თავსატეხი ფაროსანასთან საბრძოლველად

ესღა გვაკლდა!!!
მას შემდეგ, რაც ლანჩხუთს აზიურმა ფაროსანამ შემოუტია (ე.წ. სუნიანმა მავნებელმა) ხელისუფლებამ ღონისძიებების გატარება გადაწყვიტა. ეს პრობლემა მარტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არ აწუხებს და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. უკვე ცნობილია, რომ მოხდება ტერიტორიების მასიური შეწამვლა და ფიქრობენ, რომ ამით პრობლემა მოგვარდება.
ლანჩხუთელ `ნაციონალთა~ ლიდერი კახა ასკურავა ამბობს, რომ ის პრეპარატი, რომლითაც იგეგმება შეწამვლა დამღუპველია. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები გადმოგვცა, სადაც საუბარია ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატ `ბიფეტრინის~ გამოყენებაზე.
`მე ამას, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი კი არ ვამბობ, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე. განგაშის ზარებია შემოსაკრავი. ეს რაა? ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე აპირებთ მავნებლებთან ბრძოლას? ამის თაობაზე მოსახლეობამ იცის, თუ რა რისკების შემცველია აღნიშნული პრეპარატით შეწამვლა? გურია, რომელიც ისედაც მაღალი რისკის კატეგორიაში გადის სიმსივნით დაავადების თვალსაზრისით?! კატეგორიულად მოვითხოვთ მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება სანამ გადაწყვეტთ დაიწყოთ სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფებს არ შემოვუშვებთ სოფლებში! ჯერ შეეკითხეთ მოსახლეობას მავნებელის განადგურებაა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი თუ მისი სიცოცხლე, რომელსაც საფრთხე შეექმნება?!~ _ ამბობს ასკურავა.
გამოცემულ რეკომენდაციებში ვკითხულობთ: თხილზე `ბიფეტრინის~ გამოყენების რისკები _ რისკი თევზებისათვის, რისკი ფუტკრებისათვის, რისკი წიწილებისათვის, რისკი ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალებისათვის, ძალიან ტოქსიკურია კატებისათვის, ნიადაგში დიდი ხნით, 8 თვემდე რჩება და კლავს სასარგებლო ჭიაყელებს. ადამიანის ჯანმრთელობის რისკები შეწამვლისას _ მოკლევადიანი შეწამვლისას მოსალოდნელია: ხახის და ფილტვების გაღიზიანება, თვალების გაღიზიანება და წვა, კანის გაღიზიანება და წვა, დიდი რაოდენობითY ინჰალაციამ ან გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. განმეორებით გამოყენებისას შესაძლებელია: კიბო, ჰორმონების არევა, ბავშვებში განვითარებასთან დაკავშირებით პრობლემები, კანის შიმშრალე და დასკდომა, ბიოაკუმულაცია საკვებში.
`ეს ამონარიდი არის ერთი მოკლე მონაკვეთი იმ ინფორმაციიდან რა საფრთხეების შემცველია აღნიშნული საწამლავი, მითუმეტეს, რომ ის მოტივი თითქოს შარშან თხილის განადგურებაში `აზიურ ფაროსანებს~ მიუძღვის ყველაზე დიდი ბრალი არ შეესაბამება სიმართლეს (არ არის დადგენილი),~ _ დასძინა ჩვენთან საუბარში ბატონი ასკურავამ.
პრეპარატის მიერ მოსალოდნელ ზიანზე საუბრობს საკრებულოს წევრი, ექიმი დავით ჩხარტიშვილიც: `ახლა შემოვიდა პრეპარატი, რომელსაც მოჰყვა ამერიკელი ინსტრუქტორი და გაგიჟდა ის ადამიანი _ როგორ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება თქვენ რეალობაშიო, კანცეროგენულია ეს წამალი, რომელიც საზიანოა როგორც ადამიანებისათვის, ასევე შინაური პირუტყვისთვის. იქ, სადაც ეს წამალი აპრობირებულია, ნაკვეთები 30 კილომეტრით აქვთ დაშორებული, ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს...~

 


 

მოიწონეთ სტატია