ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას ამბობს მამა იოანე ორმოცაძე რუსეთთან დაკავ\სირებით

რას ამბობს მამა იოანე ორმოცაძე რუსეთთან დაკავ\სირებით
20-05-2022, 13:19

თუ კი ჩვენ ვლოცულობთ მოსკოვის კეთილდღეობისთვის, ვფიქრობ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის ხარჯზე ვაკეთებთ ამას -მამა იოანე ორმოცაძე
სოციალურ ქსელში წერს:
,,წეღან, დონეცკში, ერთ-ერთ აფსუარა მებრძოლის კომენტარს ვუსმენდი, სადაც ასაბუთებდა ამ ომში მისი მონაწილეობის მოტივს და რუსეთისთვის ომის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, თუ რა მძიმე ვითარებაში ჩავარდებოდა "მისი სამშობლო," აღმოჩნდებოდა რა იგი მარტო, საქართველოს პირისპირ.
ის ხვდება ამ ომის სხვადასხვა სცენარით განვითარება-დასრულების მნიშვნელობას "მისი ქვეყნის" მიმართ.
ჩვენთან ცოტა განსხვავებული ვითარებაა და საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი აშკარად  თუ არაა მოსკოვის ტრიუმფისადმი მიდრეკილი, ლოიალურად მაინც არის განწყობილი რუსეთის მიმართ, რითაც უნებურად, იმ აფსუა მებრძოლის ნატვრის წისქვილს ასხამს წყალს.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ისე საბედისწეროდაა ერთმანეთში გადახლართული, რომ არც ერთს არ აწყობს, ერთი-მეორის განვითარება. ნუ, რუსეთს არ აწყობს ჩვენი პროგრესირება ყოველ შემთხვევაში და თუ კი ჩვენ ვლოცულობთ მოსკოვის კეთილდღეობისთვის, ვფიქრობ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის ხარჯზე ვაკეთებთ ამას. საქათველოს მხრიდან განვითარების ნებისმიერი მცდელობა ან მიღწევა, მკაცრად იქნება დასჯილი რუსეთის მიერ, თუ კი ამის შესაძლებლობა დაურჩა.
ეს, 2×2=4-ვითაა და თუ კი თქვენ ფიქრობთ ორივეს ძმური და მეგობრული განვითარების შესაძლებლობას, იცოდეთ, რომ რუსეთი არ ფიქრობს ამას! არც არასდროს უფიქრია!'

განყოფილება: ---
გადასვლები: 917
FACEBOOK კომენტარები