მაყვალა მასწავლებელი პირველად რომ ვნახე, საკუთარ თავს ვუთხარი, არაფერი გვიჭირს ჯერ კიდევ არიან ასეთი პედაგოგები-მეთქი, მის თვალებში საოცარი ნდობა იკითხებოდა. ალბათ ყველა მშობელი მიმიხვდება როგორი ემოციაა, როცა პირველი შვილი პირველად მიგყავს სკოლაში, ალბათ რამდენმა თაობამ ჩაიარა ამ მასწავლებლის თვალიწინ, ასე ფეხაწყობილი, რამდენი დააფრთაანა და გაუშვა.
როცა ჩემი გოგონა შევიყვანეთ პირველ კლასში, იგი მისი მოსწავლეების სიაში არ მოხდა, მასთან მოსახვედრად თურმე დიდი ხნით ადრე იჭერდნენ თადარიგს მშობლები, თუმცა ამით პრობლემა არ შემქმნია მისი მეწყვილე ქალბატონი ლილიც არაჩვეულებრივი პედაგოგი გახლდათ.
იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ 19 წლის წინ ვნახე პირველად ეს შესანიშნავი ქალბატონი და არასოდეს დამავიწყდება ეს შეხვედრა. ახალი სასწავლო წელი დაიწყო ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში, მისასალმებელი კონცერტით, შემდეგ პირველკლასელები და მათი მშობლები საკლასო ოთახისაკენ გავემართეთ, სადაც სახემომღიმარი სიმპატიური ქალბატონი დაგვხვდა. გოგონა კლასში შევიყვანე, გული კინაღამ ამომივარდა, ვიხედები მერხებს შორის, სად უნდა დაჯდეს, ამასობაში მასწავლებელი სიას კითხულობს, სადაც ჩემი გოგონა არ აღმოჩნდა, უცბათ სახე მოეღრუბლა ქალბატონ მაყვალას, უკაცრავად თქვენ მეორე მასწავლებელთან უნდა შეხვიდეთო და მიგვაცილა გვერდით ოთხამდე, სადაც როგორც ზემოთ აღვნიშნე შესანიშნავი ქალბატონი დამხვდა ეს ლილი კვასხვაძე იყო, დაწყებითი კლასი მართლაც საოცრად დადებითად მახსენდება.
ეს პარალელი კლასები გვერდიგვერდ იყვნენ და როგორც მშობელს, ხშირად მიწევდა შეხვედრა ქალბატონ მაყვალასთან. შემდეგ გაზეთ ,,ლანჩხუთი პლუსი’’ რედაქცაიში დავიწყე მუშაობა და არა ერთხელ ვყოფილვარ მის მომზადებულ საკლასო სპექტაკლებზე.
თუ გინდა, რომ პედაგოგზე ისაუბრო, ალბათ უფრო უპრიანი იქნება მშობელს ჰკითხო მის შესახებ, მშობლის და მასწავლებლის ურთიერთობა ეს ცალკე თემაა და აქვე ვიტყვი, არასოდეს დამავიწყდება ეს პერიოდი. ჩემი მეორე გოგონაც მაყვალა და ლილი მასწავლებლის დუეტში მოხვდა და ეს ურთიერთობაც უფრო გარღმავდა. არც გამოსაშვები საღამო დამავიწყდება, როგორი ემოციით იყო დატვირთული.
დრო სწრაფად გავიდა, გოგო-ბიჭები წავიდ-წამომოვიდნენ და მაყვალა მასწავლებელი ახლა დამსახურებულ პენსიაშია. გაზაფხულის ამ ლამაზ თვეში იუბილარიც გახლავთ, მინდა გულწრფელად მივულოცო ეს დღე, ჯანმთთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო, ასევე მინდა იცოდეს, რომ დარწმუნებული ვარ ყველა მისი მოსწავლის მშობელი ასე ფიქრობს: მანამ არ გაგვიჭირდება, სანამ ასეთი მასწავლებლები არიან ქვეყანაზე!
მანამ არ გაგვიჭირდება სანამ ასეთი მასწავლებლები არიან ქვეყანაზე!
მაია კუკულაძე
განყოფილება: ---
გადასვლები: 719