`ჰო და არას~ წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს ლანჩხუთის გამგეობა პასუხობს!

`ჰო და არას~ წინა ნომერში გამოქვეყნდა სკანდალური ინტერვიუ ლანჩხუთის საკრებულოს წევრ რომან ბიწაძესთან (`ლანჩხუთის დღევანდელ მმართველობას ფორმალური ან არაფორმალური ჰქვია, ან საერთოდ რამეს ჰგავს...~), რომელშიც ოპოზციონერი ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს. `მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, დიახ, მეც ვიყავი ამ გუნდის წევრი. მოდი, შევადაროთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი და ლანჩხუთი. იქ მოსახლეობა ნაკლებია, ბიუჯეტიც ასევე, თუმცა ბევრად მეტია გაკეთებული სოციალური, კეთილმოწყობის და ინფრასფრუქტურის მხრივაც...~ _ აცხადებდა ინტერვიუში ბიწაძე.
მისი განცხადებების საპასუხოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა `ჰო და არას~ საპასუხო წერილი გადმოუგზავნა:
`გვინდა განვმარტოთ, რომ სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მშნებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 საბავშვო ბაღს, მუნიციპალიტეტში აშენდება 5 ახალი საბავშვო ბაღი (ჯურუყვეთში, ღრმაღელეში, ქვიანში, გაგურსა და მაჩხვარეთში). ამჟამად ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ლესასა და ნიგოითში, სრული რეაბილიტაცია უტარდება შუხუთის საბავშვო ბაღს. ბაღები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. პედიატრებთან ერთად შემუშავებულია კვების რაციონი, რითაც არაერთი სამადლობელი მიგვიღია მშობლებისაგან. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოასფალტდა თითქმის ყველა ქუჩა ქალაქის ტერიტორიაზე. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების რეაბილიტაციას, დაიგება ტროტუარები, ბორდიულები, მოეწყობა პანდუსები, უკვე გაკეთდა ავტოსადგომი, რომელიც ვფიქრობთ, დროული და აუცილებელი იყო, კეთილმოეწყობა გაზონები და და ა.შ. ქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია და ამასთან დაკავშირებით გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ის ხარვეზები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქსირდება გათვალისწინებული იქნება და არავინ ჩაიბარებს პროექტს მანამ, სანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ იქნება შესრულებული.~ _ აღნიშნულია გამგეობის მიერ გამოგზავნილ წერილში.
ასევე საუბარია იმაზე, რომ მარტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლო წლებში 12 მლნ 555 232 ლარია გამოყოფილი, რომლებიც ნაპირსამაგრი სამუშაოების, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს, გზებისა და ხიდების მშენებლობას მოხმარდა. `აშენდა 32 დიდი და მცირე ხიდი. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, მხოლოდ გასულ წელს 800 ადამიანი დაკმაყოფილდა ბენეფიციართა შერჩევის მიზნით შექმნილი ერთჯერადი კომისიის მეშვეობით. ლანჩხუთში არ არიან უსახლკაროები, 37 ოჯახი ქირითაა უზრუნველყოფილი. გვინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ მოსახლეობის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.~ _ ნათქვამია საპასუხო წერილში და იქვე აღნიშნულია, რომ რომან ბიწაძის მიერ გაკეთებული ჩოხატაურთან შედარება საფუძველს მოკლებულია: `სხვათა შორის, თქვენ (იგულისხმება რომან ბიწაძე - რედ.) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ჩოხატაურს შეადარეთ, ეკონომისტი ბრძანდებით და ციფრების ენაზე თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ 2016 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 8 მლნ. 532 612 ლარი, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 4 მლნ. 121 865 ლარი გამოეყო. ასე რომ, ციფრებიდანაც კარგად ჩანს, სად უფრო მეტი გაკეთდა...~ _ აღნიშნულია წერილში.
