გადარჩევა
  • `დღეს ყველაფერი გამგებლის ხელშია, ხოლო საკრებულო ეთანხმება მას...~

    ,,ჰო და არას“ სტუმარია ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, `ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ თავმჯდომარე, ექიმი ნონა მურვანიძე.
  • ,,საქართველოს სასოფლო დარბაზმა“ პროექტის პრეზენტაცია გამართა

    გუშინწინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ,,საქართველოს სასოფლო დარბაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ამირან გიგინეიშვილმა პროექტის ,,გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობის“ პრეზენტაცია გამართა.
  • რატომ იმყოფებოდა ლანჩხუთში ვეტერანთა სამსახურის დირექტორი

    გუშინწინ, ლანჩხუთის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ლანჩხუთელ ვეტერანებს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.
  • `ვის მადარებთ _ კრიმინალსა და ნასამართლევ მერაბ ქარჩავას? ხომ არ გგონიათ, მისი სიძის მეშინია! რადგან შს მინისტრის მოადგილის გავლენით ზის სკამზე, ჩამოვიდეს მაშინ ეს კაცი და დააშოშმინოს თავისი სიმამრი~

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინდელი სხდომა გამორჩეულად ემოციური იყო, განსაკუთრებით დასკვნითი ნაწილი, ანუ ,,სხვადასხვა“.
  • რატომ არ დაესწრნენ ზაზა ურუშაძე და გიორგი ხელაძე კრებებს, მათ შორის თავიანთ სოფელში?

    `ჰო და არას~ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ მარტის თვეში ,,საქართველოს სასოფლო დარბაზმა~ ჩაატარა დასახლებების საერთო კრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამ ტერიტორიულ ერთეულში - გრიგოლეთში, ეწერსა და ორაგვეში.
  • ტრენინგი „საჯარო სამსახურის კანონის“ შესახებ

    „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ტრენინგი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგიჩაიშვილი.
  • გუგა ივანაშვილის კიდევ ერთი წარმატება

    18 ივნისს თბილისში გაიმართა სუპერ ლიგის ტურნირი 16-17 წლის კარატისტთა შორის, რომელიც ერთ-ერთი ეტაპია ამ ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა შესარჩევად.
  • ლანჩხუთის ექს-გამგებლის სკანდალური აღიარება (?!)

    ,ჰო და არას~ სტუმარია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ექს-ვიცე-გუბერნატორი და გამგებელი, ახლა კი საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა.
  • გუშინ აკრძალული ისევ განახლდა _ "ჩალით დახურული" ლანჩხუთის სინდრომი

    გუშინ ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ სარკინიგზო გადასასვლელის პიკეტირება მოაწყო და ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ჩინური კომპანიის კუთვნილ მძიმეწონიან ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
  • ლანჩხუთი სტიქიას ებრძვის

    ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
  • "გასაგებია, რომ გოგი ხელაძე არ გეცოდებათ, მაგრამ იმ ხალხს რას ერჩით, მის მანქანას რომ აწვება?!"

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ისევ იმსჯელეს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მეთოდებზე.
  • გურანდა მანაგაძის სკანდალური წერილი - გვეშველება რამე? _ ალბათ კი, სამოთხეში...

    ძვირფასო ლანჩხუთელებო! მინდა გამცნოთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი და ზოგადად წავიდე "პოლიტიკიდან"...
  • ნიგოითის თემს ისევ ზაზა წულაძე უთავკაცებს

    `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებთ ახალი წარმომადგენელი, ზაზა წულაძე, წარუდგინა~,
  • მეოთხეკლასელთა გამოშვება

    8 ივნისს, ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მეოთხეკლასელთა გამოშვების ღონისძიება (მასწავლებელი მარიკა იმნაძე).
  • ლანჩხუთლების მიერ დაწერილი ისტორია ჩოხატაურში _

