"გურიამ" ფრედ ითამაშა

19/05 ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე
გურია 3:3 ზუგდიდი

1:0 სანდრო ბახია 2"
1:1 გიორგი ბულია 14"
2:1 ვალიკო ტყემალაძე 30"
2:2 გიორგი ბულია 32"
3:2 ნიკა ლაშხია 57"
3:3 დათო მეგრელიშვილი 79"

გურია: 99. ირაკლი ხვედელიძე; 3. ალექსი ბენაშვილი; 4. დათო მეგრელიშვილი; 5. სოსო მალანია (14. ლევან შარიქაძე, 46"); 6. ლაშა კოტრიკაძე; 7. ალექსანდრე შენგელია; 8. ნოდარ კიკნაველიძე; 9. ზაურ გოგუაძე; 13. სანდრო ბახია; 16. ლუკას დე ოლივეირა (10. ზაია სარიგზადე, 62"); 19. ვალიკო ტყემალაძე
სათადარიგოები: 23. ლაშა ძაგანია; 11. ნიკა ნარიაშვილი; 15. დავით მოსიძე; 17. ვახტანგ კვარაცხელია; 18. ლაშა ლაბაძე
მთ. მწვრთნელი: გია გურული

ზუგდიდი: 1. შოთა მამინაშვილი; 2. თამაზ აკობია; 3. იური გოლუბკა (16. ლაშა კუკავა, 81"); 4. ლევან აკობია; 6. ცოტნე სამუშია; 7. გიორგი ბულია (11. მამუკა ჭკადუა, 74"); 14. გიორგი ხუბუა; 15. ბაკურ გაბედავა; 17. ნიკა ქირია (5. ზურაბ მალანია, 64"); 20. ნიკა ლაშხია; 21. ირაკლი ჟვანია
სათადარიგოები: 19. ვახტანგ ჯომიდავა; 8. გიორგი მალანია; 9. გიგა ძაძუა; 13. ხვიჩა ბუკია
მთ. მწვრთნელი: მამუკა ჭაჭუა

მსაჯები: გ. ავაზაშვილი; ს. ელიკაშვილი, კ. კახაბერი; კ. გიორგაძე

"გურიამ" მორიგი საშინაო შეხვედრა "ზუგდიდთან" გამართა. მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა, მაყურებელმა 6 გოლი იხილა, მაგრამ, სამწუხაროდ, უპირობო აუტსაიდერთან მოგება ვერ მოვახერხეთ.

არადა, ჩვენებურებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს - უკვე მე-2 წუთზე, მეტოქის მცველების შეცდომა სანდრო ბახიამ გამოიყენა, კარისკენ გაიჭრა და საჯარიმოში შესულმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

პირველ ტაიმში "გურიამ" მეორეც გაიტანა, სტუმართა უკანახაზელები ამჯერად ალექსი ბენაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეცდნენ და ვალიკო ტყემალაძემ "გურიაში" გოლების ანგარიში გახსნა.

ჩვენებურთა ორივე გოლს ზუგდიდელმა გიორგი ბულიამ უპასუხა - პირველად ჩვენმა მცველებმა ვერ დააზღვიეს მეკარე, რომელმაც რთული დარტყმა მოიგერია, მეორედ კი უკვე თავზე გადაუგდო ბურთი.

ისევე, როგორც 57-ე წუთზე ნიკა ლაშხიამ - პირველ ტაიმში ორჯერ წინგასული "გურია" უკვე ანგარიშში ჩამორჩა, ეს მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობაც მასპინძელთა მხარეს იყო და უფრო ხარისხიანადაც ვუტევდით.

ამ შეტევებმა მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ისევ ბენაშვილის შესრულებული "სტანდარტი" დათო მეგრელიშვილმა თავურით კარში გადაგზავნა, 3:3.

ბოლო წუთებში "გურიამ" შტურმი მოაწყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.


მოიწონეთ სტატია