რა ღონისძიებებია დაგეგმილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩვენს მუნიციპალიტეტში დღეიდან დაიწყება. მუნიციპაპიტეტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ის გრაფიკი გამოქვეყნდა, რომელიც დამოუკიდებლობის 99–ე წლისთავთან დაკავშირებიტ არის დაგეგმილი ლანჩხუთში:
25 მაისი
 14:00 საათი _ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება ღონისძიება - „ჩვენ ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს“;
 16:00 საათი - თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში გაიმართება ვიქტორინა;
26 მაისი
 11:00 საათი- სპორტული აქტივობები (შეჯიბრი მკლავჭიდში, ბაგირის გადაზიდვა, ნარდის ჩემპიონატი, ჭადრაკი სამ ასაკობრივ ჯგუფებს შორის, კარატეს საჩვენებელი გამოსვლა, ჩოგბურთი);
 12:00 საათი - ნოე ჟორდანიას ძეგლის შემკობა;
 12:30 საათი - სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა თემაზე _„ ჩვენ ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს“;
 14:00 საათი_ ღია ცის ქვეშ თეატრალური დასის წევრები წაიკითხავენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან“;
 16:00 საათი _ საზეიმო კონცერტი;

მოიწონეთ სტატია