30 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს.

რამდენიმე წუთის წინ საკრებულოს სხდომაზე, როემლსაც 30 დეპუტატი ესწრებოდა, ერთხმად ბესიკ ტაბიძე აირჩიეს. ინფრასტრუქტურის კომისიის აწ უკვე ყოფილი თავკაცი თავმჯდომარის მოადგილეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ტაბიძემ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვცის და განაცხადა, რომ ის ისეთივე აქტიური იქნება, როგორც აქამდე და ეცდება უფრო მეტი გააკეთოს ახალ თანამდებობაზე. 


 

მოიწონეთ სტატია