რა ნიშნით მოხდება შემცირებები ლანჩხუთში?

ყველა დროის არაფრისმაქნისნო, კარიერისტებო, კაბინეტისტებო, სკამისტებო, გამოხრული ძვლის მომლოდინენო!

მაშინ, როცა ლარი წაქცეულია და უმეტესობას ძალიან უჭირს, ხელისუფლება ქამრის შემოჭერისახალ პოლიტიკას იწყებს! დაანონსებული 10%-იანი შემცირება თითქოს ხარჯების და არა შტატების შემცირებაზე უნდა წასულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სეკვესტრიარა თანამდებობის პირების ზედმეტ ფუფუნებას, არამედ ქვედა ფენას შეიწირავს და უსამსახუროდ დატოვებს.

ამის დასტურია ის წერილი, რომელიც ლანჩხუთის გამგებლის მოადგილის ხელმოწერით ()იპ-ის ხელმძღვანელებს წერილი მიუვიდათ, მოსალოდნელი შემცირებების თაობაზე.

არავინ დავობს, რომ ()იპ-ებში შტატები გაბერილია, ანეკდოტადაც დადის _ იმდენი შტატია, შესაბამისი ოდენობის სკამიც არ აქვთო, მაგრამ როცა არჩევნების წინ თუ სხვა მოტივებით, როცა გჭირდება ადამიანებს ასაქმებ, როცა გაინაღდებ, მერე მისი ლუკმაპურის ფულის გარეშე დატოვება, მინიმუმ თავხედობაა!

თუ ეს ადამიანები წლების მანძილზე უსააქმურად იყვნენ და ფულს უხდიდი, ეს კრიმინალია და თუ აქამდე საქმეს აკეთებდა, ახლა ეკონომიკა რომ თავზე გენგრევა, ჯოხი მათზე უნდა გადატყდეს?

დღეს თუ კი ვინმე დასაქმებულია, დიდი ნაწილი დასაქმებულია 12 ()იპ-ში: ლანჩხუთი-სერვისი, ლანჩხუთი-ტექსერვისი, საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრი, საფეხბურთო კლუბი გურია, გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლა, ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, სპორტული ცენტრი, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სარეაბილიტაციო ცენტრი იავნანა, უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი. ასევე ფუნქციონირებს შპსლანჩხუთი, რომელიც გურიასსტადიონის მოვლას უზრუნველყოფს.

თავად ()იპ-ის ხელმძღვანელების უმრავლესობა შემცირებებს არ გეგმავს _ ზოგი მიიჩნევს, რომ შტატები ზედმეტი არაა, ზოგი კი წინააღმდეგია ისედაც მიზერული ხელფასის მქონე თანამშრომლების შემცირებას. ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბოლომდე მყარად დადგნენ.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე შემცირებები უკვე განხორციელდა სპორტულ ცენტრში _ საცურაო აუზის თანამშრომლებს ხელშეკრულება სამი თვით შეუჩერდათ. კულტურის ცენტრიც შემცირებების მოლოდინშია.

მაინც რის მიხედვით მოხდება შემცირებები?

რა თქმა უნდა, ის არ შეეხება პრივილეგირებულებს, სამაგიეროდ, იოლად შეელევიან .. უაპტრონოდასაქმებულებს. ზოგს პარტიული წარსულის გამო გაიმეტებენ, თითქოს თავად არ იყვნენ იმ წარსულშიდა მათ შორის თანამდებობებზე; ზოგს _ უსაქმურობას დააბრალებენ _ თითქოს თავად აკეთებდნენ ლანჩხუთისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს; შემცირებები ფარული რევანშის დროცაა და ვინ ვისზეა ნაწყენი, შესამცირებელ ხალხს ესეც ძლიერ განსაზღვრავს.

ან ახლა რომ გამოდგებიან _ `შემცირებულები~ დიდად დასაქმებულები არ იყვნენო, ()იპ-ში დასაქმებული ზოგადად როგორ უნდა იყოს დასაქმებული, როცა უმეტეს ()იპ-ების დაფინანსების 80% და მეტი ხელფასებზე მოდის. რითი უნდა გაკეთდეს აქ საქმე

დასასრულ, ერთ ანეკდოტს მოგიყვებით: სვანეთის ერთ სოფელში სამჭედლო გახსნეს. კარგი მუშაობა დაურჩა მჭედელს და მოლარე აიყვანა, მერე ბუღალტერიც დაიმატეს. თანდათან გაფართოვდა სამჭედლო _ შესყიდვებისა და გაყიდვების მენეჯერი დაიმატეს, მედიაოფიცერი და ასე შემდეგ. ბოლოს ამდენ ხარჯს ვეღარ გასწვდა სამჭედლო, ჩატარდა კრება და შეამცირეს... მჭედელი.

