ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ალტინფოსა და კონსერვატიული პარტიის შემომწირველთა შორის ერთ-ერთი გია გოთუაა

ალტინფოსა და კონსერვატიული პარტიის შემომწირველთა შორის ერთ-ერთი გია გოთუაა
11-04-2022, 11:36

ალტინფოსა და კონსერვატიული პარტიის  ოფისების გახსნა რეგიონებში და მათ შორის ლანჩხუთში, ხმაურითა და პროტესტით დასრულდა, ლანჩხუთში აღნიშნულ პარტიას ხელმძღვანელობს, ყოფილი გამგებელი გია გოთუა, მან ორჯერ სცადა ,,საზოგაოდებრივი დარბაზის“  დაფუძნება, მაგრამ  ორი ცდის შემდეგ ვერც ერთხელ ვერ დააფუძნა.
რაც შეეხება კონსერვატიულ მოძრა­ობას და ალტინფოს, თემაზე იგი  საკმაოდ აგრესიულიც იყო ჩვენი გაზეთის მიმ­ართ, უხამსი კომენტ­არ­ებ­ითაც გაგვიმასპინძლდა სო­ციალურ ქსელში, ამ კომენტარებიდან ერთი ფრ­აზა ასეთი იყო _ ,,იდ­­ე­ო­ლოგია ადები­ლ­ებს“ _  თუ­მცა რომელ იდეოლოგიაზე საუბრობდა ამხანაგი გოთუა, არ და­უკონკერ­ეტ­ებია.
ამჯერად გთავაზობთ ან­ტ­იტიკორუფციული მო­­ძ­რაობის კვლევას, რო­მელიც ტვ. ,,ფორმულამ’’ და ,,რა­დიო თავი­სუფ­ლე­­ბამ“ გაავ­რცელა.
ანტიკორუფციული მო­ძ­რაობის კვლევა აჩ­ვე­ნ­ებს, რომ კონსერვა­ტი­ული პარ­იის შემომ­წი­რველთა შო­რის არიან, როგორც ყო­ფილი საჯარო მოხელეები, ასევე მე­წარმეები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს იგებენ.
„კონსერვატიულ მოძრაობას“ დაარსებიდან 5 აპრილამდე 93 035 ლარი აქვს მიღებული 96 შემომწირველისგან.
პრორუსული პარტიების შემომ­წი­რვე­ლებიდან სახელმწიფო ტენდერებს იგებს გია გოთუაც. მან „კონსერვატიულ მოძრაობას” 750 ლარი 17 მარტს შე­ს­წირა. გოთუა საჯარო რეესტრის მიხე­დვით სამ კომპანიასთან არის და­კავ­შირებული. ის არის შპს „ივერია 7“-ისა და „ივერია 77“-ის დირექტორი და მე­წილე, ასევე ლანჩხუთის საზოგადოებრივი დარბაზის დამაარსებელი, ეს უკანასკნელი კი საბოლოოდ ვერ შედგა.
გია გოთუას კომპანიებს 2012 წლიდან დღემდე 10 მილიონ ლარზე მეტის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული. მისი კომპანიის, “ივერია 7”-ის კონტრაქტორები არიან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაზის ტრა­ნსპორტირების კომპანია, საქართ­ველოს ფოსტა, საგანმანათლებლო და სამეცნი­ერო ინფრასტრუქტურის სააგენტო და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიები.
პრორუსული „კონსერვატიული მოძ­რა­ობის” შემომწირველს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ისეთ ტე­ნდერში აქვს მონაწილეობა მი­ღე­ბული, რომელთანაც სუს-ი გრიფით საიდუმლო კონტრაქტს აფორმებს და რომელსაც თან უნდა ახლდეს სახელმწიფო საი­დუმლოებასთან დაკავში­რებული საქმიანობის ნებართვა. ტენდერის გამარჯვებული, სუს-ის ერთ-ერთ შენობაში სარემონტო სამუშაოების შესრულების უფ­ლებას იღებს.
საიდუმლო საქმიანობასთან დაკავ­ში­რე­ბული ნებართვის ქონაა კიდევ ერთი სახელმწიფო შესყიდვის მოთხოვნა მონ­აწილეებისთვის, რომლის მოგებითაც ას­ევე დაინტერესებული იყო „ივერია7” - ესაა 2017 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თითქმის ერთმილიონიანი ღირებულების ტენდერი. ამავე უწყების იმავე პირობების მქონე სხვა ტენდერში გია გოთუას კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო 2017 წელს.
„ჩვენი დაკვირვების შედეგად გამ­ოვლინდა, რომ პრორ­უსული პარტიის შემო­მწირველებს შორის არ­­იან საჯარო მოხელ­ეები ან მოქმედი საჯა­რო მოხელეების ოჯახის წევრები. შემო­მ­წირ­ველები გა­ს­ული 4 წლის განმავ­ლობაში ას­ევე ჩართული იყვნენ საარჩევნო პრო­ცესებში და საარჩევნო კომის­იებში წარმოადგენდნენ ,,ქართულ ოცნ­ებას”. ამ ადამიანების დი­დი ნაწი­ლი სოცია­ლ­ურ ქსე­­­­ლებში ხელის­უფ­ლე­ბისთვის სასარგებლო პროპაგანდისტუ­ლი გზავნილების გავ­რცელებით არის დაკ­ავებული, გარდა იმისა, რომ გულშე­მატკივ­რო­ბენ პარტიას, რომელიც ამართლებს რუსულ სა­მხედრო ინტე­რვენციას უკ­რაინაში”, - უთხრა რადიო თავის­უფ­ლებას ანტიკორუფციული მოძრაობის წარმ­ომ­ადგე­ნელმა, ლაშა ფარ­ულავამ. კვლევა პრორ­უსული პარტიის შემომ­წირველ­ების შესახებ სწ­ორედ მან ჩაატარა. ის თვლის, რომ სახელმწ­იფო უსაფრთხო­ების სამსახური, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე უნ­და ზრუ­ნავდეს და რუსეთიდან მომდინარე სა­ფრთხეების შ­ემცირებაზე მუ­შაობდეს, აძლიერებს პრ­ორუსულად მო­აზროვნე ადამიანების  ფინანსურ მდ­გო­მარეობას, რასაც მათ მიერ მოგებული ტენდერების რაოდენობაც ადასტურებს. 

               მაია კუკულაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 649
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა