2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფრი 515 ადამიანმა ითხოვა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიგრაციის სტატისტიკიდან ირკვევა.მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 224 იყო, პირველ კვარტალში კი 291. შესაბამისად, ჯამში მიმდინარე წლის 6 თვეში კი ეს რიცხვი - 515-ს შეადგენდა.
შსს-ს ინფორმაციით, გასულ 2022 წელს ჯამში 1 473 განაცხადი იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი - 104 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა.,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებმაც 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს:
უკრაინა - 104 მოქალაქე
რუსეთი - 49 მოქალაქე
ირანი - 93 მოქალაქე
თურქეთი - 72 მოქალაქე
ინდოეთი - 17 მოქალაქე.
უკრაინა, რუსეთი, ირანი... - რომელი ქვეყნებიდან ითხოვენ თავშესაფარს საქართველოში 2023 წელს
განყოფილება: ---
გადასვლები: 534