ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მთავარია არ გავიყიდოთ!

18-08-2021, 11:35

აკაკი ბაქრაძემ, როცა ის სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს, ბრძანა:,, სსრკ-ში დეპუტატობა მძიმე მოვალეობა კი არ არის, არამედ _ ჯილდო. კარგად მო­წველა ადამიანმა ძროხა, შეიძლება ჯილდოდ დეპუტატობა მისცენ. ბევრი ქვანახშირი მოანგრია, შეიძლება დეპუტატი გახდეს. დაწერე კარგი წიგნი, აქაც დასაშვებია დეპუტატობით დაგაჯილდოონ. რა თქმა უნდა, ამას დეპუტატობასა და მის საქმიანობასთან არა­ვი­თარი კავშირი არა აქვს. ამგვარი დეპუტატებისაგან შემდგარი საბჭო თუ პა­რლამენტი საქმეს ვერ გააკეთებს. იგი უფ­უნქციოა და მოჩვენებითი დემოკ­რა­ტ­ი­­ისთვის არსებობს.” 
დიახ, საბჭოთა ეპოქაში დეპუტატობა ჯილდო იყო. მაშინ ხომ არავის აინტერესებდა შენი აზრი, მითუმეტეს საკანონმდებლო დონეზე. ამ, ვითომდა ხალხის იმპერი­აში, ბევრი გაურკვე­ვლობა იყო. ფა­რდაჩამო­ფარებული სამყარო ბევრ სი­მარ­თლეს მალავდა და საერთოდაც, რა იყო სიმართლე არავინ უწყოდა, რადგან აზროვნება აუკრძა­ლეს ხალხს, არჩევანი  ჩაუკეტეს... ჩაკეტილმა სამყარომ კარგა ხანი იარ­სება, კარგა ხანს არ შედრკა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც დაიმსხვრა...   ეს იყო იმ ეპოქაში. 
დღეს რა ნიშნით ხდებიან ადამიანები დეპუტატები? რა დამსახურება აქვთ ან კიდევ რას აპირებენ დეპუტატად გახდომის შემთხვევაში? რამდენად აქვთ მათ დეპუტატისთვის აუცილებელი პო­ლ­იტიკური და სახელმწიფოებრივი აზ­როვნება? აქვთ მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური მრწამსი? აქვთ საჭირო გა­ნათლება? საკითხავია _ ფიქრობენ ამ­ა­ზე?!რატომ აქვს დეპუტატის მანდატს დიდი მიზიდულობა? არა მგონია ამას, უმრავლეს შემთხვევაში, ხა­ლხზე ზრუ­ნვაში გათენება-დაღამების სურ­ვი­ლი ახ­ლდეს. მაშ რაშია საქმე? ამაზე შენ დაფიქრდი ჩვენო ძვი­რ­ფ­ა­სო მკითხ­ველო! დაფიქრდი! თუ არსებულ გარემოს, შექმნილ სიტუაციას გავაცნობი­ერებთ და გავისიგრძეგანებთ, დასკვნას ადვილად გავაკეთებთ _ იშ­ვიათი გამ­ონაკლისის გარდა, დეპუტატის უფლება-მოვალეობა მხოლოდ პირადი განდიდების და მატერიალური წინსვლის საშუალებაა ჩვენს გარემ­ოში. ჩვენ ის­ღა დაგვრჩენია, დიდი ფიქრის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. 
მაპატიეთ, მაგრამ უნდა შემოგბედოთ _ მთავარია არ გავიყიდოთ!
            ნონა გიგინეიშვილი

განყოფილება: ---
გადასვლები: 570
FACEBOOK კომენტარები