პატარა მოჭიდავეებმა წელი წარმატებით დაიწყეს

26 თებერვალს ქალაქ ოზურგეთში სპორტული სკოლის საჭიდაო დარბაზ \ამირანში~ გაიმართა გურიის რეგიონში 2003–2005 წლებში დაბადებულ მოჭიდავეთა შეჯიბრება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს ზემოთ თქმულ წლებში დაბადებულთა შორის საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატი პირველად იმართება და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენებურების გამოსვლას აღნიშნულ ტურნირზე. ამასათან ერთად ბოსნია–ჰერცეგოვინაში დაგეგმილია ევროპის პირველობა და ჩვენი საუკეთესოები ქვეყნის ღირსებას დაიცავენ კონტინენტის ჩემპიონატზე.

ლანჩხუთიდან სულ 8 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას ოზურგეთში გამართულ ტურნირზე. სხვებიც იყვნენ მიწვეულები, მაგრამ ტრამვებისა თუ სხვა მიზეზთან გამო მათი გამგზავრება ვერ მოხერხდა რეგიონის მთავარ ქალაქში.

ზაზა თევზაძე (მწვრთნელი თემურ მარშანიშვილი), გიორგი, ზურაბ იაშვილები, თამაზ ღლონტი, ოთარ ჯანელიძე, ანრი თურმანიძე, ლუკა ლომაძე, ლუკა ჭყონია (მწვრთნელები: დავით მჟავია და გოჩა ლომაძე) _ ეს ის ყმაწვილები არიან, რომლებმაც ლანჩხუთის სპორტული ცენტრის (დირექტორი გაგა იმნაიშვილი) სახელით იასპარეზეს.

ჩვენებურთა ერთ–ერთი მწვრთნელის, დავით მჟავიას თქმით, _ მიუხედავად შემცირებული შემადგენლობისა, სპორტსმენებმა კარგად იასპარეზეს და 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

ჩემპიონები გახდნენ: თამაზ ღლონტი (32 კგ), რომელმაც ყველა მეტოქეს აშკარა უპირატესობით აჯობა; საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლებში მოიპოვა ჩემპიონობა 35 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა ლომაძე (ლუკა 11 წლისაც არ არის და ეს ორმხრივად სასიამოვნო ფაქტია); მესამე ოქროს მედალი ჩვენებურთაგან ლუკა ჭყონიამ (59 კგ.) დაიმსახურა, რომელმაც ფინალურ შეჯიბრში ოზურგეთელი სპორტსმენი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლები: ზაზა თევზაძემ (26 კგ), გიორგი იაშვილმა (29 კგ), და ოთარ ჯანელიძემ (35 კგ) მოიპოვეს.

ბატონი დავითის თქმით, მომდევნო შეჯიბრება მარტის ბოლოს გაიმართება უფროსი ასაკის ჭაბუკებს შორის, მანამდე კი ლანჩხუთელი ფალავნელი ბაკურიანში გაივლიან საწვრთნელ შეკრებას.

\სამწუხაროდ, ფინანსების სიმცირის გამო ბაკურიანში მცირე კონტიგენტით მოგვიწევს გამგზავრება. არადა, ეს იყო უნიკალური შანსი ჩვენი ბიჭებისათვის. მათ ექნებოდათ საშუალება ნაკრების წევრებთან ერთად გაევლოთ შეკრება და მიეღოთ დიდი გამოცდილება~ _ გვითხრა ჩვენებურთა მწვრთნელმა.


მოიწონეთ სტატია