    ცნობილები „ბახმაროში“ და სპონსორი... რეგიონლიგაში!
  • რითი ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას - რას ითხოვენ ლანჩხუთის საკრებულოს წევრები

    გუშინწინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლის თხოვნის საფუძველზე შედგა, თუმცა, ზაზა ურუშაძე ლანჩხუთის საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე არ გამოჩენილა.
  • შეხვედრა საოლქო კომისიაში და მოქალაქეთა ჩართულობა საარჩევნო პროცესში

    „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ _ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა და საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს. თითოეულ მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრები ეტაპობრივად იმართება; ამომრჩევლებს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდებიან და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ აწვდიან ინფორმაციას; ურიგებენ მათ საინფორმაციო ბარათებს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, ესაუბრებიან საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე და იზიარებენ მათ მოსაზრებებს.
    საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრის გაგება ზოგადად საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით; აღნიშნულიდან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაში ამომრჩევლები შეავსებენ მოსაზრებების ბარათებსაც. საარჩევნო ადმინისტრაცია, თავის მხრივ კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს მიღებული მონაცემების საკუთარ საქმიანობაში გათვალისწინებას.
    გასვლითი შეხვედრებისას საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები მოქალაქეებს ასევე იწვევენ საჯარო საინფორმაციო შეხვედრებზე (რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება), სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღონ არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ, _ თუ რა ხელმისაწვდომ გარემოში შეასრულონ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.
    „უფრო ახლოს“ საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის სლოგანია, რაც ამომრჩევლებსა და საარჩევნო ადმინისტაციებს შორის უფრო უშუალო და ეფექტურ კომუნიკაციას გულისხმობს და ამომრჩევლის ინფორმირებასთან ერთად პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანიც არის.
    გასვლითი შეხვედრებით საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს ამომრჩეველი იყოს კარგად ინფორმირებული, _ იცოდეს საკუთარი საარჩევნო უფლებები, გაიგოს თუ რა კეთდება საარჩევნო პროცესების ეფექტურად განხორციელებისთვის და იცოდეს, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დახმარების მიზნით ყოველთვის შეუძლია მიმართოს თავის საოლქო საარჩევნო კომისიას“, _ წერია იმ პრეს-რელიზში, რომელიც გუშინწინ ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიაში გადმოგვცეს.
    გუშინწინ, სწორედ ზემოთ თქმულ საკითხებზე ისაუბრეს საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
    შეხვედრას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა კილაძე უძღვებოდა. მან საკმაოდ დეტალურად ისაუბრა გასულ წელს გამართულ არჩევნებზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც ცესკოს ეგიდით გაიმართა.
    შეხვედრა, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილმა გახსნა.
    ქალბატონმა თამარმა შეკრებილებს ის თემები შეახსენა, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაცია ბოლო წლებია დაკავებულია: „პირველი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში 1919 წელს ჩატარდა. მაშინ დამოუკიდებლობა ახალ გამოცხადებული იყო და შესაბამისად, ეს იყო ერთგვარი ტექსტი ჩვენი ახალი დემოკრატიისთვის. იმ არჩევნების შედეგად 5 ქალი მოხვდა მაშინდელ პარლამენტში. შემდგომ წლებში როგორც განვითარდა მოვლენები ყველამ ვიცით. მაშინაც ტარდებოდა არჩევნები, მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითი იყო. 1991 წელს ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. მანამდე იყო რეფერენდუმი, რომელშიც დასმული იყო კითხვა: ხართ თუ არა თანახმა საქართველოს დამოუკიდებლობისა. 95%-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ემსახურება საზოგადოების უკეთ ინფორმირებას იმაზე, თუ რა უფლებები აქვს ამომრჩევლებს, რამდენად საჭიროა მათი აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში და ა.შ.~
    ლაშა კილაძის განცხადებით _ ლანჩხუთის 2 სკოლაში შედგა მსგავსი ტიპის შეხვედრა. პირველი გაიმართა ქალაქის მესამე საჯარო სკოლაში, ხოლო მეორე სოფელ აკეთში.
    „ორივე შეხვედრა იყო ნაყოფიერი და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრაც ასეთივე გამოგვივა. ცესკო ბოლო წლებში აქტიურად ცდილობს იყოს უფრო მეტად გამჭირვალე და ამაში დიდი წვლილი ამომრჩევლის ინფორმირებას აქვს. რაც უფრო მეტად იცის ამომრჩეველმა თავისი უფლებები, საარჩევნო პროცესი მეტად გამჭირვალე იქნება. გასულ წელს ბევრი შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა ამ მხრივ. წელს უფრო მეტია დაგეგმილი. 2016 წელს მარტო საპარლამენტო არჩევნები არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შედგა მერისა თუ გამგებლის არჩევა, ასევე საკრებულოს რამდენიმე წევრიც აირჩიეს. არჩევნებს დამკირვებლის სტატუსით 41 ათას ადამიანზე მეტი აკვირდებოდა. ეს გახლდათ უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი. „კარგად ჩატარებული არჩევნები“ _ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ასეთი დასკვით მოგვილოცა. ცესკოს საერთაშორისო ჯილდოც კი გადაეცა. წელს მოგეხსენებათ საარჩევნო წელია. ოქტომბრის თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, რომელიც დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს და ამაში საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ-ჩვენი წვლილი ყველამ უნდა შევიტანოთ. 184 მედია-საშუალება იყო წინა არჩევნებზე დარეგისტირებული სადამკვირვებლო მისიით. ეს ძალიან კარგია. ჩვენ რამდენიმე ადამიანი ვითვლით აქ ხმებს და განვიხილავთ იმ პროცესებს, რომელიც საერთოდ ხდება საარჩევნო პერიოდში. ამას როცა მედია აშუქებს, ის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომია და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მათ მონაწილეობას საარჩევნო პროცესში“, _ განაცხადა ბატონმა ლაშამ.
    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საზოგადოების წარმომადგენლებს აუხსნეს თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი თავი საარჩევნო სიაში, ასევე რამდენად სწორი და გამართულია დღეს არსებული ამომრჩეველთა სია და ა.შ.

