ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ძალიან ცუდად ვცხოვრობთ, ზღვარზე უკიდურესი სიდუხჭირის...

ძალიან ცუდად ვცხოვრობთ, ზღვარზე უკიდურესი სიდუხჭირის...
1-04-2022, 12:58

პროდუქტებზე საგრძნობლად მო­ი­მატა ფასებმა. არ ხართ დასაქმებული, რითი ირჩენთ თავს, რაში ხედავთ გამოსავალს? რას ითხოვთ მთავრობისგან?
თეონა მეფარიშვილი-დოლიძე:
 ფასების მატების გამო გვიწევს გარკვეული პროდუქტებისა თუ სხვა რაღაცეების მოკლება და შეზ­ღუდვა. მყავს ორი ბავშვი, უფ­როს შშმ სტატუსი აქვს და ძალიან ბე­ვრი რამ სჭირდება. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, პირველ რიგში, ჩემნ­ა­ირ დიასახლისებზე, რომლებსაც მსგ­ავსი დიაგნოზის ბავშვები ჰყავთ და ვერ ახერხებენ მუშაობას ან ეძ­ებენ სამუშაოს და ვერ პოულ­ობენ. ასევე მთავრობა უნდა ავალდ­ებ­უ­ლ­ებდეს შესაბამის სამსახურს, მაღა­ზიები აკონტროლონ, თბილისში უამ­რავი მარკეტია, სადაც პროდუ­ქტები ძალიან დიდ ფასთა სხვა­ობ­ით იყიდება, ასეთ შემთხვევაში თან­ხაც დაგვეზოგება, როცა ზედმეტს არ გადავიხდით.
თამთა გურგენაძე:
ვცხოვრობ სოფელში, სადაც ძირ­ითადი შემოსავალი მაქვს თხილი. წელს საერთოდ არ ქონდა ფასი. მთავრობისგან ვითხოვ იმას, რომ ცოტა დაიწიოს ფასებმა. ისეთ სო­ფე­ლში ვცხოვრობ, სადაც უმანქანოდ ვერ გადაადგილდები. ბენზინის ფასიც მოგეხსენებათ. რა უნდა მოვ­ითხოვო ამ უნიათო მთავრ­ობისგან, ნაცების შიშით ენას ვერ აბრუნებენ, რომ ყველა სიტყვაში ისინი არ ახსენონ. ვითხოვ ცოტა ხალხსაც მიხედონ და ლანძღვას დაანებონ თავი.
თამარ უჯარაშვილი:
ბავშვებზე ვიღებ შემწეობას, თით­ოზე ას ლარს. ჯამში 300 ლარს. მოგეხსენებათ, ეს თანხა საკვებშიც არ მყოფნის. პლუს გადასახადები. დასაქმების პროგრამაში მოვხვდი სოც.დაუცველებისთვის. იმედია ­დამ­ა­სა­ქმებენ. გამოსავალი სამუშაო ადგ­ილების შექმნაა ადგილობრივად. სიმართლე გითხრათ, მთავრობისგან დიდს არაფერს მოველი.
გელა რაზმაძე:
მთავრობამ ხალხს უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ გაძლიერდეს ერი. კარგი გარემო გვაქვს, ბევრ ქვეყანაში მაგის ფუფუნება არა აქვთ და ჩვენზე მეტს აკეთებენ. გასაქანი უნდა ამ ხალხს, ხელის შეწყობა. პირველ რიგში თანხა, რადგან ფული წყვეტს ბევრს. საჭ­იროა სესხი ერთ პროცენტიანი, რო­გ­ორც თურქეთმა გააკეთა და ძალ­იან გაძლიერდა მაგით. ჩვენ უფრო გავძლიერდებით იმიტომ, რომ პირო­ბები გვაქვს საუკეთესო. 
გიო ებრალიძე:
მე დროებით არ ვარ დასაქმებული. ამჟამად ჩემი დანაზოგით ვირ­ჩენ თავს და ჩემი აზრით ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი ირჩინოს საკუთარი თავი, სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდება, თუმცა, ვისაც სჭირდება, იმათ აქვთ სოციალური დახმარება და პლიუს პროდუქტების ბარათი, სადაც ყოველთვიურად ერიცხებათ საკვებისთვის გარკვ­ეული თანხა. მთავრობისგან არაფ­ერს ვითხოვ, უბრალოდ უფრო მეტი სამუშაო ადგილი გამოუძებნოს და­უსაქმებელ პირებს.
ანდრია ტუღუში:
სოციალურად დაუცველი ვარ, თუმცა შემწეობა არაფერში მყოფნის. ორი შვილი მყავს. დასაქმების პროგრამაში ჩართვა მინდოდა და სიაში არ აღმოვჩდი და შესაბამისად ჯავშანი არ მაქვს. გამეცინა, არაა უსამართლობა?მთავრობისთვის ბევ­რია მოსათხოვი, მაგრამ უმთავრესი იქნება, ხალხს არსებობა შეუმს­უბუქონ, დაასაქმონ წესიერი პირო­ბებით და არა 300 ლარად, რომელიც ფქვილს ზეთს და შაქარს არ ეყოფა მთელი თვე. ძალიან ცუდად ვცხოვრობთ ზღვარზე უკიდურესი სიდუხჭირის, თუმცა უკეთესი ცხოვრების მოლოდინი აღარ მაქვს.
მაია შურგაია:
