გადარჩევა
  • მიმართვა ლანჩხუთის მოსახლეობას!

    ძვირფასოლანხუთელებო,

    ვისაც მიგაჩნიათ, რომ ლანჩხუთის ხელისუფლება უნდა მართოს ხალხმა და არა კლანებმა, ან კონკრეტეულმა ერთი-ორმა ადამიანმა, ვისაც გსურთ, რომ ჩვენთან "ატკატები" და 20%იანი ფულის გათეთრება არ უნდა იყოს გადასახადის გადამხდელების, ბიუჯეტისხარჯზე, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე მერმა კი არ დანიშნოს სოფლებსა და ქალაქში წარმომადგენლები, არამედ ხალხს მიეცეს მათი არჩევის უფლება, ვინც თვლით, რომ ახალ მერს უნდა გააჩნდეს ლანჩხუთის განვითარების ხედვა და გეგმა და არ მუშაობდეს ზემოდან" განხორციელებული ზარების მიხედვით, ვინც იცით, რომ თქვენს დასახლებაში არსებული პრობლემები ამ დასახლების მოსახლეობამ ყველაზე უკეთ იცის და ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს მოსახლეობის სურვილის მიხედვით, მობრძანდით ჩვენს საარჩევნო ოფისში, რომელიც ღიაა ყოველდღე და გელოდებათ.

    ერთად მოვიდეთ ადგილობრივ ხელისუფლებაში და ერთად ვიფიქროთ,დავგეგმოთ და ვიმუშაოთ ჩვენი მომავლისთვის, გელოდებით! ჩვენი ოფისი მდებარეობს ლანჩხუთის ცენტრში "კრედო" ბანკის გვერდით.

     

    ამირან გიგინეიშვილი

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ,,ევროპული საქართველოდან“

  • მიმართვა ლანჩხუთის მოსახლეობას!

    ძვირფასოლანხუთელებო,

    ვისაც მიგაჩნიათ, რომ ლანჩხუთის ხელისუფლება უნდა მართოს ხალხმა და არა კლანებმა, ან კონკრეტეულმა ერთი-ორმა ადამიანმა, ვისაც გსურთ, რომ ჩვენთან "ატკატები" და 20%იანი ფულის გათეთრება არ უნდა იყოს გადასახადის გადამხდელების, ბიუჯეტისხარჯზე, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე მერმა კი არ დანიშნოს სოფლებსა და ქალაქში წარმომადგენლები, არამედ ხალხს მიეცეს მათი არჩევის უფლება, ვინც თვლით, რომ ახალ მერს უნდა გააჩნდეს ლანჩხუთის განვითარების ხედვა და გეგმა და არ მუშაობდეს ზემოდან" განხორციელებული ზარების მიხედვით, ვინც იცით, რომ თქვენს დასახლებაში არსებული პრობლემები ამ დასახლების მოსახლეობამ ყველაზე უკეთ იცის და ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს მოსახლეობის სურვილის მიხედვით, მობრძანდით ჩვენს საარჩევნო ოფისში, რომელიც ღიაა ყოველდღე და გელოდებათ.

    ერთად მოვიდეთ ადგილობრივ ხელისუფლებაში და ერთად ვიფიქროთ,დავგეგმოთ და ვიმუშაოთ ჩვენი მომავლისთვის, გელოდებით! ჩვენი ოფისი მდებარეობს ლანჩხუთის ცენტრში "კრედო" ბანკის გვერდით.

