონიან მანქანებს არ ატარებდნენ, სხვა კი გადაადგილების პრობლემა არ შექმნია.
ხალხთან მალე გამოჩნდა პოლიცია და გზის გახსნა მოთხოვა. 
\ეს გზა არე შეიძლება დაიკეტოს. გასაგებია თქვენი მოთხოვნა, მაგრამ გზის პიკეტირება კანონდარღვევაა~ _ განუცხადეს პოლიციებმა აქციის მონაწილეებს.
\7 თვის ბავშვი გარეთ ვერ გამომიყვანია, ისეთი მტვერი დგას ირგვლივ. ახლა მეუბნებიან, რომ შენი სახლის წინ მანქანა არ დადისო. ეს ტყუილია. მთელი ღამის განმავლობაში დადიან მანქანები და ყურადღებას არავინ გვაქცევს, ~ _ გვითხრა აქციის მონაწილემ.
\აქ ნიშანი იყო თუ რომელი მხრიდან უნდა ევლო ავტომობილებს, მაგრამ ისიც არსად ჩანს. ისედაც მონური ცხოვრება გვაქვს და ეს უბედურება კიდევ ზედ დამატებული. მძღოლებს როცა ვუთხარით, თუ მეორე მხრიდან რატომ არ დადიან, ასე მითხრეს, გზა არის ცუდი და საბურავს ვერ გავაფუჭებო~ _ ესეც აქციის მონაწილის მონათხრობია, რომელმაც ისიც გვითხრა, რომ მანქანები ძალიან მაღალი სიჩქარით დადიან და ირგვლივ ისეთი მტვერია, თვალთახედვა გვიჭირსო.

 


მოსახლეობას ლანჩხუთის პოლიციის უფროსი დავით წულაძე შეხვდა. მან განაცხადა, რომ ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკება შედგებოდა. შეკრებილებს ისიც აუხსნა, რომ ქუჩაზე დააყენებდნენ ამკრძალავ ნიშანს მაღალი სიჩქარით მანქანები ვერ ივლიანო. 
\როცა ამკრძალავი ნიშანი იქნება, პირობას გაძლევთ ვინც დაარღვევს, პირადად დავაჯარიმებ. გზების მორწყვასთან დაკავშირებიტ კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ის აუცილებლად მოხდება. სიჩქარესთან დაკავშირებიტ სპეციალური გადასასვლელელი გაკეთდება და ბუნებრივია, ისიც უზრუნველყოფს სიჩქარის დაკლებას~ _ განუცხადა ლანჩხუთის მთვარამა კოლიცმაისტერმა შეკრებილებს.
აქციის მონაწილეებთან ჩინური კომპანიის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. მათ განაცხადეს, რომ მანქანების კონტროლი მათ ფუნქციებში არ შედის, მაგრამ მოსახლეობის გულისტკივილს მიიტანებენ შესაბამის კომპანიაში და საკიტხი მოგვარდება.
აქციაზე მივიდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე. 
\მინისტრის დონეზე მქონდა საუბარი რამდენიმე დღის წინ. ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც მოსახლეობას სურს. ეს გზა მარტო ჩვენი არ არის, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი მის მშენებლობას. რაც შეეხება ასფალტის საფარის გაფუჭებას. აქ ასფალტი ჩემი გამგებლობის პერიოდში დაიგო, ბევრი ვიწვალე, რომ ეს თანხა მომეძიებინა და გავაკეთე. ნამდვილად არ მესიამოვნება თუ ის გაფუჭდება. და როგორც ვხედავ, უკვე ფუჭდება. 10 დღე მომეცით ვადა და ამ ათ დღეში ეს მოგვარდება. სადაც გზა გაფუჭდება ჩინური კომპანია მას აღადგეს. ამის ვალდებულება აქვთ მათ. ასევე მოხდება გზების მორწყვა, რათა მტვერმა არ შეგაწუხოთ. სიჩქარის დაკლებასაც შევძლებთ. ასე რომ, ის საკითხები, რაც თქვენ გაწუხებთ მოგვარებადიაო. ახლა კი გთხოვთ, მანქანებს მოძრაობის საშუალება მივცეთ და სახლებში წახვიდეთ~ _ მიმართა ბატონმა ზაზამ შეკრებილებს.
აქციის მონაწილეებმა გამგებლის წინაშე საყანე ფართობის პრობლემა ახსენეს: \ეს გზა გასაგებია, მაგრამ აქედან ნახევარ კილომეტრში უფრო ცუდ მდგომარეობა გვაქვს. ჩინური კომპანია უკვე შემოსულია საყანე ფართობებში და ხალხი ყანების დახვნას ვერ ახეხრხებს, რადგან საქონლისგან ტერიტორიის დაცვა შეუძლებელი იქნება. 60 მეტრი ღობე აღებულია და იქედან ყველა ძროხა თუ სხვა პირუტყვი ფართობებს შეესევა. ხალხი მშიერი დარჩება.~
\ორშაბათს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩამოვლენ ჩემთან და ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ მათ წინაშე. კარგი ქენით, რომ საქმის კურსში ჩამაყენეთ, აუცილებლად მოვიკვლევ ამ თემას~ _ განუცხადა შეკრებილებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
აქცია იმ იმედით დაიშალა, რომ საკითხები დროულად მოგვარდება. 
\იმფერი სიტყვები გვითხრეს, რომ არ დაიჯერო ძნელია. მარა აქვე ვაფრთხილებთ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, აქცია უფრო მასშტაბური იქნება და ეს არავის მოეწონება.~ _ განაცხადეს შეკრებილებმა.


 

მოიწონეთ სტატია