სახელმწიფოდან არასდროს არა­ფ­­ელი მქონია. მეუღლე თვითნასწ­ავლი ხელოსანია, არასოდეს არ უმუშავია სახელმწიფო სამსახურში. ახლა შეჩერებულია ხელოსნის საქმე. თავის გატანას რაც შეხება, ტკბილეულის შეკვეთებზე ვმუშაობ სახლში. ძალიან იკლო შეკვეთებმა, რადგან ხალხსაც უჭირს მისი შეძენა. ასე გავდივართ წვალებით.
თამილა დოლიძე:
ოჯახის დიასახლისი გახლავართ. 42 წლის. დღეს ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობთ, სანატრელი გახდა ოჯახში პურის და შაქრის მიტანა. დი­ლიდან დაღამებამდე სხვის ოჯ­ახში ქირაზე დავდივარ რომ ჩემი თავისთვის და ოჯახისთვის რაიმე მოვიტანო.მართლაც კრიზისულ დღ­ე­ში ვართ, ჩვენსავით ბევრს უჭირს დღეს. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ კერძო ან სახელმწიფო დაწესებ­ულებაში. ვიმუშავებ ოჯახშიც და არ მეთაკილება რომ დამლაგებლად დავიწყო მუშაობა. ერთადერთი გამ­ოსავალი დღეს მხოლოდ ხალხის დასაქმებაა და ვითხოვ მთავრობიდან ვისაც ნამდვილად უჭირს და არა­ფერი გააჩნია ამ ქვეყანაზე დაასაქმოს ის ხალხი და მისცეს იმდენი შემოსავალი რომ თვიდან თვემდე ოჯახი მშიერი არ იყოს. დაგვიდგეს გვერდით და იყოს მშვიდობა ჩვენს დანაწევრებულ საქართველოში.
ირინა ზარანდია:
როცა, 35 წლის შრომისუნარიანი ხარ და სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს, რომ დაგასაქმოს, მინიმალური შემოსავალი მაინც გქონდეს, თვიდან თვემდე ადამიანმა თავი გაიტონს, ძალიან ცუდია. როგორც ფასების ძრდა ყველაფერზე, ისე სიღარიბეც მატულუბს ჩვენთან, ისე, რომ ბოლო არ უჩანს.... რაც შემე­ხება პირადად მე და ჩემს მეუღლეს _ იქით რომ ვარჩენდეთ ჩვენს პენსიონერ მშობლებს, ისინი არიან ემი­გრაციაში წასული, ფიზიკურად მუშ­აობენ და აქით გვეხმარებიან, ამაზე დიდი სირცხვილი მართლა არ ვიცი რა უნდა იყოს.
მარიკა კილაძე:
ოჯახს ვარჩენთ გზავნილებით, რომელსაც მეუღლე მიგზავნის. გამ­ოსავალს ვხედავ სახელმწიფოს მხრიდან მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში. სახელმწიფო პროგრამებზე არ ვარ ინფორმირებული. მთა­ვრობისგან ვითხოვ: კანონის დონეზე დაარეგულირონ სურსათზე და კომუნალურებზე უსაშველოდ გაზრ­დილი ფასები. უკვე ვეღარაფერს ვუმკლავდებით.
კობა ჩხაიძე:   
სოციალური დახმარება გვაქვს და სახლში სოფლის მეურნეობას ვეწ­ევით. ახლა გამაფორმეს 300 ლარიან  პროგრამაში. ვითხოვ მთავრ­ობისაგან ხე;ლი შეუწყონ ფაბრიკების გახსნას და ხალხის დასაქმდეს ნორმალურ ხელფასზე.
თამარ ხაჯიშვილი:  პროდუქტები საშინლად გაძვირდა, სამუშაო არსად არ არის. კი არ ვცხოვრობთ,  ვარ­სე­ბობთ. მე მესმის, უამრავი ადამიანია ჩემს დღეში, ეს ძალიან სამწ­უხაროა. მაქვს სოც დახმარება. ამ თანხის ნახევარი მიდის ბინის და კომუნალურების გადასახადში. ნახევარი კი არც მყოფნის ბანკში როგორ ვცხოვრობ არ ვიცი ვერ ვიტყვი. უფალია ჩემს გვერდით. ზოგს წარმოდგენაც არ შეიძლება ჰქონდეს, რას ნიშნავს გყავდეს ხუთი შვილი და ყოველდღე ფიქრში ათენებდე რა უნდა გააკეთო ხვალ. ამ დროს მოდის ადამიანი უფლის სახით და გეხმარება. ეს არის გადარჩენა. აი, ასე ვცხოვრობ ამ დიდ ოჯახში. ვისაც არ გამოუცდია ვერასდროს ჩაწვდება რას ნიშნავს. რაც შეეხება სახელმწიფოს, არ გვყავს, რადგან საერთიდ არ აინტერესებს მას ჩემნაირი ოჯახები როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ რა არის მათი შემოსავლის ან გასავლის წყარო, არ აინტერესებთ, რადგან მათი ნათესავი არ ხარ, არ ტკივათ ის, რასაც ჩემნაირი ადამიანები განიცდიან. არადა, ეს ცხოვრება, სწორედ რომ, ბუმერანგია და ყველას ის უბრუნდება, რასაც თესავს.   

მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: ---
გადასვლები: 427
FACEBOOK კომენტარები