ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა უთხრა ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა ,,ჰო და არას~“ და რა აქვს კიდევ სათქმელი?

რა უთხრა ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა ,,ჰო და არას~“  და რა აქვს კიდევ სათქმელი?
1-12-2021, 14:34

,,ჰო და არს“ სტუმარია  პარტია ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორ­განი­ზაციის ყოფილი წევრი, ჯანო ქინლაძე. ბატონ ჯანოს ლანჩხუთში ბევრი იცნობს, იგი არის პატიოსანი და ერ­თგული ადამიანი და აგრეთვე სპო­რტის დიდი მოყვარული დანარჩენს თავად გვეტყვის:
_ ვსარგებლობ შემთხვევით, როგორც სპორტის მოყვარული და ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდს ვულოცავ საქართველოს ჩემპიონობას. ასევე ვუ­ლ­ოცავ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჩხა­იძეს; მენეჯერს, დურმიშხან ჩხაიძეს.  იმისთანა დრო დამდგარიყოს, ხალხს უხაროდეს ფეხბურთის მატჩებზე დას­წრეაბა.
- ბატონო ჯანო, თქვენ მოდიხართ ეროვნული მოძრაობიდან. რამდენიმე სიტყვით რომ გვითხრათ, როგორი განწყობილება იყო მაშინ?
- ეს იყო 1978 წელი. ბათუმში ვცხოვრობდი მაშინ და სტუდენტობის გვე­რდით დავდექი. ეროვნულმა მოძრაობამ ხალხი გამოაღვიძა. მომდევნო წლებში გამოღვიძების პროცესი იზრდებოდა. კომუნისტური პარტიის წევრი მეც ვი­ყავი, მაგრამ იმ დღიდან ჩემში  გარდატეხა  დაიწყო. 1981 წელს დავტოვე კო­მ­პარტიის რიგები. ეს ის პერიოდია, რო­ცა არავინ არ იცოდა სსრკ თუ დაინგრეოდა. ვამაყობ იმით, რომ ხანმოკლე, მაგრამ ახლო ურთიერთობა მქონდა მე­რაბ კოსტავასთან. 
- ამის შემდეგ რომელიმე პარტიის წე­ვ­რი  იყავით?
- მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ წევ­რი გახლდით. ძალიან ახლობელი ადამიანი იყო ჩემთვის გია ფირც­ხ­ალაიშვილი,  ყოფილი პარლამენტარი, მართლაც სა­უ­კეთესო ადამიანი.
- ეროვნული მოძრაობის აქტიური წე­ვრი არც ართი პარტიის წევრი არ გამხდარხართ. რამ განაპირობა თქვენი ,,ქართული ოცნების“ წევრობა?
_ პარტიული საქმიანობის განწყ­ობ­ილება არ მქონდა, იმ ადამიანების რიგში ვიყავი, ვინც ალალად იბრძოდა ქვე­ყნისთვის. 2003 წლიდან დაწყებული რაც მოხდა, როცა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფ­ლება­ში მოსვლის შემდეგ, ბუტა რობ­აქიძე მოკლეს და სხვა, რაც ხდებოდა ამან განაპირობა, რომ გავხდი ,,ქართული ოცნების” წე­ვრი.
- რა შეიცვალა ქალთული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?
_ სიკეთისაკენ მე ვერაფერს ვერ ვხედავ. ახლა რომ გამოდის პრემიერი და ამბობს, ვისაც შრომა შეუძლია და სოციალური აქვს, ის უნდა დავას­აქმოთო, სად მიყავთ ამდენი ხალხი? 2012 წლის მერე 9 წელი გავიდა ხომ?
-,,ქართული ოცნება“ როდის დატო­ვეთ?
-შარშან ოფიციალურად დავტოვე პა­რ­ტია. მიზეზი იყო ის, რომ ამ ხნის განმავლობაში უკეთესობისაკენ არაფ­ერი არ შეიცვალა. მაგალითისა­თვის, გზა კარგია, მაგრამ იმ გზის ბოლოს თუ სამსახური არ ჩანს, თქვენ გაივლით ამ გზაზე?  ჩემთვის არარაობაა მაგი, შვი­ლი თავისი ოჯახით წასულია საფრანგეთში, იქ არის კარგად, მაგრამ ერთი მე მკითხეთ?
- ანუ იდეა, რომელსაც თქვენ ემსა­ხურებოდით არ აღმოჩნდა სიკეთის მომტანი?
- ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი არ გაკეთდა,  ძალა რომელსაც ჩვენს პი­­რობებში შრომა შეუძლია აღარაა, წა­ვიდა ხალხი. შრომა ვისაც შეუძლია, თითო­ო­რ­ოლა კაცია დარჩენილი.
- ეს იყო მხოლოდ დაპირება, რომელიც არ შესლურდა?