ასეა, ყველა შემცირება საქართველოში _ ვინც საქმეს აკეთებს და მცირედს იღებს, უმეტესად იმას ამცირებენ, სამაგიეროდ, დირექტორების რაოდენობა და მათი კომფორტი იზრდება.

აქვე გთავაზობთ, ჰო და არასრედაქტორის, ნონა გიგინეიშვილისოთხი წლის წინანდელ ჩანაწერს, რომელიც ზუსტად გამოხატავს ქართულ სინამდვილეს...

ყველა დროის არაფრისმაქნისნო, კარიერისტებო, კაბინეტისტებო, სკამისტებო, გამოხრული ძვლის მომლოდინენო!

მაშინ, როდესაც ქვეყანაში და კონკრეტულად, ჩვენს რაიონში ათასი მოუგვარებელი პრობლემაა და ხელისუფლება თუ წამყვანი პარტიები აქტიურად უნდა იყვნენ დაკავებულნი იმით, თუ როგორ მოაგვარონ ეს პრობლემები, ჩვენდა სამწუხაროდ, არენაზე გამოსული არიან საეჭვო რეპუტაციის მქონე ვითომ პოლიტიკოსები ან მათთან მიტმასნილი პოლიტიკური ასინეთები (ანუ პოლიტიკანები), რომლებიც დასუნსულებენ ოფისიდან ოფისამდე, რათა ვინმესთვის საამებელი ჭორი ან ამბავი მიუტანონ თავისნაირ, ყველა დროში რაიონისთვის არა-ფრისმაქნის, ნაფტალინიდან ამოღებულ პოლიტიკოსებს. იმის გამო, რომ რაიმე ღირებულის და სასიკეთოს შექმნა არ შეუძლიათ, ამით საკუთარ გახუნებულ სახეებს ფერუმარილი წაუსვან და იქნებ სამეფო კარზე დაახლოებულ პატარა კაცუნებს აამონ _ პატარა ჩინი დასტყუონ.

ამ მოყელყელავე პერსონების შეგონებების მოსმენა უკვე ყელში ამოუვიდა საზოგადოებას.

აბა, მიდით, ყველა დროის არაფრისმაქნისნო, კარიერისტებო, კაბინეტისტებო, სკამისტებო, გამოხრული ძვლის მომლოდინენო, იქნებ გააოცოთ ლანჩხუთითქვენ საქმეზე ფიქრი და ზრუნვა ხომ არ ძალგიძთ?! გამოსავალი ერთია: დავადგათ გამგეობის 4-სართულიან შენობას კიდევ 4 სართული, მოვაწყოთ კაბინეტები, დავსხათ შიგ სამშობლოს კეთილდღეობისთვის `უძინარი~ მედ-როვეები, დავუნიშნოთ მაღალი ხელფასები და დაწყნარდება ლა-ნჩხუთი. დამშვიდდებიან მრავალგზის ხელმოცარული ვაი-მოხელენი, ჯიბეში ხუთპარტიამანდატ მოცვლილი კარიერისტები და კიდევ უფრო დიდაქტიკური ტონით დამოძღვრავენ თავის ქვეშევრდომებს.

მიდით, ბიჭებო, ლანჩხუთი ჯერ კიდევ აგიტანთ. დააგლიჯეთ ნერვები ირგვლივ მყოფთ, მიგზავნილ-მოგზავნეთ მსტოვრები, აცხადეთ ხმამაღალა, სპეციალურად ჟურნალისტების გასაგონად _ იმიტომ ვარსებობ, ამათ ნერვები მოვუშალო...

ვინმეს თქვენი თავი თუ გეცნოთ, მობრძანდით, დაწერეთ ბოლო ათწლეულების მანძილზე რა გიკეთებიათ, სასიკეთო რა შეგიქმნიათ _ პარტიიდან პარტიაში ხტომას საქმედ არ ჩაითვლით, იმედია!

... თუმცა ხალხმა ისედაც ყველაფერი იცის.

სულხან-საბას იგავის არ იყოს _ ხარი მიწას რომ ხნავდა, ბუზი რქაზე დააჯდა, უკან მოიხედა და სიამაყით განაცხადა: რამხელა ხნული მიმაქვსო. აი, იმას ჰგავს ზოგიერთების ყელყელაობა, ბიძინა ივანიშვილის დროშით რომ იჩემებს აღმშენებლის სახელს.

მიეცით კეისარს კეისრისა!

`წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...~

ამათი შემყურე კაი გაძლება მოგცეს, ჩემო მკითხველო.

ღმერთმა იმედი ნუ მოგიშალოს!

მოიწონეთ სტატია