ყაჩაღობა ჩოჩხათში და წაღებული 200 ლარი

პარასკევს, გვიან ღამით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემის სოფელ ჯიხანჯირში მცხოვრები, გელა გურგენაძე და მისი მეუღლე ეკა ჭითაშვილი, შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა დააყაჩაღა და სასტიკად სცემა.
დაზარალებულები ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკაში გადიან მკურნალობას.
"45 წლის გელა გურგენაძე და 42 წლის მისი მეუღლე ეკა ჭითაშვილი ჩვენთან 11 თებერვალს, დილის 2 საათზე შემოიყვანეს. აღენიშნებოდათ ძლიერი დაჟეჟილობები თავის არეში. დაუმუშავდათ ჭრილობები და ამჟამად მკურნალობას განაგრძობენ სტაციონარში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. დაზარალებულებს იცავს პოლიცია"_ აცხადებენ კლინიკაში.
მათი მეზობლები ყვებიან, რომ ყაჩაღობა ღამის 12 საათისთვის მოხდა.
\პატიოსანი, მშრომელი ოჯახი აქვთ. ოჯახის მამაკაცი ტრაქტორი ჰყავს და ყველას ხელს უმართავს. არსად მუშაოებნ, სოფლის ცხოვრებით ცხოვრობენ. ცოლ–ქმართან ერთად ასაკოვანი დედა ცხოვრობს. 3 ნიღბიანი შესულა ოთთახში, სადაც ცოლ–ქმარს ეძინათ. პირდაპირ ფული მოუთხოვიათ, როცა უარი მიუღიათ, დაფნა რომ გაყიდეთ დღეს, ის თანხა სად გაქვთო. იარაღებით იყვნენ და ნიღბები ეკეთათ თურმე. ყველაფერი იცოდნენ. როცა მეუღლეს ურტყამდნენ და ფულს ართმევდნენ, გელა გაიქცა, მას დაედევნენ და ჭიშკართან დაეწიეს, ისე ძლიერად ურტყამდნენ იარაღის კონდახს თავში, რომ ერთ–ერთი დარტყმისას იქვე, მდინარეში გადავარდა. ყაჩაღებმა იფიქრეს, რახან არ ინძრეოდა, მოკვდაო, უკან მივბრუნდეთ, ცოლი არ ვაცოცხლოთო და სახლში შებრუნდნენ. ამ დროის ამ დროს გელა მეზობლისას შევარდა, საშინელ მდგომარეობაში, სულ სისხლში იყო ამოთხვრილი, მხოლოდ თვალები უჩანდა. მიშველეთო ყვიროდა. ამის შემდეგ გამოვიძახეთ პატრული და სასწრაფო. პირველი ნახევარი იქნებოდა დაახლოებიტ. მეზობლებმა თოფიც ისროლეს. ეგებ ყაჩაღებიდან თავი დავიხსნათო. პოლიცია და სასწრაფო სოფელში მალე მოვიდა. როგორც ჩვენ ვიცით, მხოლოდ 200 ლარი წაიღეს, მეტი არ ჰქონდათ და არს იზამდნენ. მთელი სოფელი შეძრწუნებულია მომხდარის გამო. ყველა ფაქტის დროულად გახსნას ითხოვს და დამნაშავეთა დასჯას.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
 
 

მოიწონეთ სტატია