მამა–შვილი სხვადასხვა გუნდში და \სტარიკების~ ტრიუმფი

შარშანწინ, ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, \ოქროს უბნელებმა~ საფეხბურთო პაექრობა გადაწყვიტეს ერთმანეთში. გული რომ არავის \დასწყვეტოდა~, ცოლიანებად და უცოლოებად გაიყვნენ და ყოფილი ინტერნატის ეზოში მდებარე სტადიონზე \სამკვდრო–სასიცოცხლოდ~ ეკვეთნენ ერთურთს. მაშინ, ბოლო წამებზე გატანილმა გოლმა მატჩის ძირითადი დრო ფრედ დაასრულა, ხოლო \საფეხბურთო ლატარიაში~ უცოლებმა აჯობეს ცოლიანებს. ამჯერად \ოქროს უბნელებმა~ გაყოფის წესი შეცვალეს და გუნდები შემდეგი წესით დაკომპლექტდა: 23 წელს ქვემოთ და 23 წელს ზემოთ. \ლეგიონერებიც~ მოიხმეს, ზოგი თბილისიდან ჩამოვიდა \ჩარტერული~ რეისით, ზოგიც კიდევ მზიური აჭარიდან.
მოკლედ, წინდაწინ ეტყობოდა, რომ \ბრძოლაი საკვირველი~ გარდაუვალი იყო და კვირას, 26 მარტს, 14:30 საათზე გვიმბალაურში მდებარე სტადიონზე შეიკრიბნენ, როგორც ფეხბურთელები, ასევე ქომაგები.
მანამდე იყო წინა მატჩის გახსენება და მსჯელობა, ამჯერად ვინ გაეცილებინათ \დიდი ფეხბურთიდან~. პირველ მატჩი მანასე ჩერქეზია \გაუშვეს~ ფეხბურთიდან, ამჯერად კი შეთანხმება ვერ შედგა.
ის ყო მთავარმა არბიტრმა მოთამაშეებს მოედნის შუაგულში უხმო, რომ აღმოაჩინეს, წამზომი და სასტვენი არ ჰქონდათ. თბილისიდან სათამაშოდ ჩამოსული მიტო ჩხაიძე \იმერეთის~ ბაზარში ელვარდი მოდებაძესთან აფრინეს და რამდენიმე წუთში \სვისტოკდამშვენებული~ \ლეგიონერი~ მომლოდინე მობურთალებს შეუერთდა.
15:03 წუთზე მსაჯმა დამსწრე საზოგადოებას ამცნო რომ მატჩი დაიწყო.
ხან ერთი გუნდი უტევდა, ხან მეორე. \სტარიკების~ გუნდში ხშირი იყო შეცვლები, ზოგის ღიპმა ვერ გაუძლო ამდენ ფიზიკურ დატვირთვას, ზოგიც კიდევ ისეთ ილეთებს აკეთებდა მინდორზე, რომ თავად ხდებოდა შესაცვლელი. ასე იყო თუ ისე, სერგო მოდებაძემ პირველი ტაიმის მიწურულს მოხდენილად გაისროლა და უფროსები დააწინაურა. შესვენებაზეც ასე გავიდნენ.
უმცროსებამ 10 წუთიანი შესვენება გააპროტესტეს, ამდენი რა საჭიროა, ბორშჩის საჭმელად ხომ არ მიდიანო. აქეთ უფროსები ამბობდნენ, _ პაწა თვარ დევისვენეთ, სული გაგვძრებაო.
დაიწყო მეორე ტაიმი და უმცროსებმა ლამაზი კომბინაციით თითქმის ცარიელ კართან მიაწოდეთ გიორგი ხუხუნაიშვილს (პელეს) და მანაც ანგარიში გაათანაბრა.
აქედან დაიწყო მთავარი დაძაბულობა მოედანზე, ისმოდა ძმების: გოგა და გურამ ჩხაიძეების შეძახილები; საინტერესო სანახავი იყო მამა–შვილის: გია და ამიკო ესაკიების დაპირისპირება. ისინი სხვადასხვა გუნდის ღირსებას იცავდნენ... განსაკუთრებული \აგრესიით~ დავით პატარაია გამოირჩეოდა. \წრუწუნამ~ ვისაც \კვანტი დაუდო~, ყველა შესაცვლელი გახდა. ამ ყველაფრის კულმინაცია კი გახლდათ მოედანზე მანასე ჩერქეზიას გამოჩენა. შარშანწინ ფეხბურთიდან ოფიციალურად გაცილებულმა მანასემ მოედანზე შესვლა ითხოვა და ასეც მოხდა. \მიდი მანასე, შენ ჩვენი როჟე მილა ხარ~ _ იძახდა ქომაგთა ფრთმა.
ამასობაში სერგო მოდებაძემ კიდევ ერთხელ გაისროლა მეტოქის კარისკენ და უფროსები დააწინაურა _ 2:1.
აქ კი უფროსებმა ხვეწმა დაუწყეს მატჩის არბიტრს, პაწე ადრე დაასრულეო, ხოლო უმცროსებმა დრო დაამატე, ვერ ხედავ ნახევარი თამაში მიწაზე ფორთხავენ და დრო გაყავთო.
მოკლედ, 2 წუთით გაზრდილი მეორე ტაიმი დასრულდა და უფროსებმა გაიმარჯვეს, მართალია მატჩის მიწურულს 11–ს ნაცვლად 12 თამაშობდა მათ მხარეს, მაგრამ ასაკის გამო \სტარიკებს~ ეპატიებათ.
მესამე ტაიმი გოგა ჩხაიძისას გაიმართა, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა. ერთი განსხვავებით _ ფოიერვერკი არავის უსვრია.

 


 

მოიწონეთ სტატია