რა წერია ეთიკის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში

რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ იმსჯელეს. კომისიის წევრებმა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უარყოფად შეაფასეს.
\ჰო და არას~ კომისიის თავკაცმა, რომან ბიწაძემ ის დასკვნა მოაწოდა, რომელიც სხდომის დასრულების შემდეგ დაიწერა.
დასკვნაში საუბარია 2015 წლის მიწურულს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კომისიამ მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტს: \2015წლის 21 დეკემბერს კომისიამ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება და მხარი არ დაუჭირა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, რადგან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 და 2015 წლების ბიუჯეტების არ შესრულებების ტრადიციად ჩამოყალიბებული ტენდენცია საფუძვლიანად გვაფიქრებინებდა, რომ 2016 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ხელოვნურად გაზრდილი საშემოსავლო ნაწილი ვერ შესრულდებოდა~.
როგორც ბატონი რომანი ამბობს, _ \სამწუხაროდ კომისიის ეჭვები გამართლდა მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის დეკემბრის თვეში რამდენჯერმე შემცირდა საანგარიშო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი, უფრო მეტიც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გარანტირებული შემოსულობების სახით ჩამოგვირიცხა 250 ათასი ლარი, ბიუჯეტი მაინც ვერ შესრულდა~.
~ გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან 2016 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შეიძლება შეფასდეს უარყოფითად. მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი შეფასებისას ლეგიტიმური კითხვები ჩნდება გამგებლისადმი ნდობის, ან პირიქით უნდობლობისადმი, კომისიას მიზაშეწონილად მიაჩნია კომისიის წევრების მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასება მოხდეს საკრებულოს სხდომაზე თავისუფალ რეჟიმში.~ _ ნათქვამია ჩვენთვის მოწოდებულ წერილში.

 


 

მოიწონეთ სტატია