- დაპირება იყო და ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი. 100-ს რომ დაპირდები და ათსაც  არ გააკეთებ, იგივე ათში ერთი რომ ვერ გააკეთო კიდევ არაფერი. 9 წელიწადში უნდა გაკეთებულიყო საქ­მეები, ჩემის აზრით. ახლა ემატება ხალხს ხელფასები ხომ? დავუშვათ 1000 ლარი აქვს და ასი ლარი ემატება, მე რა ვქნა? ჩემთვის პირიქით ძვირდება ყველაფერი. მე ვიბრძოდი დამოუკიდებლობისათვის, გა­მოვიდეს ერთი ლანჩხუთელი და მითხრას, შენზე მეტი ნაბრძოლი ვარ ეროვნულ მოძრა­ობაშიო? იმის  შემდეგ 2007-ში ნაცემი ვარ 2009 წელს  მთელი 4 თვე კარვები რომ იდგა რუსთაველზე, პირველიდან ბოლო დღემდე ვიყავი, შიმშილობა და ბევრი რამე გამოვიარე. აქ, ლანჩხუთში რაც ხდებოდა, თქვენც იცით, ეს ყველაფერი არ დასრულდება, სანამ იქნება იმისტი და ამისტი.
- თქვენ იყავით ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი და ის პასუხისმგებლობა გარკვეულწილად თქვენიც არის, რომ დანაპირები არ შესრულდა?
- ასეა,  ამ კუთხით შემიძლია ერთი ვთქვა, 75 წლის ვარ და ამ ხნის მანძილზე ბოდიში არ მომიხდია არა­ვისთვის, გარდა დედაჩემისა. არ გა­მიკეთებია ცუდი და რა გამოვიარე? ათასგვარი ამბები გადამხდა თავს. 
უმძიმესი მდგომარეოაბაა, თუნდაც ფასების კუთხით, ხალხმა რა ქნას შეიძლება არც იმისთვის არაა ხელფასი მაღალი საჯარო სამსახურში ვინც მუშაობს და სულ რომ არა აქვს იმან რა ქნას?
- თვლით თუ არა, რომ ქალთველი მოსახლეობა ზარმაცია?
- შეძლება ვთქვათ, რომ გაზარმაცდა. ანაზღაურებას ითხოვს ადამიანი, ეს ანა­ზღაურება არაა, შრომას სჭირდება და­ფა­სება.
- სოფლის ცხოვრებაში ჩახედული ად­ამი­ანი ბრძანდებით და გკითხავთ, თუ შეიძლება დღეს ოცდამეერთე საუ­კუნეში  სოფელში ადამიანმა თოხით და ბარით რაიმეს მიაღწიოს?
-სოფელი ვიცი კარგად, თუმცა ჯერ ბათუმში და მერე თბილისში ვცხოვ­რობდი, აცანაში დაბადებული და გაზრდილი ვარ. აცანას 480 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა წელს თუ არ ვცდები და­ით­ესა 22ჰ. რითი ცხოვრობს ხალხი? ჭადი, ლობიო და ასეთი რამე ხომ სჭირ­დება, მაგრამ ვერ შვება.
- თქვენი ინფორმაციით, არის თუ არა დღევანდელი სოფელი მექნიზაციის გა­რეშე დარჩენილი?
_ თუ იყო რაღაც რაოდენობა ტექ­ნი­კის, დღეს ალბათ არის თითოოროლა. მე­რე კიდევ სულ სხვა ამბებია, ფართობი უნდა შეიღობოს გასუფთავდეს და ათას­გვა­რი რამ, ამასთან ერთად ხალხი წასულია და მიდის კიდევ სოფლიდან.
- ამ ყველაფერს თანხა სჭირდება, რისი საშუალებაც არ აქვთ ხომ?
- თანხაც სჭირდება, ორგანიზებაც და ტექნიკაც, რთულია, რთულია. ხელმისაწვდომობა ამ ყველაფერზე რაც ჩამო­ვთვალეთ, თანხა იქნება ტექნიკა თუ  ორგანიზება, სოფლის მაცხოვრებლის­ათვის არ არსებობს და აბა სხვა რა უნ­და გააკეთოს, იძულებულია დატოვოს სოფელი. ხალხი უნდა დამაგრდეს სოფელში, მაგრამ რამ უნდა დაამაგროს?! ორასიათასი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათო, ეს სულ ბოლო ნა­თქვამია ხელისუფლების მხრიდან, ასე იოლია ეს? ვერ შექმნი, ასე სადაა?
- იფიქრებდით თუ არა თქვენ ცხრა წლის წინ, რომ ლანჩხუთში არც ერთი საწარმო არ აშენდებოდა ხალხი რომ დასაქმებულიყო?
- შეიძლებოდა ისეთი საწარმოები გა­კე­თებულიყო, რომელიც ხალხს დაა­საქმებდა, მაგრამ არ მოხდა. ჩემს ახ­ლობელთან ვთქვი, რომელსაც ხშირად ვუსმენ, მან მითხრა, შენ მოგენატრა ალბათ ახალგაზრდობაო, შემდეგ მივხვდი რატომ მითხრა ეს? იმიტომ, რომ ვინც მუშაობდა, ყველას ჰქონდა ყველაფერი.
- რატომ უნდა იყოს საქართველო დღეს მშიერი?
