ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რევაზ კვერენჩხილაძე: ვისურვებ დასაქმდნენ ჩვენი ღირსეული მოქალაქეები, რომ თავიანთი შრომითა და გამოცდილებით შეინახონ ოჯახები

რევაზ კვერენჩხილაძე: ვისურვებ დასაქმდნენ ჩვენი ღირსეული მოქალაქეები, რომ თავიანთი შრომითა და გამოცდილებით შეინახონ ოჯახები
5-01-2022, 11:46

ინტერვიუ ლანჩხუთის ,,მედალფას“ მენეჯერთან, რევაზ კვერენჩხ­ილაძესთან
- მოგესალმებით ბატონო რეზო!
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ გიცნობენ ლანჩხუთის რაიონში, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ,  ძალიან თბილ, კეთილ და კარგ ექიმს. ჩვენ ისიც გვაინტერესებს, როგორი ხართ კლინიკის გარეთ, როცა ექიმის თეთრი ხალათი არ გაცვიათ.
- სამსახურის გარეთ ვარ ჩვე­ულებრივი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების რიგ­ითი წევრი. ოჯახში საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ვარ, განსაკუ­თ­რებით შვილების მიმართ, რადგან მჯერა,  რომ დისციპ­ლინის გარეშე, ისინი საზოგადოების სრულუფლ­ებიანი და ღირსეული წევრები ვერ გახ­დებიან. 
- მეგობრებთან?
- მეგობრებთან საკმაოდ თბი­ლი ურთიერთობა მაქვს. მყავს ძალიან ბევრი და ღი­რსეული მეგობარი, რომ­ლე­ბ­თანაც მოცალეობის ჟამს დი­დი სიამოვნებით ვატარებ ხოლმე დროს.
- ოჯახში რომ დისციპლინის მოყვარული ხართ, ეს ძალიან კარგია და შრომი­სმ­ოყვარეობას აჩვევთ მომავალ თაობას, მაგრამ ამბობენ, ამავე დროს ძალიან თბილი, მზრუნველი და იუმორით სავსეც ბრძა­ნდებით?
-  იუმორის გრძნობა ნამდვილად არ მაკლია. ბავშვობიდან, სკოლის პერიოდში, ხშირად ვმონაწილეობდი კონცერტებში, რომლებიც იმართ­ებ­ოდა ჩვენს სოფელში. მოგეხსე­ნე­ბათ, ჩოჩხათიდან ვარ. ასევე ვიყავი მხიარულთა და საზრიანთა კლუბის აქტიური წევრი,  ვიყავი ლანჩხუთის გუნდის კაპიტანი. მონაწილეობა მივიღეთ რეგიონულ შეჯიბრში, სა­დაც პრაქტიკულად გავიმარჯვეთ, თუმცა მაშინდელმა გურიის გუბერნატორმა, შევარდნაძის დროს ეხება ეს, წაგებად ჩაგვითვალა სამწუხაროდ და...
- პაციენტებთან თუ გადგებათ იუმორი?
- რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ურთიერთობაში პაციენტებთან ძალ­იან მადგება იუმორი, პაციენტებიც არ განიცდიან იუმორის ნაკლებობას. მოგეხსენებათ, ყველა გურ­ული იუმორის დიდი გრძნობით არის დაჯილდოებული. აქედან გამ­ომდინარე ძალიან კარგად ვუგებთ ხოლმე ერთმანეთს.
- რაიმე კურიოზი ხომ არ გაგა­ხსენდათ ამ კონკრეტულ მომენტში?