რაც შეეხება დაფინანსებას და გამოყოფილ თანხებს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მოწინავეებს შორისაა ქვეყნის მასშტაბით _ სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მეტი თანხა გამოეყოფა და ამ მაჩვენებლით უსწრებს მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობას. სამი წელია, ლანჩხუთი გურიაში ერთპიროვნული ლიდერია როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მოცულობით.
2014 წელს, მთავრობის #2551 განკარგულებით, სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 8 მილიონი ლარიდან, ლანჩხუთმა 25% _ 2 მილიონი მიიღო. შემდეგ მოდიან: ოზურგეთი _ 1340 ათასი; ზუგდიდი _ 732 ათასი; დუშეთი _ 491 ათასი; წალენჯიხა _ 400 ათასი; ცაგერი _ 129 ათასი; სამტრედია _ 127 ათასი; ჩოხატაური _ 10 ათასი; იმავე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან (განკარგულება #1528) მიღებული დაფინანსებით _ 2 951 599 ლარით ლანჩხუთს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტმა (ზუგდიდი, ფოთი, რუსთავი, ქუთაისი) აჯობა, სამაგიეროდ, ჩვენ მუნიციპალიტეტზე ნაკლები ათეულობით მუნიციპალიტეტმა მიიღო, მათ შორისაა: ოზურგეთი (1 536 300 ლარი), მარნეული (2 462 994), გარდაბანი (1 737 420), ხაშური (2 144 814), სენაკი (2 233 584), ბოლნისი (555 303), გურჯაანი (2 816 826), თელავი (2 072 682), საჩხერე (1 922 411), Aაბაშა (1 040 267), ამბროლაური (1 441 266) და სხვ.
ასევე მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტმა მიიღო ლანჩხუთზე მეტი დაფინანსება 2015 წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის (განკარგულება #2797) _ მუნიციპალიტეტმა თითქმის 4 მილიონამდე (3 897 649 ლარი) მიიღო. ამ დროს ჩოხატაურმა 2 863 116 ლარი მიიღო და ერთადერთი შემთხვევაა, როცა გურიის მთავარმა ქალაქმა უფრო მეტი მიიღო (ოზურგეთი _ 4 538 827). სამაგიეროდ, ლანჩხუთი უსწრებს ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა: ყვარელი (1 984 249), თელავი (1 579 619), სიღნაღი (2 028 987), ზესტაფონი (3 126 415), სენაკი (2 882 222)... რაც შეეხება სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილ თანხებს (განკარგულება #1381), აქ ლანჩხუთი კვლავ ერთპიროვნული ლიდერია _ 15,4 მილიონიდან 2,6 მილიონი ჩვენს მუნიციპალიტეტზე მოდის, ამ დროს ამდენი ჩოხატაურსა (450 ათასი) და ოზურგეთში (1 450 ათასი) ჯამურად არ გამოყოფილა. სხვა მუნიციპალიტეტები: მესტია (1 570 ათასი), სამტრედია (1 400 ათასი), ვანი (450 ათასი), დუშეთი (400 ათასი), სენაკი (100 ათასი), ხობი (900 ათასი), ჩხოროწყუ (950 ათასი).
ლანჩხუთს გასულ წელსაც სტიქიისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობით მხოლოდ თითო მუნიციპალიტეტი უსწრებს. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, #964 განკარგულებით დუშეთმა მიიღო 1 400 ათასი, ლანჩხუთმა _ 850 ათასი, ლაგოდეხმა _ 550 ათასი, ცაგერმა _ 500 ათასი, მესტიამ _ 343 ათასი, სენაკმა _ 254 ათასი, გურჯაანი _ 160 ათასი, თეთრიწყარომ და ლენტეხმა _ 50-50 ათასი. #1409 განკარგულებით ვანმა მიიღო 4 985 ათასი, ლანჩხუთმა _ 1 652 ათასი, ოზურგეთმა _ 833 ათასი, ჩხოროწყუმ _ 785 ათასი, ჩოხატაურმა _ 748 ათასი, სენაკმა _ 736 ათასი, ხონმა _ 436 ათასი.
როგორც გამგეობის საპასუხო წერილშია აღნიშნული, 2016 წელს ლანჩხუთმა ჯამში 8,5 მილიონი ლარი მიიღო...

 


 

მოიწონეთ სტატია