`სტიქიაში ჩარჩენილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილება, ანუ გამგეობა სტიქიიდან სტიქიამდე~

`ჰო და არას~ 22 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუს რომან ბიწაძესთან გამგეობის პრესსამსახური გამოეხმაურა, რასაც უკვე ბიწაძის პასუხი მოჰყვა:
_ ჩემს ინტერვიუს გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილების სრულიად არადეკვატური პასუხი მოყვა. მართალი გითხრათ, სხვას არც მოველოდი, რადგან მათ საფუძვლიანი და ობიექტური ოპონირებისათვის ხელთ არანაირი ფაქტობრივი მასალა არ გააჩნიათ და ცდილობენ `ზერელობით~ და `მცონარობით~ შეცდომაში შეიყვანონ მკითხველი და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. არაერთგზის მითქვამს და ვიმეორებ _ `შევადაროთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი და ლანჩხუთი. იქ მოსახლეობა ნაკლებია, ბიუჯეტიც ასევე, თუმცა ბევრად მეტია გაკეთებული სოციალური კუთხით, ინფრასტრუქტურული კუთხითაც და კეთილმოწყობის მხრითაც, ანუ რა გამოდის, იქაური ხელმძღვანელობა გაცილებით რაციონალურად ხარჯავს თანხას და რესურსებს“. დავიჯერო ზემოდასახელებულმა სამსახურმა არ იცის რას ნიშნავს რესურსების რაციონალური ხარჯვა, ფინანსების ყაირათიანად მართვა და რენტაბელურობა? სხვა შემთხვევაში კარგად უნდა გაეგოთ `კუთხითაც“ და `მხრივაც“ სიტყვებში `ც“-ს მნიშვნელობას.
მოკლედ, არასოდეს მითქვამს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ლანჩხუთისათზე მეტიაო, არადა ოპონენტებმა საკითხი ისე წარმოაჩინეს თითქოს მე ასეთი რამ დავწერე, ან ვთქვი და მიზანმიმართულებით აქცენტირებას აკეთებენ სტიქიის სალიკვიდაციოთ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე. ოპონენტებს შევახსენებ, ბიუჯეტი არის თვითმმართველობის წინასწარ განსაზღვრული გეგმა, რომელიც გულისხმობს აღებული ვალდებულებების შესასრულებლად მობილიზებული შემოსავლის ხარჯვას. საინტერესოა, წინასწარ განსაზღვრული გეგმაში, როგორ უნდა აისახოს მცირე ალბათობით მოსალოდნელი სტიქიის სახე, ადგილმდებარეობა, სიძლიერე და ასე შემდეგ? კაკულია თუ არა მოკაკულიო მაინც უნდა იყო ეს, რომ შეძლო! ხოდა ჩვენო მოკაკულიებო, მანამ საბიუჯეტო საკითხებზე ჩვენთან ოპონირებას გადაწყვეტთ გირჩევთ კარგად წაიკითხოთ ჩემი დაწერილი და საბიუჯეტო კანონმდებლობაც. იქნებ საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილებამ საზოგადოებას პრესის საშუალებით აუხსნას, თუ რატომ დაირღვა ორგანული კანონი და რატომ არ გამოქვეყნდა პრესის ფურცელზე საზოგადოებისთვის გასაცნობათ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი. იმიტომ ხომ არა, რომ შესაბამისი თანხა არ იყო ბიუჯეტში?
,,დურუს, რომ ესვრით ის კაცები ხართ თქვენ“, უკაცრავად, თქვენ ის ხალხი ხართ ბავშვებისთვის წართმეულ კანფეტებს ფეხბურთელებს, რომ აჭმევთ. იქნებ ამის თაობაზე მოუთხროთ მოსახლეობას! არ დავღლი მკითხველს იმ უზუსტობების და შეცდომების ჩამოთვლით, რომელიც სტიქიაში ჩარჩენილ მოკაკულიებს საპასუხო წერილში უხვად ,,გაეპარათ“. ოპონენტების წერილით ირკვევა, რომ გამგეობა სტიქიიდან სტიქიამდე ცხოვრობს დაახლოებით ისე, როგორც ოკეანიის ზოგიერთი ჯუჯა სახელმწიფო. დიახ, არიან დასახელებულ ზონაში სახელმწიფოები, რომლის მოსახლეობა წამოწოლილია მხართეძოზე და ელოდება სტიქიას ცუნამისა და სხვა სახით, რომ შემდგომ მთელმა მსოფლიომ დახმარების ხელი გაუწიოს. მოკლედ `ქარი და თოვლი თუა და ქვეყანა ინგრევა შენ რა გიხარია“-ს არ იყოს ასეა ჩვენი გამგეობის მოკაკულიების საქმე. გირჩევთ გაისუსოთ. სუს-მა არ გაგიგოთ, თორემ ხომ ვიცი რაც ერთი წლის მანძილზე არ დაგიწერიათ, იმას ერთ საათში დაწერთ.
 
 

მოიწონეთ სტატია