-  ბევრი ფაქტია, მაგრამ ერთ-ერთს გავიხსენებდი. რამდენიმე წლის წინ ბებიამ და ბაბუამ მოიყვანეს წლინახევრის ბავშვი, რომელსაც თევზის ძვალი ჰქონდა ყელში გაჩხერილი. ბავშვი იყო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, პრაქტიკულად ძლივს სუნთქავდა, ყლაპვა ჰქონდა ძლიერ გაძნელებული, აწ­უხებდა ტკივილები, ტიროდა, ჭირვ­ეულობდა, უცხო სხეული იყო ძალიან ღრმად, პრაქტიკულად 1-2 მილიმეტრი ჩანდა, ნახევარსაათიანი დაძაბული შრომის შედეგად ამოვ­იღეთ უცხო სხეული და ის აღმ­ოჩნდა საკმაოდ დიდი, დაახლოებით 3,5 სმ. თევზის ძვალი. ღამის თერ­თმეტი იქნებოდა, როდესაც მომიყვანეს ეს პაციენტი და ოპერაციის შემდეგ გაბრაზებული მივუბრუნდი ბებიამისს და ვეუბნები, ამ დროს რამ მიგაცემინათ ბავშვისთვის თევ­ზი მეთქი. ბებიამ იხტიბარი არ გაიტეხა, გახედა თავის მეუღლეს, ბავ­შვის ბაბუას და მითხრა:
- რა ვქნა ბატონო ექიმო, ბაბუა­მისი ისე მადიანად მიირთმევდა, შე­ეხარბა ბაღანას და ხელიდან გამო­ღლიტაო.
-კლინიკის საქმიანობაზე და მედპერსონალზეც ორიოდე სიტყვით რომ გვითხრათ?
- მოგახსენებთ, რომ „მედალფა“-ს ლანჩხუთის კლინიკა გათვლილია 35 საწოლზე. ამჟამად კლინიკა ფუნქციონირებს ჰიბრიდულ რეჟი­მში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ როგორც კოვიდინფიცირებულებს, ასევე სომატურ პაციენტებს.  იზო­ლირებულად გამოყოფილ სივრცეში კოვიდპაციენტებისთვის გვაქვს 23 საწოლი, რომელიც ყოველდღიურად სრულად არის დატვირთული. ასევე გვაქვს სომატური, არაკოვიდ ინფიცირებულებისთვის, 12 საწოლი. ჩვენს დაწესებულებას პრაქტიკულად ფრონ­ტის წინა ხაზზე უწ­ევს მუშაობა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თი­თო­ეულ სანიტარს, თით­ოეულ ექთანს, ექიმებს, ადმინისტრაციულ სამსახურს, გან­საკუთრებით მათ, ვინც უშუ­ალოდ ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში, ასევე ტექნიკურ პერსონალს, რომელიც გუ­ლ­ითადად ემსახურება მათ. 
- რას უსურვებდით ლანჩ­ხუთში მაცხოვრებლებს?
- პანდემიიდან გამომდინ­არე ხედავთ, რომ ლან­ჩხუთელებს ღი­მილი აკლ­იათ. მე მჯერა, რომ 2022 წელი, მთელი მსოფ­ლი­ოს­ათვის კოვიდის დამარცხების და­საწყისი წელი იქნება  და ვისუ­რვებდი, რომ ყველა ლანჩხუთელის და ყველა ქა­რ­თველის სახეზე მეტი ღიმილი და მეტი სითბო დავინახო. 
- გარდა ღიმილისა, რისი ნაკლებობა იგრძნობა კიდევ? რას ის­ურვებდით, რომ შევსებულიყო?
- მეტი სამუშაო ადგილი მინდა ვუსურვო თითოეულ ქართველს. სა­ხელმწიფო ყველაფერს აკეთებს და ვისურვებდი, რომ კიდევ და კიდევ მეტი სამუშაო ადგილი შექმნი­ლი­ყოს და დასაქმდნენ ჩვენი ღირ­სე­უ­ლი მოქალაქეები, რომ თავიანთი შრომითა და გამოცდ­ილებით შეინ­ახონ ოჯახები.

  ესაუბრა 
 მერაბ ფირცხალაიშვილი            

განყოფილება: ---
გადასვლები: 669
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა