ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მოგიწოდებთ, არ ჩათვალოთ თავი მასის ნაწილად!

23-08-2021, 11:37

ახლოვდება დღე, როცა ყველა ჩვ­ენგანს მოგვიწევს არჩევანის გაკეთება, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე. 
რა თქმა უნდა, შორსა ვართ იმ აზრ­ისგან, რომ ნორმალური მოქალაქე თავს აარიდებს ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას, რასაც არჩევნები ჰქვია. 
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, არსებ­ული სიტუაციის, გარემოს გამო მეტად ინდიფერენტულადაა განწყობილი  მიმდინარე მოვლენების მიმართ, შესაბამ­ისად უიმედოცაა და აღარ სჯერა, რომ ამ ქვეყანაში ოდესმე რაიმე თავის სა­სარგებლოდ შეიცვლება. მიუხედავად ამისა, ყველამ თავისი წილი უნდა დად­ოს მომავლის საკეთებლად, რისთვისაც ამ არჩევნებს, მიუხედავად ყველაფრისა, დიდი მნიშვნელობა აქვს.
...და შეიცვლება, უთუოდ შეიცვ­ლე­ბა!... წინსვლას, აღორძინებას, განახლებას პიროვნება ემსახურება და არა მასა. მოგიწოდებთ, არ ჩათვალოთ თავი მასის ნაწილად, თქვენ ხომ პროგრეს­ული ადამიანი ხართ, გონიერი...  გონება კი იმისთვის გვაქვს, გავიგოთ, რა­ტომ ხდება ის მარცხი, რაც ჩვენს ირგვლივაა; გონება იმისთვის გვაქვს, არ დავემორჩილოთ მათ, ვისაც ჩვენი მართვა სურს თავის სასარგებლოდ; გონება იმისთვის გვაქვს, რომ ნათელ, სწორ გზაზე გავიდეთ; ბევრჯერ მოტყ­უე­ბულმა, იმედი მაინც არ უნდა დავკ­არგოთ. გონება ღმერთმა გვიბოძა და სწორედ ის გვავალდებულებს არ დავნებდეთ, არ დავეშვათ ქვემოთ,უფსკრულისკენ, საი­­დ­ანაც ამოსვლა უკვე ძალიან გაგვიჭ­ირდება;
გონება იმიტომ გვიბოძა ღმერთმა, რომ გონიერად ვიცხოვროთ და არა ისე, რომ პრობლემის არსებობა სხვას გადავაბრალოთ. ყველამ თავისი წილი უნდა გაიღოს ქვეყნის სასარგებლოდ... ქვეყანა შენი ოჯახია, ჩემი ოჯახია, მისი ოჯახია... მისი და მისი... და თუ ყველანი კარგად არ ვიქნებით, ქვეყანა ვერ ამოისუნთქავს. და თუ ქვეყანა ვერ სუნთქავს, სუნთქვა ყველა ნორმალურ ადამიანს უჭირს... და თუ ვიღაცას ჰგონია, რომ ნორმალურად სუნთქავს, ცდ­ება. ეს შეუძლებელია... ეს მხოლოდ მოჩ­ვენებითია, მეტი არაფერი... არ გის­ურვებთ მოჩვენებებით სავსე გარემოში ცხოვრებას! არ გისურვებთ!..
ნონა გიგინეიშვილი

განყოფილება: ---
გადასვლები: 481
FACEBOOK კომენტარები