ნინო წილოსანმა გურიაში ახალი პროექტის - `მისწერე წერილი მაჟორიტარს~ პრეზენტაცია გამართა

ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი 25 თებერვალს გურიაში იმყოფებოდა, სადაც დღის განმავლობაში დეპუტატმა რამდენიმე შეხვედრა გამართა და სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო.
პროექტის `მისწერე წერილი მაჟორიტარს~ ფარგლებში, ამომრჩეველთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით ლანჩხუთის და ჩოხატაურის ყველა თემში და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში განთავსდა საფოსტო ყუთები, წარწერით `მისწერე წერილი მაჟორიტარს~.
`ეს პროექტი საშუალებას მისცემს რეგიონის მაცხოვრებლებს თავიანთი წინადადებები თუ პრობლემები წერილების სახით მოიტანონ ჩემამდე. მზად ვარ პირადად გავეცნო რეგიონში არსებულ ყველა პრობლემასა და თითოეული ადამიანის ხედვას რაიონის და სოფლის განვითარების კუთხით. მე და ჩემი ბიუროს წარმომადგენლები სისტემატიურად გავეცნობით ამ წერილებს და შევეცდებით არც ერთი არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე. რა თქმა უნდა ყველა საკითხის ერთბაშად მოგვარება ვერ მოხერხდება, მაგრამ იმისთვის რომ სრული წარმოდგენა მქონდეს ჩემს მაჟორიტარ ოლქში არსებულ სიტუაციაზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მაქსიმალურად ვიყო ინფორმირებული იქ არსებულ ყველა პრობლემაზე. რა თქმა უნდა, კვლავაც აქტიურად გავაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, სატელეფონო თუ ონლაინ ჩართვებს, მაგრამ ამ პროექტით საშუალება მომეცემა უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო ადგილობრივი მოსახლეობისგან და უფრო ოპერატიულად მოვახდინო რეაგირება თითოეულ მათგანზე~, - განაცხადა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
`საფოსტო ყუთების დადგა რეგიონში არის საუკეთესო საშუალება, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა დეპუტატს. სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს საშუალება მივიდეს ბიუროში, ან პირადად შეხვდეს დეპუტატს, ამიტომ წერილობითი ფორმა ეს არის საუკეთესო საშუალება მასთან ურთიერთობის. ჩვენც უფრო კარგად, საფუძვლიანად ჩამოვაყალიბებთ იმ პრობლემებს, სურვილებს თუ წინადადებებს, რაც გვინდა გავაგებინოთ ჩვენს დეპუტატს, შემდგომ ეს დამუშავდება და ქალბატონი ნინო თითოეულ წერილს შეისწავლის. დარწმუნებული ვარ ეს პროექტი პრაქტიკაში გაამართლებს“ _ აღნიშნავს ლანჩხუთის მკვიდრი ელიკო იმნაძე.
იმავე დღეს, ნინო წილოსანი, ლანჩხუთის სპორტის მუზეუმს ეწვია და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა. მისი თქმით, სპორტი ლანჩხუთის რეგიონის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, რომელსაც ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
დეპუტატის თქმით, იგი ამ მიმართულებითაც აქტიურად აპირებს მუშაობას.
ვიზიტის ფარგლებში დეპუტატი ოზურგეთის რაიონის, სოფელ ძიმითის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივ მოსახლეობას მოუსმინა. როგორც წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სოფელში აქტუალურია მეწყერისგან დაზარალებულების პრობლემა და აპირებს ამ საკითხის მოგვარებაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან და ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად თავადაც აქტიურად ჩაერთოს.
ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარმა ჩოხატაურში არსებული 112-ის სამსახური და `დღის სახლი~ მოინახულა და იქ არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.
`ვნახე თუ რა მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა 112-ის თანამშრომლებს, ვგულისხმობ მოუწესრიგებენ ინფრასტრუქტურას, რომელიც არ იძლევა შესაბამისად მუშაობის საშუალებას. აუცილებლად მოვახდენ კოორდინაციას ჯანდაცვის მინისტრთან და ვეცდები მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოვაგვარო ეს პრობლემა. რაც შეეხება `დღის ცენტრს“, აქ გარდა ინფრასტრუქტურული მდგომარებისა დგას ტრანსპორტის პრობლემაც, რის გამოც ყველა შშმ ბავშვის ცენტრში მოყვანა ვერ ხერხდება. მაქსიმალურად სწრაფად ვეცდები ამ პრობლემის მოგვარებას და აღნიშნული საკითხების მოგვარებაში ჩემს წვლილს შევიტან“, _ განაცხადა დეპუტატმა შეხვედრის დასასრულს.

 R


 

მოიწონეთ სტატია