ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როცა ხელისუფლებას აღარაფერი აქვს სათქმელი...

28-07-2021, 13:09

მომავალი ადგილობრივი არ­ჩ­ევნებისთვის ხელისუფლებას აღ­არაფერი დარჩა სათქმელი, დაპ­ირებები გაცვდა, ხალხი დაი­ღალა, ამჯერად ამ დაპირებების თავადაც არ სჯერა და რა ქნას ხავსს ეჭიდება.
 ეს ხავსია ჟურნალისტებთან დაპირისპირება, ნათქვამია: ,,ვინც ქარს თესავს ქარიშხალს მოიმკისო" სოციალურ ქსელს რომ გადახედოთ დაინახავთ ვინ იზი­არებს ხელისუფლების ჩაწოდ­ებულ  ,,პატაჩას"?!.საჯარო მოხ­ე­ლეებისა და ა(ა)იპის თანამშრ­ომელთა ნაწილი ღია შეტევაზეა გადასული  საკუთარი ფეისბუქ გვერდებიდან, ჟურნალისტებს დაუ­ქცევიათ თურმე ქვეყანა.
,,ოცნების" ხელისუფლებაში მო­­სვლის დღიდან ლამის მთელი დუნია იყო გაკვირვებული,  რა­ტომ შემოიკრიბა ამ ძალამ თან­ა­მდებობებზე და რიგით სამსახ­ურებში უდიპლომო ხალხი,  რო­­ცა  ქვა რომ ისროლო დიპ­ლ­­­ომიანს მოხვდება,თუმცა ასეთი აქსიომაც არსე­ბობს: ,,დიპლომი არ ნიშნავს განათლებას" -,მეტი გაუნათლებელი და უდიპლომო" ასეთი ,,ოცნების“’ ხელწერა კადრების შერჩევაში.
 მინისტრი და თანაც კულტ­ურის, იმისათვის იცლის ჟურნ­ალისტს მიკროფონი წაგლიჯოს ხელიდან, რომ მერე  ლიანგმა ამაზე იჭყლოპინოს, სეირს მიჩ­ვეული  მამა და მარჩენალს დან­ატრებულები გაყვირიან: უი რა ცუდი ჟურნალისტები გვყ­ავს!, სწორედ ჟურნალისტებს შეუშლიან ხელი ქვეყნის აყვა­ვებაში!.
რასაც ჩაგძახებენ იმას ამის­ძახებ,  სოციალურ ქსელში ცრუ  გვერდებიდან წამოსული ყალბი პათოსი, მამულიშვილობაზე, ტრ­ადიციებსა და ზნეობაზე, ერთ­მორწმუნე მეზობლის მაამებელი ტექსტები ხომ იმის გამოხატულებაა, რომ წინ არა და უკან კი მივდივართ.
ჟურნალისტებთან დაპირი­სპ­ირება კიდევ არაფერია, იმასთან რაც  განსხვავებული ორიენტ­აციის ადამიანებზე ამბავია ატე­ხილი. გადახედვაც არ უნდა  სა­ჯ­არო მოხელეთა  და ა(ა) იპის ზოგიერთი თანამშრო­მლე­ბის პირად გვერდებს სოცი­ა­ლურ ქსელში, ძალიან მდაბიო და სამარცხვინო საქციელია, როცა მამაკაცებს და ქალბატონებს გაზიარებული აქვთ ფოტოები, რომლის წარმომა­ვლობაც არ იციან, მაგალითად ხშირად ტრიალებს კაბიანი კაცის ფოტო, მის საპირწონეთ კი ჩოხოსანი ჰყავთ მიჩნეული,  სვამენ კითხვას: რომელი ჯობია? ერთი რამ უნდა ვთქვა მათ გას­აგონათ, თქვენ რომელი გაინტე­რესებთ ქალბატონებო და ბატო­ნებო  ჩოხოსანი ?თუ კაბო­სანი?  ძველი ანეგდოტი მახსენდება: ქალბატონმა წერილი მისწერა ლექსიკონის შემდგენელს და უსაყვედურა იმისათვის, თუ რა­ტომ შეიტანა, ლექსი­კონში უწ­მაწური სიტყვები? წერილის ადრესატმა მშვიდად უპასუხა ამბიციურ ქალბატონს - ვიცოდი, რომ თქვენა ამ სიტყვებს მოძებნიდითო. დიახ იცოდა ხელისუფლებამ,  რომ საუკუნეების წინანდელი ყბადაღებული თემით დღევანდელი საზოგადოების ნაწილი აუცილებლად დაინტერესდებოდა,  მთავარი ისაა, რომ  იგი  დაპირისპირების საგ­ანი უნდა გამხდარიყო.როგორც პატარა ბავშვს ეუბნებიან მოვა და შეგჭამს ბუაო, ისიც დიდზე აღებს პირს და ყლაპავს უგემურ ფაფას, რომ ბუა არ მოვიდეს. 
