ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როდის შევჩერდებოდი?

25-08-2021, 11:42

რომ ვფიქრობდე, სიტყვას არანაირი ძალა არა აქვს, იქამდე ვართ მისული; რომ ვფიქრობდე, სიტყვა გაბითურდა, ღირებულება და ფასი დაკარგა, იგი ხალხს არ ესმის, ამ ფრაზებს, რომე­ლსაც თქვენ აქ კითხულობთ, არან­აირი დატვირთვა არ ექნებოდა და შევჩერდებოდი... მაგრამ ასე არ ვფიქრობ... 
ასე არ ვფიქრობ, რადგან სიტყვის ნდობა და სიტყვაზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არის და ვიცი, ყოველთვის იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, დიახ, ყველაფრისა, მოყოლებული იქედან, როცა სამოცდაათი წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში არსებობდა ფორმაცია, რომელიც ატყუებდა ხალხს, ყველა დანაპირები ქარმა წაიღო; კაცობრიობის ,,ბედნიერი“ მომავალი ისე გაქრა, რომ ნასახიც არსად ჩანს.
მერე დამოუკიდებელი საქართველო _ დიდი აღფრთოვანება; აქაც იმედგაცრუება...   დაკარგული ტერიტორიები, უსახლკარო ადამიანები, უმუშევრობა; უცხო ქვეყნებში სამუშაოს ძებნა, დაცლილი ოჯახები;
და მაინც, ვფიქრობ, რომ სიტყვას ძალა აქვს, სიტყვას ელოდებიან ადამიანები.
და რას ამბობს ხელისუფლება დღეს?!
ან რას ამბობს ოპოზიცია?! 
ცოტა გაურკვეველია ყველაფერი... ძნელად გასაგები მდგომარეობაა... ვფიქრობ, ორივე მხარეს მართებს დაფიქრება... 
ერთი რამ უდავოა _ ხალხი ელის სიტყვას, რომ გადაწყვიტოს საით წავიდეს...
დიდი იმედი მაქვს, ხალხს თავის­უფალ ნებას არავინ შეუზღუდავს და თავადაც ეყოფა ძალა არ შეიზღუდოს თავისუფლება; გონივრული გადაწყ­ვეტილება მიიღოს, ისეთი, რომელიც მის მომავალს, მისი შვილების მომავალს წაადგება.
სიტყვის ძალის რომ არ მჯეროდეს, ერთ სიტყვასაც არ დავწერდი...
თქვენთვის ვწერ, რადგან თქვენი მჯერა!..
ნონა გიგინეიშვილი

განყოფილება: ---
გადასვლები: 624
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა