ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მრავალჟამიერ თქვენს ღვთისმსახურებას მამა იოანე!

მრავალჟამიერ თქვენს ღვთისმსახურებას მამა იოანე!
19-01-2022, 12:32

მინდა მოგიყვეთ აცანის წმინდა ნინოს მამათა მონასტრის წი­ნამძღ­ვარ, ჩემს სულიერ მო­ძ­ღვარ, მამა იოანეს შესახებ. 
ეს არის ადამიანი,  რომლის მს­გ­­­ავსი დღე­ვანდელ ცხოვ­რე­ბაში ძნელად თუ მოიძებნება. უპ­ირველესად მასში კარგად შე­იმჩნევა, რომ უკეთილშ­ობილესი დედის აღზრდი­ლია, რაც მის ყოველდღიურ ყოფაში შეიმ­ჩ­ნევა.
 ჩვენს რაიონში ბევრი ადამიანი იცნობს მამა იოანეს და მამა ელისეს. ყველა მათგანს თავისე­ბ­ური სიყვარული აქვს ამ ორი სასულიერო პირის მიმართ და ეს სიყვარული ნამდვილი და წრფ­ე­ლია... 
ვინც კი იცნობს ამ ორ ადამიანს, დამერწმუნება იმაში, რომ აცანის მამათა მონასტერში სრ­უ­­­ლი სამოთხე აქვთ, აქ დიდი სიყვარული და მადლიერება ტრ­ი­ალებს. ამ გარემოს მადლს მა­ტებს მგალობელი ქალების გა­ლობა-ლოცვა. მათი ლოცვა-კუ­რთხევა  იფრქვევა უხვად. 
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მამა იოანე ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანია. იგი, ვფიქ­რობ,  მისაბაძი მაგალითია აცანისა და სრულიად ლანჩხუ­თის­თვის. ბევრი ასეთი სულიერი მამა მინდა იყოს ჩვენს რაიონში. 
ჩემი ტრაგედიიდან ერთი წე­ლიც არ არის ჯერ გასული.  მინდა ვთქვა, რომ ეს ტრაგედია ჩემთან ერთად მამა იოანემ იტ­ვირთა და მასთან ერთად მო­ვდივარ დღეს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი. 
დღ­ეს თუ ვდგავარ ფეხზე, ეს მამა იოანეს დამსახურებაა. ამ­ბობენ,  ცხოვრებაში  როცა დიდ განაცდელში ხარ, უფალი გიგზ­ავნის თავის ანგელოზს, ადამიანს, რომელიც ამ დიდ ტვირთს გიმსუბუქებს. ეს არის ჩემი სუ­­ლიერი მოძღვარი, მამა იოანე.  მასთან ერთად თითქოს მსუბუქდება ჩემი ყოველი დღე. 
მამა იოანე, ღმერთმა მაჩ­უქა მე შენი სახით ადამიანი, რომელმაც შთამა­გონა, რომ ცხოვ­რების გაგრძელება შეი­ძ­ლება... ჩემთვის დიდი ბედნიერებააა, რომ ჩემს გვე­­რდით დგახართ!..
მადლობას გიხდით ჩე­მი მოსმენისთვის, ჩემი ცრემ­ლის თანაზიარო­ბ­ი­სთვის, ლოც­ვისთვის, სი­ყვა­რ­ულის­თვ­ის!..
თქვენ არა მარტო ჩემ­თვის, ბევრი ადამი­ან­ისთ­ვის ხართ დასაყრდენი და საიმედო. მხოლოდ თქვენ გრძ­ნობთ და უფალი, ჩემი ბიძინა თუ როგორ მი­ყ­ვარს, უთ­ქ­მელად გეს­მით ჩემი, ეს ის ადამიანობაა, რასაც ბევრში ვერ და­ი­­ნახავ....
მე თქვენს სამოთხეში მეგობრები შევიძინე და ყოველ კვირას ველო­დები, რომ შევივსო დაცარიელებული სული...
ოქონას მონასტერში თქვ­ენი ლო­ცვა-კურთხევით ჯვარი და­გვ­წ­ე­რეთ, ჩვენს სიყვარულს სა­ნ­თელი აუნ­თეთ და მჯერა, რომ თქვენი ლოცვა-კურ­თხევ­ით ჩემი ბიძინას სულს სა­ნ­თე­ლს აუ­ნთებთ და გულშიც ლო­ცუ­ლ­ობთ მისთვის.
მინდა, ძალიან დიდხანს, დიდხანს იყოს თქვენი ღვთისმს­ახუ­რება, ბევრი ადამიანის გული გაათბოთ და თქვენი ლოცვა ცა­მ­დე ავიდეს, რადგ­ანაც თვ­ით ღმერთია სიყვარული.
ღმერთმა დაგლოცოთ!

            ნინო ჩახვაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 471
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა