გურიამ როგორც იქნა მოიგო

ლანჩხუთის გურიამ მოუგებელი თამაშების სერია შეწყვიტა. ევგრაფ შევარდნაძეზე გურულებმა ტყიბულის მეშახტე მიიღეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

 

მატჩის ერთადერთი გოლი კამერუნელმა ლეგიონერმა გაიტანა. გურიამ ამ მოგებით 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გურიას დარი ქულები კიდევ რამდენიმე გუნდს აქვს და შესაძლოა მომდევნო ტურში ჩვენმა გუნდა საურნირო ცხრილში უფრო ზემოთ წაიწიოს. ამისთვის კი ზეგ, 13 მაისს წყალტუბოში სამგურალთან მოგებაა საჭირო. 


 

მოიწონეთ სტატია