ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თევზის ფესტივალი/FUFish Festival

თევზის ფესტივალი/FUFish Festival
21-09-2022, 11:57

22 სექტემბერს, სოფელ სუფსაში, მდინარე სუფსის ნაპირას გაიმართება ,,თევზის ფესტივალი /FUFish Festival. 
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მდ. სუფსაზე ნავებით გასეირნების, ადგილობრივი თევზის ნაირსახეობისა და ღვინის დაგემოვნების. 
დაგეგმილი აქტივობები: • 14:00 სთ. სპინინგით თევზჭერის ტურნირი;
 • 17:00 სთ. სპორტული თევზჭერის მასტერკლასი;
 • 17:30 სთ. ქართული ხალხური და თანამედროვე ცეკვების პერფორმანსი, პანორამა ტივზე ქართული მუსიკის ჰანგებით; • 18:00 სთ. ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;
 • 18:30 სთ. ტრადიციული კერძის მომზადების მასტერკლასი (დამიანე და მარი, ჯენგო), ადგილ­ობრივი თევზისა და ღვინის დაგემოვნება;
 • 20:00 სთ. კონკურსის „თევზის ფესტივალის/FUFish Festival ლოგო“; გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება • 21:00 სთ. მუსიკალური ბენდი ,,Why not/ რატომაც არა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია

განყოფილება: განცხადებები
გადასვლები: 439
FACEBOOK კომენტარები