     

    ამირან გიგინეიშვილი

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ,,ევროპული საქართველოდან“

  • დიდი გაურკვევლობა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით

     

    guber4556 სექტემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იმით იყო გამორჩეული, რომ მას ესწრებოდა (მართალია ცოტა ხნით) გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე. ის მიესალმა დეპუტატებს, დამსწრე საზოგადოებას და თანამშრომლობა შესთავაზა ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნებოდა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა პარტიულობას, როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას ექნებათ საშუალება გუბერნატორის აპარატთან მჭიდროდ ითანამშრომლონ.
    ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, გოგი ხელაძემ სხდომა გახსნილად გამოაცხადა. მიკროფონთან სთხოვეს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსს როლანდ ლაშხიას, რომელმაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს: ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების შესახებ.“
    ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის 30 აგვისტოს განკარგულებით, აგვისტოს თვეში ძლიერი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიების განხორციელების მიზნით გამოიყო 247 000 ლარი, რომლიდანაც 130 000 ლარი მიიმართოს ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის აღდგენით სამუშაოებზე, 117 000 ლარი ღრმაღელის, სუფსის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“.
    ასევე როლანდ ლაშხიამ ისაუბრა ადმინისტარციული ხარჯების გაზრდაზე, სამკურნალო-საოპერაციო ხარჯების 20 000-ით შემცირებაზე და ამ თანხის ერთჯერად დახმარებათა პროგრამაში გადამისამართებაზე.
    ლაშხიას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გია გოგუაძემ მიმართა: ,,ბატონო როლანდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე თქვენ არ გქონდათ გაწერილი ტრანსპორტის ხარჯი, ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა ამ პუნქტის ჩადება? მე ვთქვი სხდომაზე, რომ კანდიდატებად დარეგისტრირების შემდეგ გავაკონტროლებდი კომისიის თავმჯდომარეების, ფრაქციის ხელმძღვანელების გადაადგილების ხარჯებს. რაც შეეხება სტიქიას, ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია. მაგალითდ 2015 წელს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარებულებს სახელმწიფო დაეხმარა ზუსტად ერთი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში. მაინტერესებს, როგორ მოხერხდა ბოლო სტიქიის შემდეგ, თუ ნამდვილად იყო ზარალი საერთოდ, შვიდ დღეში ზარალის აღრიცხვა და თანხის გამოყოფა. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გამოყოფილი თანხა, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას მოხმარდება. ჯერ ერთი მორალურად არასწორია საარჩევნო რეჟიმში ბიუჯეტის გაზრდა. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ ჯუმბერ ბლაგიძეს ვთხოვ, რომ მოიწვიოს სხდომა და გაეცეს ყველა კითხვას პასუხი. დასაბუთებული, დასურათებული და სრულყოფილი პასუხები გვჭირდება.“

  • სვანიძეების ოჯახის გასაჭირი

     