ეკონომიკა უკან უკან  მიგვ­აქანებს, საკანონმდებლო სისტემა მორღვეულია, სოციალური დაკვ­ეთა ცოდნაზე აღარაა, როცა ხე­ლ­ისუფლებას აღარაფერი აქვს სათქმელი და რაღა ქნას? ახლა  თურმე ჰომოსექსუალობისაგან იცავს საზოგადოებას? იგი რომ წავიდეს მერე ნახეთ რა იქნება?! შე კაი დედამამიშვილო 9 წელი არაფერი გაგიკეთებია და ახლა იმას არკვევ ვინ კაბას იცვამს და ვინ შარვალს?  
რას წერდა გასული საუკუნის ბოლოს  საზოგადო მოღვაწე , მწერალი და კრიტიკოსი აკაკი ბარაძე:
,,ვინ მოსთვლის რამდენი საუ­კუნეა ქადაგებს რელიგია- არა კაც კლაო,მაგრამ ადამიანი მა­ინც კლავს მეორე ადამიანს. უფრო უარესიც: ომებისა და რევოლუციების სახ­ით გაუგონარ სასაკლაოს აწყ­ობს. ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნეა გვესმის-, არა იქურდოო,მაგრამ ადამიანი მაინც იპარავს, რაც დრო გადის ქურდობის მასშტ­აბები იზრდება , არავითარი პირი არ უჩანს იმას, რომ ოდესმე ძარცვა-პარვა მოი­კლებს და შემცირდება.
ვინ მოსთვლის რამდენი საუკ­უნეა ჩაგვჩიჩინებს რელიგია არა იმრუშოო, მაგრამ ადამიანი მაინც აგრძელებს მრუშობას ის კი არადა პროსტიტუცია შემოსავ­ლიან პროფესიადაც კი გამოცხადდა. მისი აღარ ერცხვინება და არც დასაგმობ საქმიანობად მიაჩნია.
უძველესი დროიდან რელიგია მომაკვდინებელ ცოდვად თვლიდა სოდომურ გარყვნილებას, თავგ­ამეტებული ებრძოდა მას, მაგრამ ვერაფერს გახდა. დღეს მთელს მსოფლიოში, ყველგან, ღიად და აშკარად ლაპარაკობენ ჰომოს­ექს­უალთა უფლებების დაცვაზე, რელიგიაც ეგუება და ეთვისება მათ. ერთი სიტყვით ადამიანის ბუნება ვერაფერმა შეცვალა, რაც ყოველთვის იყო ის დარჩა და დროთა განმავლობაში რელი­გიურ-ფილოსოფიური აზრ­ოვნ­ების ზემოქმედებით მისი სრულყოფა არ მოხდა.’’ აკაკი ბაქრაძე წერილები 1999 წელი
 რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ ამ ამბავს არაფერი იცვლება, მხოლოდ დაპირისპ­ირების  და შურისძიების საგნად შეიძლება იქნას გამოყენებული, ლგპდ თემის საკითხი, რაც თურმე ევროპისა და ამერიკის გაჭირვება ყოფილა მარტო და რუსეთია ჩვენი გადამრჩენელი. ამ ყველაფერს ერთმანეთის ლანძღვის, თათხვის და დამცირების მეტი არაფერი მოჰ­ყვება, რაც მეტს გავქეგავთ მეტი ნაგავი და სიბინძურე წამოვა. 
აკი  შედეგმაც არ დააყოვნა და სოციალური ქსელები უკვე გადაივსო  კომენტარებით, სადაც ლანძღავენ გარყვნილ ევროპას, ამ ლანძღვაში წამხალისებელის როლში ხელისუფლება გამოდიც, რაც ბუნებრივად გაფიქრებინებს რომ ოკუპანტი მეზობლის საამებლად, სჩადის ამას. სულ მალე ხომ არჩევნებია, ნებისმიერმა რიგითმა ადამიანმა იცის, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.
მაია კუკულაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 839
FACEBOOK კომენტარები