     
  • ლანჩხუთელი კარატისტების წარმატება

    2-4 ივნისს ქალაქმა ბათუმმა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა კარატე-დოში. `აღმოსავლურ ორთაბრძოლებში~ ასე ჰქვიოდა ტურნირს, რომელიც სპორტ-კომპექს `ბასკოში~ შედგა. 12 მედალი _ ასეთია ჩვენებურთა მონაგარი. 6 ქვეყნის 250-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა შეჯიბრებაში.
  • ილია კილაძის ინიციატივით მამათის სკოლას წიგნები გადაეცა

    ამ დღეებში მამათის საჯარო სკოლის ბიბილიოთეკის წიგნადი ფონდი 700-მდე წიგნით შეივსო.
  • ლანჩხუთში ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებს უფასო რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდათ

    პრესოთერაპიის პროცედურა, რომლის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს, ლიმფოდრენაჟის აპარატით კეთდება. ქალბატონებს რეაბილიტაციის კურსს ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სკრინინგ პროგრამის ხელმძღვანელი, ფიზიკური რეაბილიტაციის ტრენერი, ეკატერინე მაისურაძე უტარებს.

  • ლანჩხუთი 20 წლით უკან ბრუნდება - ძროხების ქურდები გამოჩნდნენ!!!

    ბოლო წლებში ლანჩხუთში საქონლის ქურდობების ფაქტების სიმცირე აშკარად თვალშისაცემი იყო.
  • ტრაქტორი მინდორ–ველებს როგორც ხნავს – ყველა ვხედავთ

    აი, ბრიგადირი კი ეტყობა აშკარად იფხანს ერთ ადგილს