    41111111111

    სოფელ ნინოშვილში მცხოვრები სვანიძეების ოჯახი მძიმე და ამავდროულად უცნაურ სიტუაციაში იმყოფება. უცნაურში იმიტომ, რომ ალბათ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში თუ შეიძლება მოხდეს. ოჯახი მრავალსულიანია, მოხუც ცოლ-ქმარს, ვალერიან სვანიძეს და რიმა ჩხარტიშვილს იმთავითვე მძიმე ხვედრი არგუნა განგებამ, მათ ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავთ, ჯანღონით სავსე ახალგაზრდა კაცი 2000 წელს, ჯარში შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. მათ დარჩათ კიდევ ერთი ვაჟი, გია სვანიძე, რომელსაც დიაბეტი აწუხებს. გია დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. სამწუხაროდ ერთ-ერთ შვილს, საბა სვანიძეს ასევე დიაბეტი აღმოუჩნდა ოთხი წლის წინ. საბას ყოველ სამ თვეში ერთხელ თბილისში კონსულტაცია სჭირდება, რომელიც დაახლოებით 400 ლარამდე ჯდება. როგორც ბავშვის მშობლები ამბობენ, ექიმი გაოგნებულია, ეკითხება მათ საიდან არიან, რვა წლის ბავშვს, რომელსაც დიაბეტი აქვს, მთავრობა როგორ არ ეხმარებაო. ოჯახს თავდაპირველად ეძლეოდა სოციალური დახმარება, თუმცა იმის გამო, რომ გია სვანიძემ ბათუმში დაიწყო მუშაობა და ამის შესახებ არ განაცხადეს სოციალურ სამსახურში, ეს დახმარება შეუწყდათ. სვანიძეებმა აღიარეს უნებლიეთ დაშვებული შეცდომა და მიმართეს შესაბამის სამსახურებს თხოვნით, რომ ჯანმრთელობის დაზღევა მაინც აღედგინათ, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე. ვინაიდან გია სვანიძე წასული იყო სამუშაოდ ბათუმში, ის ამოეწერა ოჯახის წევრობიდან, რათა ამ გარემოებას ხელი არ შეეშალა სოციალური პაკეტის აღდგენაში. ოჯახს მართლაც აღუდგა სოციალური დახმარება, მაგრამ სამი თვის შემდეგ ისევ შეუწყდათ ეს სტატუსი. მიზეზი კი ვალერიან სვანიძის 80 წლის ლოგინად ჩავარდნილი ბიძაშვილი ლამარა სვანიძე გახდა. საქმე იმაშია, რომ ეს ქალბატონი ფოთში, ძმისშვილთან ერთად ცხოვრობდა, სარგებლობდა სოციალური პაკეტით. ზამთრობით, ვალერიან სვანიძის ოჯახი მოხუც ნათესავს თავისთან ინახავდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ზამთარს წელიწადის სხვა დროებიც დაემატა, ანუ ლამარა სვანიძის ძმისშვილმა უარი განაცხადა მამიდის მოვლა–პატრონობაზე და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მრავალსულიან ოჯახს შეატოვა ხელში. ამ ფაქტმა გამოიწვია ის, რომ სოციალური შემწეობის პაკეტი მოეხსნა არამარტო ლამარა სვანიძეს, არამედ მთლიანად მის მასპინძელ ოჯახს, რადგან ახალი წევრის შემატების შესახებ არ აცნობეს შესაბამის სამსახურს.

  • გვანცა ჩხარტიშვილმა ,,ქართული ოცნება~ დატოვა

    გვანცა ჩხარტიშვილმა, რომელიც ,,ქართული ოცნების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის წევრად ითვლებოდა და სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ ნინოშვილის თემში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას მმართველი ძალის მხრიდან, პრესკონფერენცია მოიწვია და საგანგებო განცხადება გააკეთა: ,,ჩემი ინფორმაციით, ლანჩხუთის რაიონში, ,,ქართული ოცნების" სია დაკომპლექტებულია მაგული კუნჭულიას სანათესაო კლანით, სამწუხაროდ ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას არ შესწევს ძალა, რათა დაუპირისპირდეს ამ რეალობას, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ვტოვებ, ,,ქართულ ოცნებას".
    მან ისაუბრა აგრეთვე დავით ჩხარტიშვილის კანდიდატურაზე და აღნიშნა, რომ ეს პიროვნება არასდროს არ ყოფილა კეთილგანწყობილი კოალიციის მიმართ, პირიქით ის მუდმივად აქილიკებდა ივანიშვილს და მის გუნდს.
    შვილის პრესკონფერენციას, დედის, ლელა ჩახვაძის განცხადება მოჰყვა. Mმისი თქმით, ხელისუფლებას ჰყავს შიდა მტრები, რომლებიც ძირს უთხრიან მას. ის ამბობს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მასზე ზეწოლა მიმდინარეობს. მას მერე, რაც შვილმა, გვანცა ჩხარტიშვილმა ,,ქართული ოცნების“ რიგები დატოვა, ზეწოლამ მოიმატა, განხორციელდა მუქარის შემცველი ზარები. ჩახვაძე მასზე მიმართულ აგრესიას, იმასაც უკავშირებს, რომ შესაძლოა მან კენჭი იყაროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. შეგახსენებთ, რომ ლელა ჩახვაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორის თანამდებობას იკავებს.
    გიორგი კილაძე