9 ოქტომბერს, ორგანიზაცია ,,ონკო ქეა ჯორჯიას” სტუმრად ეწვივნენ, ჩვენს გვერდით მდგომი, ჩვენი მეგობრები, ქველმოქმედი, პარლამენტარი, ნინო წილოსანი და პარლამენტარი მარიამ ლაშხი.,,ვარდისფერი ოქტომბერი” ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღედ არის გამოცხადებული.
ჩვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს 5 წელია. მიუხედავად არანაირი სახსრებისა, ყოველთვიურად ვაკეთებთ შეხვედრებს, აქტივობებს ჩვენს ქალბატონებთან ერთად.
ჩვენ, ერთი დიდი ოჯახი, ერთმა დიდმა ტკივილმა გაგვაერთიანა, ყველაზე ძალიან გვესმის ერთმანეთის, ვსწავლობთ როგორ ვიცხოვროთ ამ დაავადებასთან ერთად.
შევაჯამეთ ერთი წლის შედეგები და დავრწმუნდით, თუ რამდენი კეთილი საქმე გაკეთებულა კეთილი ადამიანების დახმარებით.
თითქმის ყველა ქალბატონს უკეთდებოდა კვლევები, სადაც დიდი წვლილი და ქველმოქმედება ეკუთვნის ჩვენთვის საყვარელ ექიმს, მამოლოგ-ონკოლოგ, ქირურგ ბექა სამხარაძეს, რომელიც ყველა თვე გვსტუმრობს და ლანჩხუთის მოსახლეობას უფასო კონსულტაციას უწევს.
გვეხმარება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ოთო ნადარაია, რომელიც გვიწევს დახმარებას გერმანელ ექიმებთან. ჩვენი უსაყვარლესი, უჭკვიანესი და უერთგულესაი რადიოლოგი ლიკა გრიგალაშვილია. ამ კეთილი ადამიანების ხელშეწყობით მიიწევს წინ ორგანიზაცია ,,ოკო ქეა ჯორჯია”.
სიკეთე გადამდებიაო და უდიდესი ქველმოქმედება გაგვიკეთა ორგანიზაცია Mედიტეცჰ _ Gეორგია, დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან დონაძემ, რომელმაც ჩვენს ორგანიზაციას საჩუქრად გადასცა უახლესი თანამედროვე, სხეულის ლიმფო დრენაჟეს აპარატი, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი ქალბატონებისთვის.
ოპერაციის შემდეგ ხდება ნაოპერაციებ მხარეს ხელის შეზღუდვა, კუნთების დაქვეითება, ლიმფოსტაზი, შეშუპება. ყოველივე ამ პროცესების შეჩერებას უწყობს ხელს, ეს დანადგარი, რაც ძვირად ღირებული თერაპიაა და ხშირად ონკოპაციენტები ვერ ვახერხებთ ამის გაკეთებას.
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულთან მიიტანს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამდენ ქალბატონს თანადგომას გამოუცხადებს.
სიკეთე გადამდებია. ვაკეთოთ ბევრი კარგი საქმე!
მოვეფეროთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, სიყვარული გადაგვარჩენს!
მზია კვირკველია,
,,ონკო ქეა ჯორჯიას“ დამფუძნებელი
,,ონკო ქეა ჯორჯიას”~ სახელით მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულთან მიიტანს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას
განყოფილება: ---
გადასვლები: 285