- იმიტომ რომ,  სამუშაო არაა და  ვერ ვხედავ გაკეთებულს ვერაფერს, რომ კეთდებოდეს,  დავინახავდით. კიდევ ვამბობ, ასს რომ დაპირდები და ათსაც ვერ აკეთებ, საქმე არის ძალიან ცუდად.
- თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ალალად და მართლად ამბობს, რომ დანაპირები არ შესრულდა, მაგრამ ხომ არიან ადამიანები, რომლებიც იხტიბარს არ იტეხენ?
- ბევრი იყო ნაციონალურ მოძრა­ობაში და ბევრი მათგანი ჩემს გვერდით და­ვიყენე, შეცდომა დავუშვი და მოვიხდი ბოდიშს, რომ ამას ვაკეთებდი.
- ხალხი, ვინც ახლა წარმოადგენს ,,ქართულ ოცნებას“, ამ შემ­თხვევაში ადგილობრივ ორგანიზაციაზე მაქვს სა­უ­ბა­რი, არის თუ არა ის ხალხი, რო­მელიც მაშინ იდგა თქვენს გვერდით?
- ვერ მიხვდები ვინ ვინ იყო, ხალხი ვინც ჩემს გვერდით იდგა, ახლა ყველა სამსახურებშია. ჩამ­ოვწერ მაგას ყველას და აბა, ბუზი ამიფრინოს ვინმემ თავზე. საკმაოდ პრესტიჟულ და ანგა­რიშგასაწევ სამსახურებში ვმუ­შაო­ბდი, ხანდახან ცრემლი მო­მდის, რატომ დავტოვე და ჩა­მოვედი ლანჩხუ­თში. ძალიან ბევრი მაქვს სათ­ქმელი, ჯერ არ მითქვამს ყველა­ფერი.
- რა არის ის თვისება, რის გამოც შეიძლება ახლანდელ დროში ადამიანმა სამსახური იშ­ოვოს?
_ ქვემძრომიალე, მედროვე  უნდა იყო, მეტი რა?! ან ,,ზემოთ”Y ჩააწყო. მე მა­გას ასი წელი არ ვი­კადრებ.  დარწმუნ­ებული ვარ, რომ უნდა შეიცვალოს ახლა ხელისუფლება, მესამე ძალა უნდა მოვიდეს და ჩვენდა სამწუხაროდ, არ ჩანს ეს მესამე ძალა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ამ ჭაობიდან. ისინი დასკუპტებიან და იქნებიან მაინც იქ, აქვთ ამის ტექნოლოგია, როგორ იყონ მუდამ ხელისუფ­ლებაში. 2012 წლის  პირველ ოქ­ტო­მ­ბერს არჩევნები იყო და ორი დღით ად­რე მოვიდა ჩვენთან ნაციონალებიდან და პრესტიჟულ სამსახურშია კაცი დღეს. არის ას­ეთი ბევრი და უარესი კიდე რამდენია?
- არის თუ არა ახლა სა­პროტესტო მუხტი ხალხში იმის გამო რაც ხდება?
- ბევრი ღიად ვერ ამბობს, თორემ ისე როგორ არა, ვხვდები ხალხს, რომელიც ჩემთან ამბობს და ღიად ამას ვერ იტყვის.
- არის თუ არა ცვლილე­ბებისთვის დრო დამდგარი?
- დაგვიანებულიცაა  უკვე ყველაფერი. ხალხი არის წასული ქვეყნიდან, ვინც დარჩა ვერ აკეთებს ვერაფერს.  ერთადერთი სამსახური, ვინც მუშაობს არის დასუფთავების სამსახური. დანარ­ჩენი, ასფალტს დააგებ თუ რას იზამ, არის უხარისხო და ფულის გათეთრება. წელიწადში რამედენიმეჯერ ერთსა და იმავე ადგილას აგებენ ასფალტს. მაგალითად, შუ­ხუთის გადასხვევთან არის ორმო, მოვიდა ხალხი და ასფალტი პირდაპირ ჩაყარა ამ ორმოში. აწი გა­აკეთე ისე, რომ არ გაფუჭდეს, წყალში არ ჩაიყაროს ყველაფერი. არის ხალხი, ვისაც საქმის კეთება შეუძლია გულით და ხარისხიანად, მაგრამ მას იქ არავინ არ მი­უშ­ვებს.
- 9  წლის მერე რის გამოს­წორება შეუძლია ამ ხელისუფლებას?
- ჩემი გათვლით ის წინადადება, რაც წამოვიდა პრემიერიდან, ვგულისხმობ ხალხის დასაქმებას, ვერაფერს ვერ უშველის.
- მოკლედ ვიცით, რაც გვაქვს და რაც ხდება რეალურად, მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა უშველის ამას?
_ ხელისუფლების ცვლა. იქ ვინც არის დღეს, არც ერთი არ უნდა დარჩეს, მოვიდეს უნდა ის, ვისაც საქმის გაკეთება შეუძლია. ეს პროცესი გარდაუვალია, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების ალბათობა ძალიან ცოტაა.
- აბა როგორ?
- ჩემი აზრით, ხალხი უშველის თავად,  რომელიც სხვა  გამოსა­ვ­ალს ვეღარ ხედავს...

მაია კუკულაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 974
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა