რა საკითხები განიხილეს გასულ შაბათს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში

ბოლო წლებია გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ირგვლივ არაერთი ხმაურიანი ფაქტი მოხდა. ბოლო აკორდი დავით მუჯირი (უფროსი) არჩევა გახლდათ ფედერაციის თავკაცად. არჩევნების ლანჩხუთში ჩატარებას ელოდნენ და ის გურიის სატახტო ქალაქში შედგა. ოზურგეთში ჩატარებული არჩევნები მაშინ ოფიციალურმა ლანჩხუთმაც გააპროტესტა, მართალია მუჯირის კანდიდატურას ყველა უჭერდა მხარს, მაგრამ ლანჩხუთში ჩასატარებელის, ოზურგეთში ჩატარება აღმოჩნდა დაპირისპირების მიზეზი. შემდგომ გაირკვა, რომ უფრო წინ აპირებდნენ წასვლას და ფედერაციის ოფისის ოზურგეთში გადატანა დაუგეგმავთ.
ისე აღმოჩნდა, რომ მუჯირი არასწორად იყო არჩეული და ვერც ოფისი გადავიდოდა ლანჩხუთიდან სხვაგან. რამდენიმე დღის შემდეგ, მუჯირი თავიდან იქნა არჩეული პრეზიდენტად, ხოლო ფედერაცია საბოლოოდ (ყოველი შემთხვევისთვის ამ ეტაპზე) ლანჩხუთში დარჩა.
საერთოდ, ბოლო წლების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლანჩხუთიდან ფედერაციის გატანის მსურველები მრავლად გამოჩნდებიან ხოლმე. მართალია, მის არსებობას ჩვენს მუნიციპალიტეტში უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა, მაგრამ რაც ჩვენი რაიონის მესვეურების მიერ წლების წინ გაკეთდა და შეიქმნა, იმისი ასე მარტივად წართმევაც ძალიან მძიმეა.
გასულ შაბათს ლანჩხუთში, ახლადდაფუძნებული გურიის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელსაც გრფფს პრეზიდენტი დავით მუჯირი უძღვებოდა, აღმასკომის უკლებლივ ყველა წევრი ესწრებოდა. დღის წესრიგი სამი საკითხით განისაზღვრა. პირველ საკითხად აღმასკომმა გრფფს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ჩოხატურის ბახმაროს წარმომადგენლის ბენია თავბერიძის კანდიდატურა განხილა, რომელსაც ერთხამდ დაუჭირეს მხარი. მეორე საკითხი განერალური მდივნის არჩევას მიეძღვნა და აღმასკომის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, იგი ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა და ბავშვთა საფეხბურთო კლუბის დირექტორის მოადგილემ თემურ ალექსაიამ დაიკავა.
პირველმა სხდომამ ცხადყო, რომ გრფფ–ში მმართველი გუნდი მთლიანად შეიცვალა.

 

მოიწონეთ სტატია