ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თქვენი ლოცვა უცილობლად ახდება!

5-01-2022, 11:41

ვერა და ვერ ვაქციე ეს ახ­ალი წელი ზეიმად. ეს მხოლოდ ყას­იდი ზეიმი იყო... შეუძ­ლე­ბელია თავად რაც უნდა გილ­ხინდეს, ამ უმძიმეს გარ­ე­მოში ბედნიერი იყო; ბედნიერი იყო გარემოში,  სადაც ფა­ფარა­შ­ლი­ლი დაძრწის სიკვდილი; ბე­დნიერი იყო პან­დე­მიის შიშით სახემორღვეული, უთვალავი კი­თხვის მქონე ადამ­იანების გა­რემოცვაში, ეკონომი­კამო­შ­ლილ სივრცეში; ბედნიერი იყო ამ უიმედობაში...
დრო გარბის... დრო დროს მიე­­ჭენება... დრო გვაშინებს!.. 
და მაინც გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას!
ახალ წელს მაინც იმედი ახლავს!
გადავწყვიტე ეს მოლოცვა ჩემი პატარა შვილებისგან, გივისა და რეზისგანაც იყოს, რადგან, მიმაჩნია, რომ ამ თაობის სულიდან გადმოსული მადლი ჩვენს სულებს მალამოდ დაეფინება, გულებს გაგვითბობს, ენერგიას შეგვ­მატებს, სიხალისეს მოგვაფრქვევს, სიყვარულს გაგვიახლებს, რწმენას შეგვ­მატებს, მომავლის იმედს დაგვიბრუნებს...  ყველაფერი ეს ხომ ჩვენ ძალიან გვჭირდება, ძალიან!..
ამ პატარების თაობაში დიდი ნათელია!...
საქართველოს მომავალი მათშია! ამ მომავალს ვერავინ დაამარცხებს! ღმერთი დგას მათთან! მე ძალიან მჯერა... ვიცი თქვენც გჯერათ.  
ამ რწმ­ენით გილოცავთ ახალ წელს!
გთხოვთ ჭიქა აიღეთ ხელში და დალოცეთ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაო­ბა, რომელმაც უნდა დაუბრუნოს ძველი დიდება საქართველოს! 
ჭიქა აიღეთ ხელში და მთელი რწმენით დალოცეთ! თქვენი ლოცვა უც­ილ­ობლად ახდება!
ღმერთი გვფარავდეს!

                                      ნონა გიგინეიშვილი

განყოფილება: ---
გადასვლები: 188
FACEBOOK კომენტარები