ლანჩხუთის რომელ სოფლებში დაიწყება გაზიფიცირება წელს

რა წერია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი უკვე წლებია არის შემოყვანილი და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილსაც მიეწოდება. ქალაქი ლანჩხუთი ამ მხრივ კარგად არის ათვისებული. ასევე შეიძლება ვუწოდოთ მის მიმდებარე სოფლების ნაწილსაც. თუმცა არის ხარვეზები, რაც წლებია მოსახლეობის წინაშე დგას და ისინი მოგვარებას ითხოვენ (სსოფელ მაჩხვარეთში დარჩენილი ერთი უბანი, სადაც დაპირების მიუხედავად სამუშაოები არ ჩატარებულა). თუ ქალაქში და მის მიმდებარედ გაზიციფირება ასე თუ ისე დასრულებულია, ამას ვერ ვიტყვით სოფლებზე. უფრო მეტიც, მათი დიდი ნაწილი დღესაც ბუნებრივი არის გარეშეა.
2015 წლის ივლისში გურის გუბერნიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: "შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაზიფიცირების სამუშაოებს გურიის რეგიონის შემდეგ სოფლებში განახორციელებს _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: გორაბერეჟოული, შუა ფარცხმა, იანეული, ჯვარცხმა, ბუკისციხე, დაბლაციხე, ზემო ფარცხმა, ზემო ერკეთი, ახალშენი, გოგოლესუბანი, შუა ამაღლება, ამაღლება, სამება; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი _ დაბა ურეკი, დაბა ნასაკირალი, ნატანები, დვაბზუ-გაღმა დვაბზუ, ბახვი-ზედა ბახვი, გურიანთა-ციხისფერდი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი _ მაჩხვარეთი, შუხუთი, წყალწმინდა, აკეთი, მამათი, აცანა. გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს 2015 წლის ბოლომდე დაასრულებს. ამ დროისთვის დაწყებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის და სოფლების: შეკვეთილის, წვერმაღალას, ქვემო ნატანების, ზემო ნატანებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები. გურიაში გაზიფიცირება წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა იყო. გაზიფიცირების სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად დაიწყება. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლებს მიეცემათ".
რამდენად მოხდა ლანჩხუთის აღნიშნულ სოფლებში ბუნებრივი აირის შესვლა ამაზე მოსახლეობას შეიძლება ვკითხოთ.
გასულ წელს განსაკუთრებული აქტიურობა შუხუთსა და ნიგოითის თემში იყო, როცა მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და პროტესტი გამოთქვა ბუნებრივი აირის მოუწოდებლობის გამო.
გასული წლის ზაფხულში სოფელ შუხუთში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად დაიწყო. პროექტის პრეზენტაციას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაზე დაესწრო.შუხუთში მყოფმა კალაძემ განაცხადა, რომ საპროექტო სამუშაობები სხვა სოფლებშიც ეტაპობრივად გაგრძელდებოდა.
მაშინდელი ვიზიტის შესახებ ენეგრეტიკის სამინისტროს ვებ.გვერდზე შემდეგი ინფორმაცია გამოქვეყნდა:\ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზერბაიჯანული კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალურმა დირექტორმა აზერ მამედოვმა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელებში ქვემო და ზემო შუხუთში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დაათვალიერეს.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ორივე სოფლის გაზიფიცირებისათვის 26 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენს ააშენებს. სამუშაობი 2016 წლის ბოლოსათვის დასრულდება და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 750 ოჯახს საშუალება მიეცემა ჩაერთოს ბუნებრივი აირის ქსელში. 2016 წელს გურიის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულდება იგეგმება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გორაბერეჟოული, ხიდისთავი, ზენობანი და ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დვაბძუში, ბახვში და ლაითურში. წელს ასევე დაიწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების შრომისა და წვერმაღალას და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების დაბლაციხის, შუა ამაღლების, ამაღლებისა და სამების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტი სამუშაოები.~ (სწორედ აღნიშნული სოფლების ლანჩხუთისთვის \მიერთებამ~ გამოიწვია გურულების განაცხადი: \აგენს იი ვერ გუუნკლოვია, რომელი სოფელი გვეკუთვის და იმას გეინკლოვენ, გაზის როის ჩაგვირთონო.~
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომაზე თითქმის ყველა დეპუტატი საუბარობს ბუნებრივი აირის თემაზე.
საკრებულოს ბოლო სხდომაზე განსაკუთრებული აქტიურობით: გიორგი ჩახვაძე, თემურ მარშანიშვილი, თემურ ალექსაია და რომან ბიწაძე გამოირჩეოდნენ.
გიორგი ჩახვაძემ სოფელ ჩიბათის საკითხი დასვა: \სოფლის საზღვამდე მოსულია გაზი, მთელს სოფელს აინტერესებს, როდის შემოვა ჩვენთან. არის თუ არა ამ კუთხით სიახლე. ეს არის, ალბათ, ყველას დაინტერესების თემა.~
თემურ მარშანიშვლმა ღრმაღელის თემა ახსენა და იკითხა, როდის ეღირსება თემს ბუნებრივი აირიო?!
თემურ ალექსაიამ ნიგიოთის თემის შესახებ ისაუბრა, ხოლო რომან ბიწაძემ დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას მიუგო, რომ რამდენიმე დღეა მთავრობამ გამოაქვეყნა იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც გავა წელს ბუნებრივი აირი და იქ შეგიძლიათ ნახოთ, რომელი სოფლები არის ლანჩხუთიდანო.
საკრებულოს წევრების შეკითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ასე უპასუხა: იმ კვირაში მეცოდინება, ენერგეტიკის მინისტრთან მაქვს შეხვედრა, რა ხდება ნიგოითთან დაკავშირებით, ასევე ჩიბათზეც ვიკითხავ. მქონდა შეხვედრა ლესელ ბიზნესმენთან, ზაზა ზოიძესთან. ის დაინტესებულია სოფელში ბუნებრივი აირის შემოსვლით, გარკვეული თანხის გაღებაზეც იყო საუბარი.~
რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სხდომაზე, მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი რომლის მიხედვითაც განისაზღვრა 2017 წელს საქართველოს რეგიონებში ჩასატარებელი გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების შესრულება.
პროექტში, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სოფლებია ჩამონათვალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლებია შესული: წყალწმინდა, ჯაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ჩოლობარგი და ნიგოითი.
გაზიფიცირებისთვის საჭიროა როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესრულება. საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება 11 000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 20 000 000 ლარს, რომელიც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებით არის გათვალისწინებული.

 


 

მოიწონეთ სტატია