ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კალანდა

კალანდა
12-01-2022, 12:31

მოგილოცავთ კალანდა დღეს,
დაესწარით მრავალსაო,
მოჩხოროზით ეამაყოს
ყველა სახლის მამალსაო.
ნუ გავუღებთ კარიეს კარს
ტურასა და მელასაო,
ნუ გავატანთ კვერცხის მდებელს
ქორს, ძერას თუ ალალსაო.
ყვინჩილებიც დაგვეზარდოს,
გვერდში ედგას მამალსაო,
ნუ გავრიყავთ ამალიდან,
შვილი ჰგავდეს მამასაო.
ნუ ვამღერებთ ერთ ეზოში
ჭკვიანსა და აბდალსაო,
არ ეყივლოს ერთნაირად 
,,პეტუხსა” და მამალსაო.
ნუ გავატანთ საგანძურსა
,,რუბლს”, ,,ევროს” თუ ,,დოლარსაო”,
ლარი ფეხზე დავაყენოთ,
ყიდულობდეს წამალსაო.
გულწიწილა ნუ ვიქნებით,
გზა დავუთმოთ მართალსაო,
თავის ფასი დადებოდეს
ყვერულსა და მამალსაო.
ვუგალობოთ ვაზის ძირსა
მაღლარსა თუ დაბლარსაო,
ჩინჩლოც, დეზიც, ამშვენებდეს
,,უსიდედრო” მამალსაო.

             გიგლა აფხაზავა
1. მოჩხოროზი _ ახალმოფრთიანებული წიწილები. 
2. ჩინჩლო _ მამლის ბიბილო.

განყოფილება: ---
გადასვლები: 53
FACEBOOK კომენტარები